RSS

რუბიკონი – არსენას ლექსი

28 Apr

რუბიკა – არა, გურამ–ჯან, ერთი ჰალალად უთხარი – მაშ არა ხართ მაზალო ხალხი? ბანდიტებისთვის ძეგლები უდგამთ, მითომ რა კოხტად შრომელი ვაჭარი ხალხი ძარცვამდა და მერე ეგ ფულები თავისნაირ უსაქმურებზე ძლევდა.

თითონაც ეგრე დურაკულად ფლანგამდა – “ქეიფობა მას უყვარდა, გზებზე სუფრის გადაფენა”.
რა ენაღვლებოდა რო ჩვენი ნაოფლარი.
ეხლაც კიდე, თუ ვინმე ფულიანი სტუმარი აქ ჩამოვიდა, ჯერ მცხეთაში წაიყვანებ, ეგ ძეგლი ანახებ და თან ეტყვი – არ გინდა შენი ფულები რო აქ დავაბანდოთ?
მითომ რაზე უნდა უნდოდეს, გიჟი ხომ არ არი?
სულ ბანდები – ყაჩაღები, დაბანდება – დაყაჩაღება.
არა, ძმაო–ჯან, მუქთა შარის პოვნა თქვენი უდიდესი ტალანტია…

გურამა – რა ნატაციების ხასიათზე ხარ, შენი ჭკუის დარიგებაღა მაკლდა, თორე სიდედრისას ხო ვერ ვიმყოფინებდი.

რუბიკა – შენისა თუ არ იცი, ჩემისა მაინც გაგე.

გურამა – შენგან რაღა უნდა ვისწავლო, ბანკაში ფულის ჩამწნილება?

რუბიკა – ახ, ზნაჩიტ შენახვა ცუდია, არა? მა უცბათ რო დაგჭირდება, რასა ქნამ?

გურამა – ვისესხებ.

რუბიკა – მალადეეც. მეც თუ შენსავით ვიქნები, ვინღა გსესხამს?

გურამა – თქვენნაირს რა დალევს ამ ქვეყანაზე და თუ ყველა ერთად გაქრებით, მაშვინ აღარც ფული იქნება საჭირო. ეგ ხო თქვენი მოგონილია და იცი რატო? იმიტო, რო უფულოდ კაპიკია თქვენი ფასი.

რუბიკა – კაპიკი რა ფული არ არი? აი, ეგრე რო ფიქროვნებთ, მაგიტომ არი თქვენი საქმე ეგრე სათივით აწყობილი.

გურამა – ვითამ რა მჭირს შენგან დასაწუნი? კაის ვჭამ, კაის ვსვამ და კაის იმასვშობი კიდო. შენსავით მთელი დღე ამ დაჯღანულ ბასანოჟკებს კი არ დავშტერებივარ.

რუბიკა – თუ ჩვენების არა გჯერამს, ყიურებისგან მაინც რამე ისწავლეთ, ელი.

ნაპრიმერ, ეს ჩვენი მოშე ნახე, რა ხიტრია, განა თუ შენსავით, სპისანი ტაქსი რო იყიდე და ეგეთი ნავაროტკები უყავი, მითომ კადილაკი.

მოშე კიდე ვაბშეე თაზა მერსედესი იყიდა და ზემოდან ზაპაროჟეცი გადააკრა, რო არცვინ გაგოს, შიგ რა არი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: