RSS

სუფრული შაირი

29 აპრილი

თუ ვართ ნაღდი კახელები, მეგრელები, რაჭველები,
პირველ რიგში უნდა ვიხსნათ ეროვნული საჭმელები.

შენსას შენ თუ არ მიხედე, დროზე თუ არ გაინძერი,
ქართულ სუფრას წაგვილეკავს სენდვიჩი და ჩისბურგერი.

ან ხაშლამას რა ფასი აქვს, ჭაჭამ თუ არ აგაყროლა,
პირის გემო ვინც დაჰკარგა, იმან ცეცხლოს კოკა-კოლა.

სტუმარს სუფრას ვინღა უშლის, ვინ დაგიცხობს ხაჭაპურებს,
მადლობა თქვი, თუ ყავით და კრიკერებით დაგაპურეს.

ბიგმაკების ყურებაში დრომ რა უცებ ჩაგვირბინა,
ბალღებს არც კი გაუსინჯავთ კუპდარი და ხაბიზგინა.

რაჟიკუნას მოდგმის თუ ხარ, სულმთლად თუ არ გადაგვარდი,
სალობიეს მიმიხედე, რას მიქვია მაკდონალდი,

ისიც კარგად დაითვალეთ, რომელია მეტი ხარჯი,
არტალა თუ ანტრეკოტი, ვინეგრეტი თუ ელარჯი.

თუ ქართველებს გაძლება და გადარჩენა გვიწერია,
სახინკლეთა ნაფესვარზე ვერ იხარებს პიცერია.

კიდევ ერთი შაირი მაქვს, საამურად გასაგონი:
სად ქაბაბი, სად – ჰოთდოგი, სად ერეკლე, სად – კლინტონი.

 
2 Comments

Posted by on აპრილი 29, 2009 დუიმი იუმორი

 

2 responses to “სუფრული შაირი

  1. მარინა მეტრეველი

    იანვარი 4, 2010 at 1:12 PM

    რაჭული საჭმელები რაც ვიცი სიამოვნებით ვუზიარებ გარეულს და შინაურს.
    ამსტერდამში სასოფლო ტურიზმის ერთ-ერთ ფორუმზე კბილებიდან აცლიდნენ ერთმანეთს შებოლილ ლორს, ღოღნაშოს საწებელს, კაკლის მურაბს, ლობიანებს. სხვა რით განმეცვიფრებინა ეს ხალხი?

     
  2. მადი

    ნოემბერი 29, 2010 at 11:22 AM

    სად ქაბაბი, სად – ჰოთდოგი, სად ერეკლე, სად – კლინტონი.!!!!!!!!!!!

     

დატოვე კომენტარი