RSS

რუბიკონი – ერთი ტუფლი – ასი წელი

27 Apr

 

გურამა – რუბიკა! მოი აქანე. დეისვენე პაწა. ხო გაგიგია – მუშაობამ ვირი მოკლა, სწავლამ კიდე ლენინიო. აგერ ჩამომიჯექი. შენთან ლაპარიკმა იქნება გამახალისოს ცოტა, თვარა გლახა პახმელია ამყვა.
მოდი, რაიმე ჭკვიანური მითხარი, გონება რო გამომიცოცხლოს, იმფერი.
რუბიკა – აბა რა გითხრა, ჭკვიანი კაცი ვეჩნად იზმენებშია, მარტო დურაკია უვერენი, რო მაგისი აზრი ასპროცენტიანია.
გურამა – დარწმუნებული ხარ?
რუბიკა – ასპროცენტიანი.
გურამა – აბა მარტო დურაკია დარწმუნებულიო?
რუბიკა – აი, ხო ხედამ, მე მუდრი რამე გასწავლებ, შენ კიდე გამოჭერაზე ხარ.
გურამა – მაშინ რამდენიმე მარტივ კითხვაზე მიპასუხე და იქ გამოჩნდება შენი ჭკუა.
რუბიკა – პაჟალსტა, ოღონდ ჟიზნენი ამბავი უნდა იყოს, თორე ვიშჩი მატმატიკა ცოტა მიჭირს.
გურამა – რატო მერე, რით ხარ ამბარცუმიანზე ნაკლები.
რუბიკა – ეგ რომელი, ზვეზდაჩოტი? ჩემთან აღარც ახსენო. იმ დღეს თავი მამჭრა. ბიჭები უბანში ტელევიზორი ერთად ვუცქერდით და ვდრუგ ვრემია იძახის – აკადემიკ ამბარცუმიან აბნარუჟილ ნოვუიუ ჩერნუიუ დირუ…
კოტიკასაც მეტი რა უნდოდა. ეგრევე – ეეე! მე ასტრაფიზიკი მეგონა, ეგ კიდე თურმე რუბიკას ტრაკში იყურება.
გურამა – კარგი. მაშინ მარტივ არითმეტიკაზე შევჩერდეთ. აბა მითხარი, 3 გოგო გირჩევნია გყავდეს თუ ვალი გქონდეს 3 ათასი?
რუბიკა – ორივე, ეხლა ორი მაგდენი გოგო მყამს და ორიც მაგდენი ვალი.
გურამა – კარგიიი. ახლა ნავხოთ ტექნიკაში თუ ერკვევი. ხაჩიკას ზაპაროჟეცის გლუშიტელიდან რატომ გამოდის კუილის სუნი.
რუბიკა – მაგიტომ რომ ეგ გამოაგონა შიგაწვის მარტივი ციკლი: კვება – კუება…
გურამა – ხო–ხო–ხო–ხო! საღოლ.
ახლა ლიტერატურა ვსინჯოთ. მითხარი – რა არის ალეგორია?
რუბიკა – ალერგორია არის, როცა მითომ რქები ბარანზე ამოვიდა, სინამდვილეში კი ეგ არი როზას ქმარი.
გურამი – ბიჯოს! ახლა პოლიტიკაც ნავხოთ. შენ თუ მეტყვი – რამდენი პარტიაა დღეს საქართველოში.
რუბიკა – სინამდვილობაში – რამდენიც კაცი, აფიციალნა – ცოტა ნაკლები.
ისე, ეგ რა დრო დადგა, რა ამბავი პარტიები, ვეღარ გაგებ – ვისი ჩლენი ვისი შტაბშია.
ადრე ვაბშეე ერთი იყო ხოლმე, დანარჩენიც – მაგისი შნირები: კომკავ–შნირი, ცეკავ–შნირი, პროფკავ–შნირი და რამე.
გურამა – ხოხ! შენ პირდაპირ მთავრობაში ყოფილხარ დასასმელი.
რუბიკა – აბა მანდ რა უნდა ვკეთო. სად გინახავს მინისტრი რო ტუფლი პაჩინკაში ძლევდეს. ეგენი სრაზუ ახალი იცმევენ. ჩემი საქმე იმ უბანში არი, სადაც რო ერთი ტუფლი – ასი წელი.

 

One response to “რუბიკონი – ერთი ტუფლი – ასი წელი

  1. გიო

    September 28, 2011 at 10:11 pm

    აუუუF

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: