RSS

რუბიკონი – სადაც კოშკები ჩხავიან

28 Apr

რუბიკა (ღიღინებს) – სვეჩკასავით ჩავქრები, სახარივით გავდნები, სატრფოს ხმა რო გავაგებ, ცავატანემ, კვდარზე ვიყო, ავდგები. ვახ, შენიიი!

გურამა – რას ხვნეში, რუბიკა, პახმელიაზე ხო არ ხარ?

რუბიკა – არა, ტო, რაც ჰასაკში მოველი, ჩემი თვალიც გაფუჭდა. მახათში ძაფი ვეღარ ვარტყამ. არადა, რა ბიჭი ვიყავი, როგორც თქვამენ – გლაზ–ალმაზ.

გურამა – მოიტა, მე გაგიყრი…

რუბიკა – იიი! ვის გაუყრი, ძმაო–ჯან, ელტონ ჯონში ხო არ გეშლები? ჩემგან ეგეთები როდის შენ გაგიგია? წადი, საქმე ნახე, კოჭი გაგორე. გინდაც, ხიდზე გადი, ჰაზრზე მოდი.

თანაც, სუ რო ტრიპაჩობ, რო ეგეთი მაგარი, ხო გაგიგია სომხური პაგავორკა – მლავოღ კატუნ მუკ ჩი ბრნი, ელი…

გურამა – რაიო, რა მინდაო?

რუბიკა – რაო და მჩხავანა კოშკა თაგვი ვერ იჭირამსო.

გურამა – მაიცა, შენ ტრიპაჩობას იმას ეძახი, მე თუ მახათში ძაფის გაყრას ვეცდები?

რუბიკა – ააა! მახათში? მეც არა ვთქვი, გურამა გაგიჟდა, უჟე მთელი უბნის ქალები ისა ქნა და ეხლა კაცების უკნიდან დასდევს.

ისე, განა რატომ ეგრე თაგვისა გეშინიანთ, რო სულ იძახებთ – კოშკები და კოშკები…

გურამა – ვის ეშინია ბიჭო? თაგვის კი არა, მევალის არ მეშინია მე!

რუბიკა – მა რატო წარა–მარ იძახებთ – სვანური კოშკებიი, ხევსურული კოშკებიი, თუშური კოშკებიი… ბოლო–ბოლო კოშკაა, რაღა, ტიგრი ხო არ არის.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: