RSS

რუბიკონი – ბალეტი, ვალეტი, გალეტი

27 Apr

გურამა – რუბიკა, რა მითხარი, და მთელი დუნია რო გაქთ შემოწოწიალებული, ერთ ალაგას რატო ვერ ეტევით?

რუბიკა – ეგ ხო ზოგადად ძველი ნაციების ბედია. განა ჩვენ დავდივართ, ნაბაროტ, იმდენი ხანი ერთგან ვართ, რო თითონ მიწა დადის და შენც ხან აქა ხარ, ხანაც იქა, რაც რომ არის კონტინენტების დრეიფი.

აი, შენც ხო ხედამ, რო ადრე თუ მთელი ინდიისკი აკეანი ჩვენი იყო, თავისი ჟემჩუგებით და რამე, დღეს მაგისგან სევანიღა დაგვრჩა.

მაგრამ ნიჩევო, ეხლა ტიხი აკეანისკენ დრეიფი მიდის და ეგაც ჩვენი გახდება.
ვაბშეე ძველად კიდე, როცა ჯერ კაციც არა სერბობდა, ჩვენ ანტარქტიდაში ვიყავით, დაჟე ადაპტაცია ვქენით, როგორც პინგვინი, და მაგიტომ ეგრეთი გავხდით, მაგრამ მერე დიდი გამყლინვარება დაიწყო და აქეთ წამოვედით.

საუბარს შემოესწრო რუსაპეტა ელიჩკა – ოო! ანტრაქტიდი, ანტრაქტიდი, მაგ სიტყვამ ჩემი სიჭაბუკიანე გამახსენა. პირველი სვიდანია ხო მეც ანტრაქტიდში მქონდა.

გურამა – ანტარქტიდაში რაღა ჯანდაბის სნაკვი გინდოდა?

ელიჩკა – ანტარქტიდა კი არა, ან–ტრაქ–ტიდი, აი, ოპერაში რო პერერივია. მახსოვს, მაშვინ მანდ პიკვიკის ქალი გადიოდა, ჩაიკოვსკის ბალეტი.

რუბიკა – იი! სად ჩაის კოვზი, სად ბალეტი. ალბათ უნდა გეთქვა გალეტი, პეჩენია, რაღა…

გურამა – უი, რა კაი ლექსი გამევიდა: პიკის დამა – ელენე, მისი ნაშაც – ვალეტი, ვის ახსოვდა ბალეტი, ახრამუნეს გალეტი.

ელიჩკა – შენ იცინი და მე კიდე ახალგაზრდობაში სანდრა ბოლოკივით ლამაზი ვიყავი, აი იმისა, სპიდში რო თამაშობს.

რუბიკა – იი! რა სპიდი, იქით მიდი, არაფერი გადამედოს.

გურამა – შენნაირ შავს და მურთხს უარესი რაღა უნდა გადაგედოს.

რუბიკა – შენსნაირ ბეზცვეტნის ისევ შავი არა სჯობიან?

გურამა – შენი ცვეტი ცვეტია და ჩემი არა?

რუბიკა – აბა ეგ შენი ცვეტი რა ცვეტია, პრასტინაზე რო დაგდო, ცოლი ვერ გიპოვნებს, ეგეთი მასკიროვკა.

ჩვენ კიდე არც ეგრე შავი, როგორც რო შენ ატრაკამ. ვისთვის შავი, ვისთვისაც ნააბაროტ…

ნაპრიმერ, ესესერი რო გათავდა, ჩვენი ბიჭები მოსკოვში საქმე დაკარგეს და ერთი მოიფიქრა – დავაი, მოზამბიკში წავიდეთ და იქ მაგების ოპერაში “ლებედინი ოზერა” ვცეკვოთ.

წავიდნენ და ეგრევე უკან გამააგდეს, და იცი რატო?

გურამა – რა რატო, იმ ქათქათა შხვართი ბალერინების მაგივრად ბანჯგვლიან პაყვებს რო ნახავდენ, ან ცოცხალი რისთვინ გამოუშვეს საერთოდ.

რუბიკა – ბიშტი შენა, ვერ გამააცნე. მაგდენი ხალხი მოვიდა, მთელი სათი ოპრის წინიდან ლოდებდა. თანაც ეგენი რა იციან, მაგაში ქალია თუ კაცი.
პროსტა, მაგათი პრესა სწერამდა, რო – ეგეთი რასისტების ტრუპა აქ ჩამოვიდა, სპეციალნა ეგეთი თეთრი ხალხი, რო ანახონ, ჩვენ როგორი შავი…

ისე კი რა მნიშვნელი აქს. რა, შავი ბუიოლისგან ისევ თეთრი მაწონი არ გამოდის?

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: