RSS

მომავალი ჩვენია, მაგრამ…

29 Apr

დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ ოცი წელია,
სახლის ნულიდან აგება, რაღა თქმა უნდა, ძნელია,
შენობა თითქმის მზადაა, სჭირდება მხოლოდ გაგაჯვა,
რა მაგის პასუხია და, მექრთამემ თავზე დაგვა…

ექსპორტ-იმპორტმა იმატა, საქონელბრუნვა გახურდა,
კეთილდღეობის იმედით ყველა პრობლემა გახუნდა,
თუმცა საქონელს საზღვარზე სჭირდება რთული განბაჟვა,
მე კიდევ ერთხელ გახსენებთ – ბიუროკრატმაც დაგვა…

თაობა მოდის ჯანსაღი, გონიერი და ძლიერი,
ამ ქვეყანაში, სულ მალე, არვინ იქნება მშიერი,
თვალსაჩინოა ნაციის სულით და ხორცით გაკაჟვა,
ოღონდ ფაქტია, რომ თავზე ხაზინის ქურდმაც დაგვა…

განა რა გაგვიჭირდება, გვაქვს რესურსები ულევი,
მდინარეები, ტყეები და ტერმინალი “ყულევი”,
თვითონ ამოსჩქეფს “ბორჯომი”, სჭირდება მხოლოდ დაგაზვა,
მაგრამ რად გინდა, გოგრაზე შავმა ბიზნესმაც დაგვა…

აღარ გვსურს თითოკაცობა, ლელოს გავიტანთ ერთობით,
ხან საქეიფოდ ვქუჩდებით, ხან მიტინგებზე ვერთობით,
ვისწავლეთ ერთად დადგომა, ერთიმეორის გაქაჩვა,
თუმც, საკუთარმა სიბრიყვემ ყველაზე მეტი დაგვა…

 
2 Comments

Posted by on April 29, 2009 in იუმორი

 

2 responses to “მომავალი ჩვენია, მაგრამ…

  1. ვანო

    April 29, 2009 at 4:47 pm

    “კაცსა კაცობა უნდა თორე ჭიპი კატასაც აბიაო”

     
  2. თამუნა კვირკვაია

    October 11, 2011 at 8:15 pm

    აშკარა სიმარტლეა

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: