RSS

დიდი ხნის წინ, თუ – დიდი ხნის უკან?

28 Apr

ვინცხამ ეტყობა იანგარიშა, რომეო, წინ ის არიო, რაც აწი უნდა მოხდესო და რაც ქე რო იყო, ის არის უკანო.

ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, გამოასტორა ვითამ ძველთაძველი შეცდომა და დაამკვიდრა ახალი გამოთქმა – დიდი ხნის უკან.

კაი, ბატონო, მარა, მარტვანა ეს რო არ არი საკმარისი. სხვაც ხო გაგვიხდა გასასტორებელი. ვთქვათ – წინანდელი ამბავი კი აღარ უნდა ვთქვათ აწი, არამედ – უკანანდელი ამბავი.

კიდო, რო ვამბობდით ხვამე – უწინ ასთე იყოვო, მის მაგიორად რაფერ უნდა ვთქვათ თუ იცი? – უუკან იყო-თქვა.

მერე, კიდო, წინაპრის მაგიორად უნდა ვთქვათ უკანაპარი?

კაი, ჩემო ბატონო, არც მე ვარ სიახლის წინააღმდეგი, თუ რავა ვთქვა აწი, – უკანააღმდეგი?

წინწყაროს მაგიორად უკანწყარო ვიძახოთ მაშვინ და წინანდლის მაგიორად – უკანანდალი. რავა, არ უხდება თუ – ადანდალი დანდალი, ჩემი უკანანდალი… ჰა! რავარია?

წიქარასთვინაც უკუქარა ხო არ დაგვერქმია? გვყავდა წითელი ხარი და შეგვჩა – კუანა ხარი…

ყოლიფერი კარქი, მარა ეს გამაგებიეთ – რაც დრო გადის, ისტორიის წიგნი თხელდება თუ სქელდება? თუ სქელდება, ესე იგი, სულ თავში რო ამბავი მოხდა, სიდანაც ეს ისტორია დეიწყო, იმ ამბავს უგრძელდება კუდი, ხომე?
ე, ბიძია, იმიტომ ვუძახით მაგას უწინდელს და მის მერე მომხდარს – მას უკანდელს.

ახლა მითხარი შენე, მაგ ახლებური ლოგიკით, წინდებულსაც ხო უნდა ერქვას – უკანდებული? მიტო, რომე სიტყვის თავში რაც ეწერა, ის ხო წევიკითხე და მაშინათვე უკან მევიტოვე, ხომ კი?

ისთე, მაგ ამბის დამწყებს ქე ერგება რამე ჯილდო ალბათ, მარა დაწინაურება კი არა, არამედ ერთი კარქი დაუკანაურება… ფხუუკ!

 
4 Comments

Posted by on April 28, 2009 in იუმორი

 

4 responses to “დიდი ხნის წინ, თუ – დიდი ხნის უკან?

  1. Katieé.Ge

    May 12, 2010 at 6:25 pm

    ვაიმე, რამდენი ვიცინე😀
    თქვენ გაიხარეთ!

     
  2. ბაჩო

    August 18, 2010 at 3:29 pm

    მაგარია🙂 მადლობა
    ვიხარხარე და სამსახურში გიჟი ვეგონე ხალხს…

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: