RSS

რუბიკონი – ბროლის კოშკი ამიგია

05 May

სვანურქუდიანი კაცი – ჩექმას შემიკერავ?

რუბიკა – ვერა, გენაცვალე, ჯერ მაგდენი ოპიტი არა მაქ, რო კარგი ჩექმა შავკერო და ცუდი კიდე შენისთანა ვაჟკაცზე როგორ გაკადრემ.

გურამა – კი, მარა დღეს თბილისში შენნაირ ჩექმას ვერავინ კერავს და ის კაცი რატომ გაისტუმრე უარით?

რუბიკა – იი! ვერა ნახე რა ქუდი ხურამდა? ეგენი ისინები არიან, ბეზპრიჩინი რო ურტყამენ. მუქთა შარი თუ გინდა, მაგათთან იაფად იშოვნებ.

აი, ის ანეკდოტი ხო იცი მაგათზე, კუსტებში რო ორნი კაკაშკებსა შვრებიან. ბოლოს ერთი მეორეზე ეკითხება – ქაღალდი გაქვს? მეორეც – არა, პასტა მაქვს.

ნა სამამ დელე ეგ ნამდვილი ამბავია, ოღონდ ცოტა სხვანაირი.

ჩემი ბიძაშვილი, ლოვიკა ასატრიანი, მიჰქარა და მაგათგან ზაკაზი აიღო. მე კი ვაფრთხილოვნებდი, მაგრამ დიდი განარარი უთხრეს და ეგეც ჟადნობისგან ეგრე გაგიჟდა, როგორც რო ალი–ბაბას მეზობელი.

წავიდა.

ერთ თვეში უკან მოვიდა. ეგეთი ლურჯი იყო, როგორც ბხაგავატგიტას წიგნში ხატვილი კრიშნა. მეთქი – იქ საპონი არ იყო და ლილაში ბანაობდი?
ეგაც – არა, ცოტა წავკინკლავდი.

თურმე, სადაც რომ მაგენების წვერვალი უშბა დგას, მანდ ერთი მესტნი კლიენტი, მირანგულ ასათიანი, დვარეცი მოუნდა, კაკრაზ ეგეთი, როგორც ეგ უშბა, თანაც სულ სვაროვსკი ხრუსტალნი სტეკლოსგან კეთვილი.

აზრზე მოდი, სულ ხრუსტალი. დაჟე უთხრა – თუ მაგ დვარეცში სადმე ერთი აგური ვნახამ, შენი თავზე გავტეხამ.

ლოვიკაც ადგა და ტოჩი–ტოჩ ეგრე გაკეთა. ვაბშე სტეკლო – კრიშა, სპალნა, უბორნია, კარებები, კედლებები, დაჟე აკოშკებები…

ეგ ასათიანი კიდე მოვიდა და გატრაკა – რატომ შენ კარებში გლაზოკი არ გაუკეთე!

ლოვიკა უთხრა – რად უნდა, ხო ისედაც კველაფერი ჩანს…

ეგაც ნახა, რო მანდ არაფერი გამოვა და სხვა რამეზე შარი მოსდო – ასატრიანი რა გვარია, რატომ შენ ჩემი გვარი ასათიანი ასატრინაზე გაასწორე!

და დაშხოშიანად სცემეს.

ეხლა უყურე რა გამოდის. თუ მე მაგის ზაკაზი ავიღებდი, მერე იტყოდა – რატომ ამ ჩექმას შიგნიდან ნასკები არ მიაკერე…

ანდაც – რატომ შენ შაშლიკიანი ხარ, რატომ შავშტიკიანი არა ხარ და რამე.
ტაკ, ჩტო, თუ საქმე მაგათთან გექნება, ვერ გაიხარებ. სინამ მაგების პრიჩინა გათავდება, მინამ ხო მე გავთავდები, ელი.

თანაც, ეგენი ხო პრიჩინას ნა გოლამ მესტე პოვნიან, როგორც რომ შლიმანი ტროა.

გურამა – ისე, ამ გახსენებაზე, ჩემი სვანური ქუდი უნდა ამოვქექო, რა ხანია არ მხურებია.

რუბიკა – ვაიჰ!…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: