RSS

რუბიკონი – კლასიკური სუჟეტი

01 May

რუბიკა – არა, ერთი უთხარი ჯანა, რომელი ზნამენიტი მწერავი იძახის, რო რასაც ჩემი წიგნში ნახამ, ვჟიზნიც ეგ უნდა ქნა…

კლასიკა ხო მაგიტო არის კარგი, რო სხვისი აშიბკებზე შენი ჭკვა პაჩტი მუქთად ისწავლო და თითონ ეგრე აღარა ქნა.

გურამა – რასა ბრძანებ?! მაშ ბაში–აჩუკი და დათა თუთაშხია მისთვინ დეიწერა, რო აწი მასთე აღარავინ მეიქცეს?

რუბიკა – იი! აბა შენ გინდა უთხრა, რო რომეო და ჯულეტივით ყველამ თავისი თავი უნდა მოკლას? იქნებ დონ–კიხოტნი რო მელნიცაზე თავი გატეხა, ეგაც კაი ამბავია? ან ტუტანხამოვი?

გურამა – ეგ რაღა შუაშია?

რუბიკა – როგორ, მაგდენი ოქრო თან წაიღო და ბოლოს სულ სხვები იპოვნეს…

გურამა – შენ ხო არ გაქართველდი? მეც მაგას არ გიჩიჩინებ ამდენი ხანია, რო ამოთხარე გადამალული ფულები და ერთად დავამღეროთ ახლავე–თქვა?

რუბიკა – იი! რა ჩემი ნასლედნიკი შენა ხარ, წადი შენი პაპიკას ეგ მოსთხოვე…

არა, ძმაო–ჯან, მე ჩემი მითქვამს და შენ შენი უბერე.

ეხლა ერთი პაუჩიტელნი ამბავიც გეტყვი, რომელიც ჩვენს უბანში მეფის დროში მოხდა.

ჩემი პრაბაბუშკა ანჟიკა და ერთი მეზობელ უბნელი ბიჭი ერთმანეთზე შეუყვარდათ.

ერთხელაც მაგან ანჟიკას ოჯახში მოვიდა, რო ეგაც თავისი სახლში წაღოს.
ანჟიკას მამიკაც ჰალალად ჰკითხამს – ინჩეს უზუმეს, ცავატანემ?

ეგაც იძახის – მე მეიდნელი აზიზა ვარ და შენი გოგო მესამე ცოლად მინდა.

მაგაზე ანჟიკას მამიკა ახტა და ბრჭყალებით რამის პატალოკზე დაეკიდა – შენ ჩათლახო, მაშ შენ უნდა, რო ჩემი გოგო შენი დეჟურნი ბოზივით დასვა?

ეგეთი ქალი თუ გინდა, თქვენი უბანში უჟე გყამთ, ურია კაკოს და…

მაგ დროს მანდ ერთი ნემეცი ტურისტი, რომელიც თურმე ზნამენიტი დარმატურგი გუცკოვი, სუჯუხი ყიდულობდა და სლუჩაინა ეგ ამბავიც ნახა, ოღონდ ურია კაკოს და ცოტა კრივად გაგო, როგორც – ურიელ აკოსტა.

მაგიტომაც სპეციალნა ეგ წიგნი დაწერა, რო სხვა ეგეთი რამე აღარ მიქაროს.
ჩვენი თბლისში ყველა ვერაისპავედანია კარგია, ოღონდ, სინამ ეზოშია.

ზნაჩიტ ეგ გრანიცაც ეზოსა და კრავატს შუაშიდან უნდა გადიოდეს.

აი, ეგ არის კლასიკის გლავნი ნაზნაჩენია ჩვენი ცხოვრებაში და არა ისა, რო ყველა პაკალენია ერთი აშიბკა ამეოროს, როგორც გრამაფონი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: