RSS

რუბიკონი – პლატინური სიყვარული

27 Apr

გურამა – რა ცხვიმპირი ჩამოგტირის ამ დილაადრიან, შარიანი კლიენტი ხო არ მოგადგა?

რუბიკა – მიშველე რამე, ჯიგარო–ჯან, თორე მე თუ კანეცი მივეცი, სხვა ვინ წარა–მარ ფული გსესხებს.

გურამა – ოოო, მაგას ჩვენ ვერ დავუშვებთ. რა იყო, ლუსიკამ ხო არ წაგასწრო ეშმაკობაზე?

რუბიკა – ჯერ არა, რადგანაც რომ ჩემი სიყვარული პლატინურია.

გურამა – პლატონური ალბათ, ხომ? რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები…

რუბიკა – იი! შორიდან როგორ დავტკბები, მაგსიგრძე ენა მე საიდან, ხამილიონი ხო არა ვარ. ყველაზე მურტალი ის არის, რო ეგეთი ახლობელი ადამიანი შამყვარდა, რო პაჩტი ინცესტი.

გურამა – ვინა, სიდედრი?

რუბიკა – არა ტო, მაგაზე მაგდენი ვიდარდებდი? ანჟიკა შემყვარდა, ჩემი ბიჭის კლასელის დედა, სეტკის ჩულქებიანი.

გურამა – ოოო, ეგ მართლა ვერ არის კაი ამბავი. ასე ახლობელზე მაგნაირი ამბავი გულშიც არ უნდა გაგევლო, მარა ხომ გაგიგია – სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდესო.

რუბიკა – აი, ცავატანემ! ზნაჩიტ, მოჟნა, და?

გურამა – მოჟნა კი არა, ნუჟნა. მაგ ქალი რო დევინახე, მეც ქე გამაბჟრუალა, მაგრამ მაგნაირ რომანტიკულ ქალს იოლად ვერ დეითრევ.

მაგას ტოლსტოი ექნება წაკითხული. ამიტომ, შენც უნდა გადაავლო თვალი “ანა კარენინას”…

რუბიკა – რას ამბობ, მაგსისქე წიგნის წაკითხვას ისევ მაგსისქე ჩემი სიდედრი მირჩვენიან. რაიმე უფრო მოკლე არ იქნება?

გურამა – ხო, ოღონდ გახსოვდეს – ცოდნა ფულია.

რუბიკა – მაღარიჩი ჩემზეა, ერთი წყვილი მოდნი საპოჟკი.

გურამა – მაშინ აიღე ესენინი, ყველაზე ნაღდია, და მაგის სტილში რამე ლექსი უძღვენი.

რუბიკა – ვიცოდი რო ეგ ეტყოდი და უჟე ვქენი, ოღონდ მაგდენი რუსული სად ვიცი, რო ესენინი. მაგიტომ ისევ ეთიმ გურჯის ამბავში ვქენი.

ლესირ, ახპერ–ჯან:

ვინა მჯობოს შენზე ლექსის ამბავში,
ჩემზე მეტი ვინ დღე და ღამ გწეროსა,
ვისი გული ფერფლამს ტრფობის ხანძარში,
უფრო გრძელი შენ ვინ მოგიძღვნეროსა,
მე რო შენთვინ დუდუკს ჩავაბერანემ,
და ეს კუკლა ლექსიც ავაჟღერანემ,
ტკბილ მუზიკის ჰანგით როცა დავთვრები,
უფრო მეტი ჯიგრით დაგიწერანემ.
ნეუჟელი მაგდენს კიდევ გაუძლებს
შენი გული, ჩემი ცრემლის ყულაბა,
მოდი ტურფავ, ტანჯვილობა მაკმარე,
ერთად ვლოკოთ სიყვარულის მურაბა.
თუ გაშინებს ჩემზედ ჩახუტვილობა,
მზად ვარ ვაბშე გავიპარსო ჯაგარი,
ნეუჟელი მაშინაც არ დადნები
ამ ჩემს გულზე, ვით კუსოჩნი შაქარი…

გურამა – ვახ, შენ გენაცვალე, ეს რა ძალა აქვს სიყვარულს, რო მახათი პეროდ გიქცია. რა მაგრად არის გარითმული…

რუბიკა – გარი–თმული რაღა შუაშია. თუ ჩემი გარიკა თმულია, ზნაჩიტ მე მგამს. მეც ხო მესამე კლასიდან წვერი ვიპარსამ.

მთავარია, რო გაიზრდება, თავზედაც თმული დარჩეს, განა თუ მარტო გულზე, რო ნაშები ჩემსავით არ შეაშინოს.

 

One response to “რუბიკონი – პლატინური სიყვარული

  1. liako

    November 20, 2010 at 2:24 pm

    მაგას ტოლსტოი ექნება წაკითხული. ამიტომ, შენც უნდა გადაავლო თვალი “ანა კარენინას”…

    აბა აქ როგორ არ უნდა გადაიხარხარო…:))))

    გაიხარე კობა ღიმილი არ მშორდება სახეზე რუბიკონი–ს რომ ვკითხულობ

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: