RSS

რუბიკონი – ათი ათასად – ზრდილობა

05 May

ვართანი – არა ძმაო, განათლებლობას არაფერი სჯობიან. აი, ჩემი ძმა ერვანდა ერევანსკი უნივერსიტეტის სპეციალნი ფაკულტეტი ისწავლა და მაგიტომ აქვს ლიჩნი მენტალიტეტი და იმუნიტეტი, ჰამაც კიდე პრიორიტეტი.

სერიკა – ეგ რა არი, ჩემი ძმაკაცი მურაზა აკადემიაში ჩაბარა და ეგრევე აკადემიკი გახდა.

რუბიკა – ეე, ადრე სხვა დრო იყო, სხვა ნიხრი და სხვა გაგება. შენი უსტა შენთვინ მთელი უნივერსიტეტი თითონ იყო – ლექტორი, რექტორი, პროქტორი და რამე. ყველაფერი ეგ ასწავლებდა და პატივიც ჰქონდა.
ეხლა რო ჩემი რაზმიკა სწავლობს, თავისი უჩიტელი არც უნახნია.

ვართანა – ვაჰ, ეგ როგორღა კაცო. ჩელავეკ–ნივიძიმკა, ელი?

რუბიკა – არა რო? ეგ არის მასკოვსკი ინსტიტუტ კოჟ–გალანტერნიხ ნაუკ, ზაოჩნი. შენ მუდამ შინ ზიხარ, მარტო კამპიუტერნი პერეპისკა, ელი, და ერთ დღესაც შენი ფოჩტაში კანვერტი, შიგაც დიპლომი.

ეგ კიდე რა არი, ამბობენ რო ამერიკაში ვაბშეე მაგ საქმეზე დროც აღარა ჰკარგამ. მიხვალ, გიპნოზი გიკეთამენ და ორ საათში პრაფესორივით თავი რითაც გინდა სამსე გაქს.

სერიკა – ეე, ეგ მურტალია, ტო. რა იცი, შიგ რასა დებენ, თვალი გაახილებ და ვდრუგ შენი ჰაზრები აღარ მოგეწონა, მერე რასა შვრები? ისკუსტვენი სკლეროზი ხო არ დაიმართებ?

რუბიკა – ეგაც შესაძლოვანია, მაგრამ ვსიო ზავისიტ ატ უსლოვიი კანტრაქტა. რაც გინდა, ის თუ არ ჩადეს, სუდში მისცემ და კამპენსაცია აიღებ.

ვართანა – იი! კაია, ხო იცი. ვდრუგ ჩაგიდეს, რო ფულის შოვნა არ გიყვარს. მაშინ ხო არც კამპენსაცია მოსთხოვ და იქით ფულები მისცემ.
თუ ეგეთი ცოდნა გინდა, ამერიკაში რა გინდა, აქვე, ვრაცებისგან მუქთათ ისწავლებ.

რუბიკა – ვააა! აი ეგ კი ვერა ვჰაზრე. ხედამ შენა, დღეს კაცს რამდენი ასტაროჟნობა სჭირდება, რო კაცად დარჩეს.

არა, ძმაო, ადრე რა კარგად ყველაფერი იყო. პაპიკა უსტას ხელში მიგცემდა, ჯერ შაგირდი იყავი, მერე ქარგალი, ბოლოს თითონაც უსტა.

უსტაბაშიც მოვიდოდა, შენი ნამუშევარი ნახამდა, დაგლოცამდა და შენი დიპლომიც ეგ იყო.

მა ეხლა რო ახალი ტერმინები იძახიან, აბა სად განათლებლოვი სისტემა და სად ეგეთი გინებივით სიტყვები.

ჯერ, სინამ ჩააბარებ, გეძახიან ბითურ–კლიენტი…

გურამა – აბითურიენტი?

რუბიკა – ჰო, ეგა. ეხლა კიდე, უჟე სწავლას რო არ მორჩები, მაგას ქვია მაიცა, ჰო – ბარკალავრი, მაგის მერე კიდე – მაგის–ტრატი, სუ ბოლოს კიდე სპენდერასტი, ელი…

გურამა – ასპირანტი?

რუბიკა – ჰო, ეგა. თან, მითომ დიდი რამეც იციან, ეგეთი ვაჟნი სიფათებით დადიან, რო გამარჯობაც ვერა ჰკადრებ. პრიამა ნეუდობნა.

ვართანი – იმ დღესაც ერთი ეგეთი უჩონი ხირურგი ჩემ ცოლზე სლეპოი კიშკა მოაჭრა. მეთქი მაღარიჩი ჩემზეა, ჯიგარო, შენი ტუფლი რო პაჩინკა მოუნდება, მე აქა ვარ.

ეგაც – ეგღა მაკლია, დაპაჩინკებული ტუფლით ვიარო. დაიხევა და ახალს ვიყიდი. ეს ოპერაცია კი ხუთასი დოლარი ღირს და გთხოვთ გადაიხადოთ.

მეთქი – რა ამბავია, შენ კაი კაცო, ხუთას დოლარად ვაბშეე ახალი ცოლი ვიყიდებ.

ეგაც – ასეა, ჩემო ბატონო. როგორც იქნა ცოდნას ფასი დაედო. მე ატლანტას უნივერსიტეტის დიპლომი მაქვს და შვიდი სერტიფიკატი, თქვენ კი ჯერაც კომუნისტური მენტალიტეტის ტყვეობაში იმყოფებით.

მეთქი – შენ თითონ მეტალნი ტყვიებში იმყოფინე, თუ კარგია. სუ ხუთი შოვი გაკეთე და ხუთასი დოლარი იღებ.

აი, პალტოს შესაკერად ჩემთან რო მოხვალ, მეც ეგრე შოვები დაგიფასებ.
არა, ის მაინც უთხარი, რამდენი გაძლებს. აი ლიჩნა მე ათი წელი გარანტია ვძლევ ჩემგან ნაკერავზე.

ეგაც – ფული დადე, თორე გაგხეთქამ ნაკერავზე.

აი, ეგეთი დოქტორობა ასწავლებენ ამერიკაში.

არა, ძმაო, ეხლა ის დრო აღარ არის, სადაც რომ მგოსანი იძახდა – ათასად გვარი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა, თუ კაცი კაცად არ ვარგობს, ეგ არის ვირისშვილობა.

რუბიკა – მაშ, კაცო, უწინ ხო კაცის პირველი ქონება ნამუსი და ვასპიტანობა იყო, ხოლოთ მაგის მერე – თამასუქები. ზოგი კიდე არც ერთი აქს, არც მეორე ადარდებს.

მახსომს, ერთხელ ერთი ვრაცი ჩემ პაპიკასგან ფული აიღო და კასპში დაითესა. პაპიკამ რო იქაც იპოვნა და თამასუქი ანახა, მაგან უთხრა – წადი, კოლა გაასუქე.

გურამა (ღიღინებს მოტივზე – მომაწოდეთ ყანწებიო) – რუბიკ, რუბიკ, ვასპიტანოო, დაგიფრინეს კასპიდანოო, ვინც ინახავს თამასუქებს, თავის კოლას გაასუუქეებს…

 

One response to “რუბიკონი – ათი ათასად – ზრდილობა

  1. მიხეილ წიწუაშვილი

    March 3, 2010 at 6:10 pm

    გემზე მოგზაურობის დროს ერთი მილიარდერი ძალიან ცუდად გახდა. ბევრი ძებნის შემდეგ გემზე ქირურგი აღმოაჩინეს. ქირურგმა გასინჯა ავადმყოფი და სასწრაფო ოპერაცია დაუნიშნა, მაგრამ თქვა რომ ოპერაციის დროს ავადმყოფი ბევრ სისხლს დაკარგავს და სისხლის გადასხმა აუცილებელიაო. ბევრ მგზავრს აუღეს სისხლის ანალიზი მაგრამ ავადმყოფის ჯგუფის სისხლი მხოლოდ ერთ სომეხ მგზავრს აღმოაჩნდა. მილიარდერმა გამოუწერა ათი მილიონი დოლარის ჩეკი მაგრამ სომეხი არ თანხმდება და ნაღდ ფულს ითხოვს. მაშინ მილიარდერი შეპირდა რომ ოპერაცია რომ წარმატებით ჩაივლის და სისხლს გადაუსხამენ პირველივე ნავსადგურში მისვლისთანავე ნაღდ ფულს გაუსწორებს. სომეხი მაინც არ თანხმდება, ეკითხებიან რატომო, ის კი პასუხობს მე ხომ ვიცი ჩემი სისხლის ამბავი, ჩემს სისხლს რომ გადაუსხამენ, ის მე ფულს აღარ მომცემსო.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: