RSS

რუბიკა – რატომ არ გეყვასები

28 Apr

რა სვიფტის საქმეა?

 

გურამა – გაზეთში ვნახე იმ დღეს, რო სვიფტს “გულივერის თავგადასავალში” ლილიპუტებად თქვენ გამოუყვანიხართ, თურმე.

რუბიკა – იი! ეგ დამპალი, ჩვენს მეტი საქმე არა ჰქონდა? წავიდეს, თავისი კაცები მიხედოს, პაგალოვნა რო იუბკებით დარბიან.

ბაბნიკ კაცებზე რო მბობენ ხოლმე – ონ ზა კაჟდუიუ იუბკუ ხვატაეტსაო, მაგათთან ხო ეგ პიდარასტობა გამოდის?

შენც კიდე, თან იძახი, რო ძველისძველი ხრისტიანი ნაცია ხარ, თანაც ჩვენზე სუ ეგეთი მურტალი რამეები ამბობ.

შენ კაი კაცო, თუ ეგეთი ხრისტიანი ხარ, მეც ხო შენი მოყვასი ვარ და შენ რატომ არ გეყვასები?

 

აფსუს!

 

რუბიკა – რაც არ უნდა გამოცდილი ადამიანი იყო, ეს სიყვარული მაინც გადურაკებს.

არა, დროზე ჩემი კვერცხების კასტრაცია უნდა ვქნა, თორე რამე შარი ავიკიდებ.

გურამა – მერე, მახათი ხელში არ გიჭირავს? ერთი დაკივლება და სამუდამოდ თავისუფალი ხარ. დაჟე, შეიძლება ხმაც დაგეწმინდოს, რო ხრიწინობ გახეული დინამიკივით.

რუბიკა – ახ, ერთი სული გაქ არა? ეგ არი შენი ძმობა? განა თუ იტყვი – რუბიკ ძმაო, შენი კვერცხები კარგა შაინახე და ჩემი იხმარე… მაიცა, რასა ვბოდამ.

აი, ხო გითხარი, სიყვარულისგან აპასნი აშიბკები მამდის.

წუხელაც მგონი მაგრად ვიზარალე.

გურამა – წუხელ გვიანობამდე ერთად არ ვიჯექით აქანე? ეგ ზარალი როდისღა მოასწარი?

რუბიკა – როდის და სიზმარში. თუ სიყვარულის შარი აკიდული გაქ, კრავატშიც არ მოგასვენებს.

არადა, რო იცოდე რა მუდრი სიზმარი ვნახე. მითომ ღმერთზე ვკითხებდი – ო, ასტვაწ, რად შეჰქმენ თათევიკა ეგრეთი მშვენიერი?

გურამა – მაგას ღმერთი რად უნდოდა, მე ვერ გეტყოდი?

რუბიკა – მაშინ უთხარი.

გურამა – რათა და შენ რო შეგყვარებოდა.

რუბიკა – იი! მა ეგრე უტვინო რადღა?

გურამა – რო იმასაც შეჰყვარებოდი.

რუბიკა – ვაი! ბედი არ გინდა! რო მცოდნოდა, რო შენც ეგეთი ბაჟესტვენი ატვეტი ეტყოდი, თუმანში გამოვიდოდი, მაგას კიდე სულ ტყვილად ათასი სვეჩკა დავპირდი…

 
2 Comments

Posted by on April 28, 2009 in რუბიკონი

 

2 responses to “რუბიკა – რატომ არ გეყვასები

  1. ვანო

    April 29, 2009 at 4:50 pm

    🙂 დიდი რუბიკას ისტორიები

     
  2. ცისანა ზიზიკორე

    February 4, 2011 at 1:11 pm

    ძალიან ძალიან კარგად გავატარე დღეს კობას “რუბიკონ”ში. სიცილი არ შემიწყვიტავს

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: