RSS

რუბიკონი – ჩემი ჭაღარის სკლინტები

01 May

ხაჩიკა, ახალი მეზობელი – ყველა ჩორნა, ვინც რომ დადის ჩვენი კავკასიაში, ძიაძ რუბიკას ენაცვალოს სერცებიენიაში.

რუბიკა – ვააა! სინოკ, ვონცეს ჯიგარო–ჯან? სომეხი რო ლექსი დასწერამს, ზნაჩიტ მის ცხოვრებაში ვაჟნი რამე ხდება, განა თუ ვრაცივით, ყველაფერზე რო გაუთავლად ლექსები სწერამენ. ხარობს – ლექსი სწერამს, ბრაზობს – ლექსი სწერამს. ზოგიც ვაბშე იძახის, რო ლექსი აქეთ მაგასა სწერამს.

ხაჩიკა – მუდრი კაცი ხარ, ძიაძ რუბიკ, გენაცვალოს ხაჩიკამ. როგორ ეგრევე გამააცანი, რო შეყვარებული ვარ და ეს ბიჭი მოკდეს, თუ ეგ გოგო რძლად არ დაგისვა.

რუბიკა – ვააა! ერთი კარგი ქოშებიც ჩემზე იყოს, ოღონთ დროზე მაგისი ფეხების ზომა გაგე. ეხლა ეს უთხარი, განა როგორი ეგეთი ლამაზია, რო მაგხელა კაცი კარლსონსავით ფრენა გასწავლა, როგორც შაგალისგან ხატვილი.

ხაჩიკა – ეგეც ლექსად გეტყვი, ჯანა:

მაგის წარბები ეგრე კარგები,
ვით ვარანცოვის ხიდის არკები,
წამწმებიც აქნევს წარა–მარაო,
როგორც პავლინის პეროს მარაო,
პეჩალით სამსე მაგისი თვალები,
როგორც სევანის ფილიალები.
მაგისი თმებიც ეგეთი შავი,
თითქოს ზედ აზის ათასი ყვავი…

რუბიკა – ჯააან! ამას ნახე რა ტალანტი ჰქონია, ჩემი ჯეელობა სულ თვალწინ არ ამიყენა!

როცა რო ნორჩი ვიყავი,
მეთქი რა ყვავი, რი ყვავი,
სინამ ცხოვრებას შავები,
ჩემი ბეწვებიც შავები,
უღელში როცა გავები,
ბლომად გაფრინდნენ ყვავები,
როცა ყვავები თავდება,
ეს თავიც ჭაღარავდება,
რადგან როცა რო ფრინდება,
გიტოვებს სერი სკლინტები,

აი ეგ არის ჩემო ხაჩიკ, მთელი ჩვენი ცხოვრება. ისიც გახსომდეს, რო ამ უბანში ახალი კაცი ხარ და თუ ვინმე გაწყეინოს, იცოდე პირველი მე მითხარი.

ხაჩიკა – სპასიბა, ძიაძ რუბიკ. მერე და შენ რას იზამ?

რუბიკა – რა უნდა ვქნა, მაგასთან მეც ცოტა ასტაროჟნად ვიქნები, ელი.

 

One response to “რუბიკონი – ჩემი ჭაღარის სკლინტები

  1. სა

    June 8, 2009 at 4:36 pm

    იიიიიიიი, მართლა რა ჯიგრულად სწერამთ?!🙂

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: