RSS

რუბიკონი – მერიმე და მერანი

28 Apr

რუბიკა – გუშინ რესტორანში ვზიოდით, რუზანას ქორწილში, და იქაც ეგეთი ტრაგედია წინაღამ მოხდა. ლოვიკამ რეზკათ ჯიბისკენ ხელი წაღო და სობსტვენი პაპიკამ ესროლა.
გურამა – რატო, შვილის შეეშინდა?
რუბიკა – არა, ეგ ეგონა, რო ლოვიკა მთელი სუფრის ხარჯი კისრულობს.
გურამა – ეგეც სომხების მატეო ფალკონე…
რუბიკა – ვაა! შენ ეგეც იცნობ?
გურამა – რაი მერე?
რუბიკა – იცი, რატომ ეგ ფლაკონე თავისი სინოკზე თოფი ესროლა?
გურამა – რატო და პოლიციაში კაცი რატო ჩოუშვიო.
რუბიკა – მერე და გახსომს, რატო ჩაუშვა?
გურამა – იმ დამპალმა პოლიციელმა ვერცხლის საათით შეაცთინა საწყალი ბოვში.
რუბიკა – საღოლ, ოღონდ ერთი კითხვაც უპასუხე – ის სათი რო ოქროსი ყოფილიყო?
გურამა – კაცი მაინც არ უნდა ჩაეშვა.
რუბიკა – ხარაშო, ეგეთი სათი რო სტო შტუკ ყოფილიყო? ზედაც დიდი ბრილიანტებით?
გურამა – მაშვინ შეიძლება მეც ქე შევცდენილიყავი…
რუბიკა – ზნაჩიტ მაგ ამბავში ვაბშეე სხვა მორალია, ანუ – რატო ეგრე იაფად ჩაუშვი!
ეგაც მაგის დაკაზატელსტვა, რო ეგ პისატელი, რომელიც მითომ მერიმე, სინამდვილობაში მერიმანოვი იქნებოდა.
გურამა – ესე, მერიმე არ ვიცი და ტრილიონად სამშობლოსაც ქე გაყიდიდა კაცი.
რუბიკა – აი საღოოლ! ხედამ, როგორ თანდათან აზრიანი გახდი? ზნაჩიტ ჩემი ჟამანაკიც შენზე ტყვილად არ გამიხარჯნია.
როგორც მგოსანი იძახის:
ცუდად ხომ მაინც არ ჩაიარებს ეს განწიროვი სულის კეთება,
და გზა უვალი, შენგან თელავი, მერიმანოვი მაინც შამრჩება!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: