RSS

რუბიკონი – იოდის დეფიციტი

01 May

გურამა – რუბიკ, შე ძველო, ბატივით სქელო!

რუბიკა – ვა, ისევ ფული გინდა?

გურამა – როგორ მიხვდი?

რუბიკა – როგორ და ბატი ხო თეთრია, ზნაჩიტ კამპლიმენტი მიკეთებ.
ხოლო თუ ფული არ გინდებოდა, ყვავი მეტყოდი, კაკ აბიჩნა.

ისე, ჩემთან რო პლემიანიკი იყო ამერიკიდან, იცი შენზე რა უთხრა? ნეუჟელი ეგ საწყალი კაცი შკოლაში ფულის დათვლაც არ უსწავლია. შენ რო მიეცი, არც დათვალა, ჯიბეში ეგრევე დადოვო.

გურამა – რაიო!? კიდე კაი გამასწრო, თვარა გავასაწყლებდი მაგ პეტუხს, მაგას… ძმას თუ აღარ ვენდე, რაღა ფასი აქ ჩვენ ძმობას…

რუბიკა – იი! შენ პეტუხი ეძახე და ეგ კიდე ამერიკაში უჟე მეორე მუჟიცკი ბარდელი ხსნებს.

გურამა – ფუჰ! შენ შეგიწუხდა გული. ერთ კვირაში რავა თავის ჭკუაზე მოგაქცია ეს პატიოსანი კაცი.

რუბიკა – რას იზამ, ბიზნესი ბიზნესია. იქ ეხლა ეგ უფრო საჭიროა, თორე ქალები აქეთ დაგდევენ, რო გიხმარონ.

თანაც, თურმე იქ უფულოდ თუ დარჩი, სრაზუ ფეხი გაფშიკამ. თუ რომ რამე გიჭირს, განა ვინმე ჩვენსავით მოვა, რო მაყუთი გსესხოს და რამე. ნაბაროტ, ეგრევე ჩალიჩი გიწყებს, რო შენი ბუტკა იაფად იყიდოს.

ისე, თუ იძახი, რო ძმები ვართ, მეც ერთი სავეტი მინდა რო გითხრა – მაგდენი ღვინის სმას ცოტა იოდი რო დალიო, არ გირჩევნიან?

გურამი – ოო, აი ეგ კი ჭეშმარიტი მაგალითია ჩვენი საუკუნოვანი ძმობისა. სული გინდა ერთბაშად გამაფრთხობიო და მერე შენ და შენმა პლემიანიკმა იპარპაშოთ აქანე, ხომ კი?

რუბიკა – იი! ყანწით კი არ უნდა მითქვია, კამაც–კამაც მეთქი, ელი. იმდენი, რამდენიც რო საჭიროა.

იმიტომ, რომ ეგ კიდე ეგეთი მურტალი რამე თქვენებზე უთხრა – ეტი გრუზინი ვაბშე ნე შჩიტაიუტ დენგი. უ ნიხ, იზ–ზა იოდოდეფიციტა, ატროფიროვანა შჩიტოვიდნოე ჟელეზო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: