RSS

რუბიკონი – ბერია და ცაცია

27 Apr

გურამა – რას შეყუყულხარ მთელი დღე ამ ბუტკაში, გარეთ რო ვერ გამოგწიწკნის კაცი. გამოი პაწა ხანს, გეიარ–გამეიარე, თვარა დაკუტდები აწი. ბარემ ანდერძი დეიბარე – ამ ბუტკიანა დამმარხეთ–თქვა…

რუბიკა – ეე! რო იცოდე, ვინ ეს ბუტკა ჩვენი ოჯახზე აჩუქა, შიგ მუზეუმში დადებდი და მაგის წინ ილოცვილებდი.

გურამა – ალბათ მესროპ მაშტოცმა, ხომ?

რუბიკა – რა მაშტოცი, მაშინ ბუტკა სად იყო, თორე დიოგენა რატო ბოჩკაში დაჯდებოდა.

პუჭურა ვიყავი, რო ჩემი პაპიკა ტიგრანა ეგეთი ამბავი მითხრა:

– ჯეელი ბიჭი ვიყავი, რო უსტა ოსეფასთან შაგირდად დავდექი.

ერთი დროც მოვიდა, რო ხაზეინი მეძახის – ახპერ–ჯან, შარში ვართ.
ვიღაცამ ბერიასთვის უთქვამს – ოსეფაზე კარგი საპოგი ვერავინ ჰკერამს, მაგას ზაკაზი მიეცი.

მე კიდე უჟე მაგდენი სადღა შამიძლიან, ისევ შენ უნდა მიშველო. ლავრენტ პავლოვიჩზე ეგეთი ჩექმა უნდა შეკერო, რო სტალინი უთხრას – მაჩუქე, რა.
მეც ხელი ხო არ გავაფუჭებდი, ავდექი და ეგეთი ჩექმა შევკერე, როგორც რომ მონა–ლიზა.

ხაზეინი ნახა, ატრიალებს, სუნამს, სრესამს, იძახის – ვა! მგონი გადავრჩი.
და სადღაც წავიდა.

ერთ სათში კოჟანკებიანებთან ერთად უკან მოდის. ეგ მაშინიდან ჩამოსვეს, მე ჩამსვეს, მივდივართ. ყველა ეგრე ჩუმად არის, მითომ მადამ ტუსოს ვასკავოი ფიგური.

მივედით, ავედით, შევედით, რამე.

იიი! ვხედამ თითონ ლავრენტ პავლოვიჩი თავისი კაბინეტში მიდის–მოდის, თან ჩექმებზე ეგრე უყურებს, როგორც ინტიკვარი რამე.

მერე მოტრიალდა და უჟე მე ეგრე მყურებს, რო მეთქი ეხლა შიშისგან გამეკუინება, ელი, და ჩემი კანეციც ეგ არის.

ეგ კიდე იძახის – ეს რა ხელობა გცოდნია, ბარაქალა შენს მარჯვენას…

მეთქი – მარჯვენას კი არა, მარცხენას, პავლოვიჩ–ჯან, ტყუილი ვერ გეტყვი, მე ხო ლევშა ვარ. თანაც, მე ხო მემარცხენე იდეების ეგრეთივე ერთგული ვარ, როგორც რო ჩემი აიკანუშასი…

არა, რა მალაპარაკებდა. მოკეტე რა, მაგრამ შარი რო შეგიძვრება…

ბერია – რაო! ესე იგი, რასაც აიკანუშას უშვრები, ლენინიზმსაც იგივეს უპირებ?! სატრუ ვ პარაშოკ, კონტრა ნედაბიტაია!

მეთქი – ნუ მესროლებ, პავლოვიჩ–ჯან, თორე ახალი ჩექმა რო მოგინდება, კვდარი როგორ შევკერამ, თორე ჩემი თავი ჯანდაბას…

მაგან კიდე – ეს რა დღეში ვარ, ვეღარ მიხუმრია კაცს. ისე, შენც კაი ჩათლახი ჩანხარ, ამხანაგო ტიგრან, თუმცა შენი ნამუშევარი ჯილდოს იმსახურებს ნამდვილად. კოჩიში სიტყვაშ გაძლევ, შენ შემაწუხარს უჩა დღა გეუთანუ, მაგალითად.

მეთქი – აი, ცავატანემ, ტო–ესწ, სკანი გოლუაფირო. მე მხოლოდ მშრომელი ხალხის მომავალი მაწუხებდა და ისიც უჟე შენსნაირ ნადიოჟნი ხელშია.
ისე, ერთი სობსტვენი ბუტკა თუ მამცემ, მეც უფრო აკტივნი უჩასტია მივიღებ კამუნიზმის მშენებაში, ელი.

მაგაზე ბერია ეგეთი სიცილი დაიწყო, როგორც ოპერნი მეფის–ტუფელი. მეც ფახში ჩავვარდი და ეგრე იქედან ავითესე, აღარც მახსომს.

უბანში რო მოველი, სახლის წინ უჟე ეს ბუტკა იდგა, იქაც ერთი კოჟანკიანი. მაგან თვალი ჩამიკრა და კლუჩიც მომცა, ფულიც და ლენინის წიგნი “მემარცხენეობის საყმაწვილო სენი”, ზედაც ბერიას პოჩერკით წარწრა “ამხანაგო ტიგრან, ენთაურ ვორცოვ დუ ეს, წაღკესნუმემ მერ რევალუცია”.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: