RSS

რუბიკონი – წვიმა, ქუჩა, დიდი ხნის უნახავი მეზობელი

28 Apr

შხაპუნა წვიმამ ერთი აივნის ქვეშ შეჰყარა ძველი მეზობლები, რუბიკა და კოტიკა.
კოტიკა – ვაა! რუბიკ, შე ძველო, საით ხარ, რასა იქმ, რატომ აღარ ჩანდი?
რუბიკა – რავი კოტიკ–ჯან, ფეხი მოტეხა.
კოტიკა – ვინ მოტეხა, ვის მოტეხა?
რუბიკა – ეეე, მე როდის ვის რას მოტეხა. ჩემთითოს ჩემი ფეხი მოტეხა, ტაჩნეე… გატეხა.
კოტიკა – რა თქეშია ხედავ? ისეთი წვიმაა, მალე გაზაფხული მოვა…
რუბიკა – სინამ თქვენი გაზაფხული მოვა, მინამ ჯერ ჩვენი სუბსარქისა მოვა. შენ რატომ ფეხითა ხარ, მაშინა აღარა გაქ?
კოტიკა – მაშინა არა, ჩემი ფეხები.
რუბიკა – კანეშნა შენი, აბა ჩემით ჩემთითონ დავდივარ.
რა კარგია, რო გნახე. მოდი, წვიმა რო მორჩება, თითო პივა დავარტყათ. ცოტა პახმელიაზე ვარ. მი ვჩერა ანჟიკა პაზდრავლიალი. ივო დოჩ ვ უმაღლეს პასტუპილსია. მთელი უბანი მანდ იყო. დაჟე ძველებიც.
კოტიკა – მართლა, ტო? ჩემი ძმა გარიკა როგორა მყავს?
რუბიკა – იი! მაგისი ბედი მომცა და გლდანის მუსორასვალკაზე დამდო. ეგ ხო პასტაიანა ვარანცოვზე დგას, ბოეცთან. ერთხელაც კაკრაზ მანდ პადიომნი კრანით დისპეჩერსკი ბუტკა მიიტანეს და ზედ მაგის თავზე ჩამოცვეს.
კრანი რო წავიდა, მერე ნახეს, რო ბუტკა ბრაკია და კარი ვერ იღება.
გარიკაც იძახის – იი! მა მე აქ ვიყო?
ხაზეინიც რაღა ქნას და იძახის – ხარაშო, სინამ რამე ვიფიქრებთ, დისპეჩერი შენ იქნები.
ეხლაც მანდ არი და კაი ფულიც კეთავს.
გეღამაც ხო გახსომს, ინტიკვარნი მაღაზიონერი რო იყო. მერე, ერთ დღესაც მხედრიონი მოვიდა და მაგისი მაღაზია კრიშიანად სადღაც წაღო.
იმ დღეს ეგაცა ვნახე. სუდში საქმე რამე მქონდა და იქ იყო.
მეთქი – ძაძ გეღამ, ვონცეს ტო, აქ რასა შვრები?
გეღამა – ჰავლაბრის აკრუჟნოი სუდის ყარაულადა ვარ. ჩემი მაღაზიის ამბავზე მაინც 10 წელი სუ აქ ვიჯექი და მეთქი ბარემ მუქთა ზარპლატიც მექნება. თანაც აქ კაცი იმდენი რამე გაგებ, რო მაგ ამბავში აბანოსა სჯობია.
მართლაც, ეგეთი ინტერესნი რამეები მიყვებდა.
ერთხელაც ჩვენი სუდში სარჩელი შემოვიდაო.
მომჩივანი – სომეხები, მოპასუხე – ღმერთი.
საჩივარშიც ეწერა: ღმერთო, ვსემირნი პატოპის მერე ქართველი რატომ თავიდან გააჩინე, ხო უჟე იცოდი, როგორიც რომ იყო.
კოტიკა – კიდე ვინ იყო? ჩვენი კლასელები?
რუბიკა – კაროჩე, მაგ დამპალი ვარდკესას გარდა ყველა მანდ იყო. ეგ ხო ჩვენ აღარა გვკადრობს. ცხვირი შლაგბაუმივით აუყენებია.
კოტიკა – რომელი ვარდკესა, პარიკმახერი? რა იშოვნა მაგისთანა?
რუბიკა – დედისმისისა. მაგ საქმეში ფული აღარ იშოვნება, სპიდის მანდრაჟით ყველა თითონ იპარსამს. მარტო ტრაინოი ადეკალონისთვის ბასიაკის მეტი ვინ მაგასთან მივა?
ადრე რო მიხვიდოდი, ეგეთი ვეჟლივი იყო, როგორც იაპონეცი. მოვიდოდა, სპლაშნოი ულიბკა, ტკბილი სალამი – ვონცეს, ცავატანემ და რამე.
რაც გლავნი პარკმახერად დასვეს, ზედ აღარც გიყურებს, დაკეტილი პირიდან ეგრე გეტყვის – პრივეტ, მითომ დიდი ბედნიერებაც გაჩუქა, ელი.
მაგისი ცოლიც ეგეთი გორდი გახდა, პრასტოი მაშინას აღარა კადრულობს, ვეჩნათ პრესტიჟული მარშრუტკებით დადის.
ჰო, კიდე ეგ იყო მანდა, ტუფლი რო ნისიად მაწმენდინებდა და ეხლა რო პარლამენტშია.
კოტიკა – მახსოვს, როგორ არა. პარლამენტში როგორღა გაძვრა?
რაფიკა – აი იმ მინისტრის ძმაკაცია, ადრე რო პლეხანოვზე სექსშოფი გასხნა. არა, უნდა წავიდე, მეც მაღაზია გავაკეთო “პლასტიკოვი პენისი”. მანდედან იუსტიციის მინისტრობამდე ერთი პრიჟოკია. ჰამაც, ცოტა იქნებ ამ ტანჯვილ ქვეყანასაც რამე ვარგოთ, ელი.
კოტიკა – გამო, გავიდეთ, თითქმის აღარ წვიმს.
რუბიკა – მაიცა, აქ ერთ ნაშასთან მივდივარ და ეგრე ქათმივით გაწუწვილი ხო არ მივალ. ცოტა გავხმები და წავალ.
კოტიკა – ვაჰ! საღოლ! ვინ ნაშასთან, მე არ ვიცნობ?
რუბიკა – როგორ არა. ჩვენი როზასთან წავდივარ დედისმისის სახში.
კოტიკა – ჰო, ოღონდ ხო იცი, რო მაგას მარტო ქვემოდან უდგება…
რუბიკა – რააა?!
კოტიკა – მარშრუტკა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: