RSS

რუბიკონი – ჰარმენიტარული დახმარება

27 Apr

გურამა – სულ რუსებს რო უძვრებით, რაცხა ისე გამოდის, რო მთელი თქვენი ცხოვრების მიზანიც ეგ არის. ბარემ სამიზნე დაახატეთ უკან და ეტაკეთ თავით.
თუმცა, სამიზნე რად გინდათ, ისედაც ათიანში ურტყამთ.

რუბიკა – ეე! მაგაზეა ნათქვამი – სხვა სხვის ომში ბერძენიაო…

გურამა – რაიო? ბერძენიო?

რუბიკა – გრეკო, ელი…

გურამა – ვის რეკავ ბიჭო, ისეთი გრეკო…

რუბიკა – ვაჰ! მაბილნითაც აღარა გრეკო?

გურამა – ა, კიდო! რა გრეკო აგიტყდა?

რუბიკა – ელ–გრეკო, რაღა, ხუდოჟნიკი როა…

გურამა – რა ხუდოჟნიკი, კაცო, შენ გამომრჩები რაცხას, ისე ვატყობ…

რუბიკა – იი! პასლოვიცა შენ არ გინდა, ინფორმაციაც არ გინდა, კულტურაც არ გინდა, მარტო ფული მსესხე, ფული მსესხე…

ჩემი მტერი იყოს თქვენი იმედზე. ერთი რუსიღა დაგვრჩა და მაგასთანაც ჩორტი მიგდებ.

მაგრამ ხიტრობაში როდის ვრაცი სომეხზე ჯობნებდა. თქვენი იმედი რო აღარა გვქონდა, რუსიც მაგიტომ გამოვაგონეთ, სპეციალნა, რო ნადიოჟნი ვინმე საიუზნიკი გვყავდეს.

გურამა – ე, დეიწყო ისევლე. რაფერც მე ვხვდები, რუსიც თქვენი გამოგონილია, ხომ კი?

ისე, მაგაში არ ტყუით, მგონი. ეგენი ნაციას კი არა, სომხის შეკერილ ჩექმას უფრო გვანან – შეუხედავი, მყრალი და უაზროდ ჭრაჭუნა.

მაგნაირი ხალხის შექმნას მამაზეციერი ნამდვილად არ იკადრებდა, მარა თქვენ რაფრათ იჩალიჩეთ, ის მეინტერესება.

რუბიკა – არა, ღმერთიც კანეშნა თავისი ქნა, მი ნი ს ნულია ნაჩინალი. ადრე იყვნენ რაღაც ნეიტრალნი სლავები, როგორც თითონ ეძახებენ – ნი რიბა, ნი მიასა.

მერე, ჩვენ რაც რომ შეგვეძლო, ალალად დავეხმარეთ…

გურამა – ანუ იხმარეთ…

რუბიკა – პაჩტი, ჰოდა ეგენიც უფრო აზრიანი გახდნენ, ელი.

გურამა – ესე იგი, ჰუმანიტარული დახმარების სახით სპერმას აწვდიდით, ხომ?

რუბიკა – ჰუმანიტარული რა, დედა ტერეზა ვარ? ჩვენი დახმარება უფრო ჰარმენიტარულია, რაც ნიშნამს, რო უკანაც რამე ვიგოდა უნდა ვნახოთ.
მაგიტომ, პირველი პასლოვიცებიც ჩვენ მივეცით – ტი მნე, ია ტებე; ადნა გალავა ხარაშო, პალტარი ლუჩშე და რამე.

გურამა – ესე იგი, ინტელექტუალური პროდუქტითაც ეხმარებოდით…

რუბიკა – აი საღოლ, ჯანა, რა კარგათა სთქვი. ხანდახან ეგეთი პრიატნი ხარ, რო ლამის ჩემთითონ ფული გსესხო.

ვეხმარებოდით, მა რა. მა მაგათ ცხოვრების ჰაზრი სადა ჰქონდათ, რო.
ნაპრიმერ, თვალი მარგალა ეძახდნენ, მითომ მაგის გლავნი ფუნკცია ეგ არი, რო ხამხამოს.

ტრაკიც სედალიშჩე ეძახდნენ, მითომ მარტო მაგისთვის არი…

ბავშიც კიდე, როგორაც კეთამდნენ, სახელიც ეგრე ეძახებდნენ – იბიონოკი, ელი. მერე ჩვენი პუშკინი ცოტა გაუსწორა, წინიდან ბუკვა დამატა.

ბოლოს კიდე მაგებისთვინ სპეციალნი ტანეციც ვაჩუქეთ. ცოტა გრძელი სახელი კი ქონდა – “სიხარულის დრო მოსულა, ყველა დარდიც – ჩკაა!”
ეგენები კიდე მაგდენი ვერა ხსომეს და ეხლა “ჩიკა–ჩიკა” ეძახებენ.

გურამა – კარგი, გენეტიკა, ქორეოგრაფია და ლიტერატურა გავიარეთ. ახლა ის მიამბე, სიმღერაში თუ გაქვენ რაიმე წვლილი.

რუბიკა – წვრილი კი არა, ძალიანაც მსხვილი. მაგების ზასტოლნი სიმღერა მა ვისია, რომელიც ” ეხ, მაროზ, მაროზ”, სადაც რომ ბედნი იამშჩიკი იბრიდება. სადაც მაგდენი დარდი და ცრემლი, ზნაჩიტ სადაურია?

გურამა – მჯერა, მჯერა. მმმ…ხატვრობა?

რუბიკა – აი, ცავატანემ! ვიცოდი რო ეგაც მკითხებდი და დილითვე სპეციალნა ჯიბეში ეგ წიგნი დავდე. აბა ნახე, აქ რა სწერია – ველიკი რუსსკი ხუდოჟნიკ აივაზოვსკი რადილსა ვ ბედნეი არმიანსკოი სემიე. მაგის მეტი რამე გინდა?

გურამა – რა მინდა და, ერთი ისეთი პოლიტიკოსიც აჩუქეთ, გზა–კვალი რო ოუბურდოს თლათ…

რუბიკა – უჟე ვჩუქეთ, ჯანა, მა ანდრანიკა ვინ არი, მიგრანიანი? ისე, მაინც გირჩევ სტავკა რუსებზე ვქნათ. აბა შეადარე – რუსს–კი და ამერი–კანეც.

გესმის შენა, რუსს კი უთხარიო და ამერიკელი კიდე მალე კანეცი ექნებაო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: