RSS

ზნენი სამამაცონი – 18, მსაჯობა – დგინება

03 May

ჩვენში გავრცელებული ყველა სახეობა მკაფიოდ სამხედრო ყაიდისაა და ამდენად სპორტის ჩარჩოში ძნელად თავსდება, ხანაც სრულიად კარგავს შინაარსსა და სიმძაფრეს…

შესაბამისად, ამ სახეობებში შეჯიბრება–დგინების ჩატარება განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და მსაჯთაგანაც საგანგებო ცოდნასა და ყურადღებას მოითხოვს.

მოვარჯიშისთვის დგინება ერთ–ერთი უმთავრესი სტიმულია და შესაბამისად მსაჯობის მაღალ კულტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნულ სახეობათა აღდგენა–განვითარებისთვის.

მიუწვდომელი ოცნებასავით ჟღერს, მაგრამ ადრე თუ გვიან, როდესაც საქართველო უკან მოიტოვებს დღევანდელ პრობლემებს, აუცილებლად ჩატარდება ოლიმპიადა ეროვნულ სახეობებში და ეს იქნება დიდი სახალხო ზეიმი, აგრეთვე უდიდესი დასტური იმისა, რომ გამრთელებულია ხიდი წინაპარსა და შთამომავალს შორის.

ალვანია – ჯარიმა სახის დაზიანებისთვის
ანდი – ვარაუდი, ეგებისობა
არჩიონი – სჯა, ბჭობა
ბარიბარ – თანაბრად
ბჭე – მსაჯი
გაბრა – გაქვითვა
გათხოვნა – საპაექროდ გაწვევა
გახალარება – გაზავება, გაშველება
გერში – გამამტყუნებელი ნიშანი
გრიჩ! – რჩოლად მისევა
დადარი – სამართლიანი
დგენა – მჯობნის გარკვევა
ვაშინერს – აკრძალულია (მეგრ.)
ზავი – შერიგება
თაბდია! – ჯერია! ნებართვა დაწყებისა
იარაღუჩი – ბჭობა, განმკითხველობა
მაზა – მოსაწონი
მენაკი – რანგი, საფეხური, ხარისხი
მითარჯვა – მიკერძოება, მიდგომა
მრჩობლი – წყვილი
მუნათი – საჯარიმო ქულა
ნაიბი – რაუნდივით, ერთი ჯერი
ნირი – წესი, რიგი, წარი
პაექრობა – ცილობა
რჩა – საჯარიმო ქულა
საბეჭე – ბეჭზე ჭრილობის გადასახადი
საგულე – გულზე ჭრილობის გადასახადი
სადუდო – სასისხლო გადასახადი
სათავი – სართი, დამატებითი ქულა
სამეენეო – გადასახადი წაქეზებისთვის
სამანი – საზღვარი, მიჯნა
სამეტო – დამატებითი ქულა
სანასკო – ნასკვის გამოხსნისა, მოსისხლეთა შერიგების წესი
საპირგამტეხლო – ჯარიმა პირობის დარღვევისთვის
სარისტა – თადარიგი, წესრიგი
სარჯი – ჯარიმა, სარჯელი
სასტი – ბრძანება
საჯაყი – სამარცხვინო
საჯილდაო – ასაზიდი ქვა
ტაროცი – მზადყოფნა
ტოგენი – მსაჯის ტახტი
უკუყრა – გაშორიშორება
უჯერო – შეუსაბამო
ფათ! – გათანაბრების ნიშანი
ფარსაგი – ვარგისი
ფეხონი – ფიხონი, საფიხვნო
ფორა – წაგება
ფორი – ფორე, მოედანი
ჩაქი – სიგელი, საბუთი
ხადა – წოდება
ჯილა – წილი
ჰაი–ჰა! – დასტურის შეძახილი
ჰარია! – ჩქარა
ჰელა – მოასპარეზეთა ბანაკი ფორეს აქეთ–იქით
ჰოთური – გაურკვეველი

 

One response to “ზნენი სამამაცონი – 18, მსაჯობა – დგინება

  1. გულნარა

    October 22, 2010 at 11:49 pm

    კარგი ნაშრომია

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: