RSS

რუბიკონი – აი დარდიი!

05 May

გურამა – რუბიკა, გაიცანი ჩემი ბიძაშვილი ხობიდან, კანკალა.
რუბიკა – ოჩინ პრიატნა, რუბენ. ისე, ერთი უთხარი, კანკალა რაზე გეძახებენ?
კანკალა – რო დევიბადე, გამაკანკალა თურმე და მიტო დამარქვა ბაბაიამ კანკალა.
რუბიკა – ჰოო. კიდე კარგი, რო არ გაკუე.
არა, ისე ჩვენშიც ეგეთი სტრანნი სახელები იყო ხოლმე.
იმ დღეს პოღოსა ისხენებდა – გახსომს, ჩვენი ასტრანომიის უჩიტელი რა რქვოდა?
მეთქი – პა მოიმუ კალისტრატე…
ეგაც – არა, ტო, ნააბაროტ, ფრანცუზსკი ზაბეგალოვკსავით რქვოდა – სილი–ბისტრო და ეგ კიდე აქეთ ჩემზე დამცინოდა. ეხლაც პა ბუკვამ მახსომს რას იძახდა – პოღოსა რა სახელია, ახალშობილ ბაღანეს, ჯერ ქე რო არასფერი დოუშავებია, მასეთი სახელი რეიზა უნდა დუუძახოო.
ეე, კარგი რამეა ჯეელობა. დროც კარგი იყო, მანეთად სამი კაცი რესტორანში წახვიდოდი.
იქაც კიდე ან რა თოხლი, ან რა ღვინო, მუზიკა, დუდუკი და ტალგაუკოვი. სიმღერები გახსოვს?
– ჩემი შვილი მემწვანილე მინდოდააა, ტაჩკის გვერძე გავიდ–გამოვიდოდააა…
ანდაც – არ შაგცივდეს, ბარაშკანჯან, ზამთრის შლაპკა დაიხურეეე…
გინდაც ესა – აკოშკაში ქვა მოდის, აი ბარიბახ, ბარიბახ…
ჩემი პაპიკა კიდე იძახდა, რო ნიკალაის დროს ერთი დიდი ჯამი ჩორნი იკრა შაური ღირდა.
ჩვენი პაკალენია ჯერ კიდე ახსომს, ეს ჩვენი ცხოვრება, ატნაშენიები, პახოდკები, სიტყვა–პასუხები, გაგებები, მოგებები, წაგებები, კაგებები და რამე, აბა ხვალ ვისღა გაახსენდება, როგორც თბილისის უნიკალნი კოლორიტნერა, ელი.
არა, ვიღაც ხო უნდა ფიქრობდეს, რო ეს ყველაფერი მალე ვაბშეე გაქრება…
გურამა – (უდარდელი ღიღინით) ამ ჩემს ფეხებს, თუ გაქრებააა, ვოდელია რანუნიიი, აბა დელი ვორუდილაა, ნანინაო დაა, ჰეეეე……
რუბიკა – ჰო, აბა მა რა. შენ ეგ რაზე გადარდებს, აქ გუშინ ჩამოხველი…
გურამა – მე კი ახლახან ჩამევედი აქანე, მარა ბაბაიას ბიძაშვილი დურუ მარშანია მთელ თბილისს აზანზარებდა. ნახალოვკის ჩემპიონი იყო სეკაში, სამჯერ ნასროკალი, კაი მჭამელი, კაი დამრტყმელი და დიდათ სახელოვანი კაცი.
რუბიკა – იი! სახელოვანი არა ისა. ნააბაროტ, ვეჩნათ მოკლე–სახელოვანი საროჩკა ცვოდა, რო მუსკულებით კარგა შეგაშინოს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: