RSS

ხვამლისა

30 Apr

გურამ გაბიძაშვილს

მიზანს მივატანეთ კვირას.
ჯილდოა რაოდენი
ხვამლის ძირას,
ცეცხლის პირას,
განთიადის ლოდინი.

არე–მარე, ფერი ქარცის, ღამის ბინდში ჩაწნულა, გაუშლია ფრთები ქარცივს, სათარეშოდ აძრულა, აათრთოლებს დიდრონ ცაცხვებს და ალერსით დაქანცავს, ნისლებს წეწავს, ვერხვებს არწევს, ბოლო ფოთოლს აძარცვავს.

ზეცა ისე იღრუბლება და ისე იქუფრება, უნდა მიწის დაუფლება, შუშპარი და შუფრობა, სატრფიალოდ შეყრა ნებავს, სული დუღს ლაბარნასი, ითრუჯანის მხურვალებას უსალბუნებს არმაზი.

ურანუსმა შხივი იხმო, ეჭვი ხრავს მოაბადის, გასუსულა მთვარე მიღმა ღრუბლის ლეგა ნაბადის.

აღმა აეხუტა კვამლი, კოცონს თქორი ეპკურა, სფინქსად გაწოლილა ხვამლი, იდუმალი ებგური.

ხვამლო, არამ–ხუტის ხამლო, დღემდის არვის ეღირსა დაიურვოს საიდუმლო შენი კალთის, რეხისა.

გულს ჩაგიკრავს მონაბარი ერისა და მეფისა, თავს გვირგვინად დაგდგომია მაყრიონი ზეცისა,

ღვთაებათა მთელი დასი, ვისაც აქ ეგულება ერთი ძველთაძველი თასი, ყოვლის დამარწყულები, რაის ხიბლიც არასოდეს ხუნდება და ძველდება…

წვიმა მოდის, წვიმა მოდის, მთა და ბარი სველდება.

დილეულა, როს ნაშფოთარ ღამეს მიეძინება, როს ცრიატი რიბირაბო შხერებს წაეფინება, როს ბარბალიც აღმოხდება, მეწამულის ფერისა, რით მიხვდება, რა დახვდება კვალად ცისიერისა…

ოდენ ქიზის, ონავარის, ღამეული სიგრილე, გაცრეცილი ნაშთი მთვარის და ბინულის კირკილი, ნაწვიმარზე ნამასხმული აბლაბუდას ლაპლაპი
და წვეთების
ფოთოლ–ფოთოლ
კანტი–კუნტი კაპკაპი…

 
6 Comments

Posted by on April 30, 2009 in ლექსები

 

ტეგები: , , , , ,

6 responses to “ხვამლისა

  1. sa

    April 30, 2009 at 10:55 pm

    უ-უკომენტაროდ!

     
  2. tamuna

    May 28, 2009 at 12:36 am

    ჟრუანტელმა დამიარა……………

     
  3. მარინა მეტრეველი

    January 16, 2010 at 12:32 am

    “ხვამლო, არამ–ხუტის ხამლო, დღემდის არვის ეღირსა დაიურვოს საიდუმლო შენი კალთის, რეხისა.

    გულს ჩაგიკრავს მონაბარი ერისა და მეფისა”

    ამ და სხვა რამის გამო ავტორს არ შეეძლო გვერდი აევლო იდუმალი ხვამლისათვის, ბუნების ამ უნიკალური ფენომენისათვის
    დიდი მადლობა, კობა.

     
  4. ელდორადო

    July 8, 2010 at 9:22 am

    ამ ლექსში საიდუმლო ინახება. ალბათ მკითხველი თავად მიხვდება, რასაც ლექსი გვიამბობს.

     
  5. ფისო.დადუ. ჩხეიძე

    November 20, 2010 at 12:04 am

    ზეცა ისე იღრუბლება და ისე იქუფრება, უნდა მიწის დაუფლება, შუშპარი და შუფრობა, სატრფიალოდ შეყრა ნებავს, სული დუღს ლაბარნასი, ითრუჯანის მხურვალებას უსალბუნებს არმაზი.
    ულამაზესია.<3

     
  6. გოგა

    November 2, 2012 at 9:27 pm

    ადგილი სადაც მინდა ცხოვრების ბოლო წლები გავატარო. ტა დზაან მინდა .

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: