RSS

ზნენი სამამაცონი – 13, ცურვის ხერხები

29 Apr

აქ აღწერილ ცურვის სახეობათა ნაწილს ერთი შეხედვით პირდაპირი გამოყენებითი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ხელს უწყობდა კუნთების ცალკეულ კომპლექსთა განვითარებას ისევე, როგორც შეზღუდული ჭიდაობები. ამავე დროს მოვარჯიშე იწვრთნებოდა საგანგებო შემთხვევისთვის (მაგ. ხელში დაჭრილი გაცურავდა გვერდულით, ხელშებორკილი – ირმულით და ა.შ.). იმერეთში (“უხელიას” სახელწოდებით) და ქართლში (“სარულის” სახელწოდებით) დღემდეა შემორჩენილი წყლიდან შვეულად ამოსვლაში გაჯიბრება. მაგარ ბიჭობად ბოქვენის გამოჩენა ითვლება.
XIX საუკუნეში მაშველი სადგურის მოცურავემ მემედ ბედიამ ბათუმიდან ფოთამდე წყლიდან ამოუსვლელად დაფარა 53 კილომეტრი, მაგრამ ეს ფაქტი მალე მიეცა დავიწყებას, ხოლო ფრანგი მიშელის მიერ 32 კილომეტრიანი ლა–მანშის გადაცურვის ცნობამ მსოფლიო მოიარა და დიდხანს იყო ფრანგთა სიამაყის საგანი. ეს ამბავი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნიჭსა და ცოდნას განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება ჭირდება, თუ გინდა რომ მიმდევარი გამოუჩნდეს და საყოველთაო პატივისცემისა და გაბაძვის საგნად იქცეს. დადებით მაგალითად კმარა, თუ რა წარმატებას მიაღწია ქართულმა საჭადრაკო სკოლამ ქალბატონი ნონას მიერ გაკვალული ბილიკით.
2002 წლის სექტემბერში ჰენრი კუპრაშვილმა ცურვის უძველესი კოლხური ხერხით, ხელფეხშეკრულმა გადასცურა დარდანელის სრუტე და, როგორც ჩანს, იგი ამ მიღწევაზე გაჩერებას არ აპირებს.

ბაყაყური – ბრასივით, ღვაჭიჭური, მაყაყურა
გვერდული – ცალხელია
გულაღური – ზურგული, პირაღმა, ზურგზე ცურვა
ირმული – პირდაღმა, ხელები ზურგზე
კამეჩური – მორევიდან გამოსაცური (ქიზიყ.)
კოლხური – ხელფეხშეკრული
მგზავრულა –
მკლავური – კროლივით
მხარული –
ოფოფური – პირდაღმა, ხელებშეკრული
პირშეღმა – დინების საპირისპიროდ
სარული – უხელია, შვეულად
ტივტივი –
ტივური –
ღვანღვალი – ნელი ცურვა
ღურჭუმელა – ყვინთვა, ყურვა
ყვინია – წყალქვეშა
ყურყუმელა – წყალში თავდაღმა ჩასვლა
ცორიალი – მჩატედ ცურვა
ცოკიალი – დაუყურავად ცურვა
ძაღლური –
წაკრია – მკლავურივით

 

One response to “ზნენი სამამაცონი – 13, ცურვის ხერხები

  1. უდრეკელი

    April 30, 2009 at 8:10 pm

    1) ქართულ ცურვაში კიდურების მოძრაობა საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული გაგებით არ გამოიყენება. სრიალი ხორციელდება წელისა და შეტყუპებული ფეხების დელფინისებური მოძრაობით (ამითაა უნიკალური). მაშინ, როდესაც კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე ცნება «ცურვა» მოიაზრებოდა, როგორც ადამიანის უნარი – თავი შეიმაგროს წყლის ზედაპირზე და გადაადგილდეს კიდურების მოძრაობის საშუალებით.
    2) კოლხური არის, როგორც ხელფეხშეკრული ისე თავისუფალიც
    იხილე,
    http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90

    http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: