RSS

რუბიკა – ციმერმანის ტესტი

27 Apr

 

გურამა – ოღონდ ეხლა არ მითხრა რიჩარდ ლომგულიც სომეხიაო, თვარა ნამდვილად გამძვრება სული და მასეც გასამართლდები, წინასწარგანზრახვით მკვლელობისთვის.

რუბიკა – იი! რა იოლად იძახი! ეგ რო ეგრე იოლი იყოს… აბა ეგეთ კაცზე როგორ უარი უნდა სთქვა. მაგას ხო რკინის ნერვები უნდა.

ჩვენ კიდე სადღა ეგ ნერვები გვაქს, თქვენს ხელში. მე რო არა ვთქვა და შენ რო დაასწრო, მერე ხო ჩვენი თავი უნდა მოვაკლათ, როგორც რომ ხარაკირიანი?

გურამა – აწი რაღა აზრი აქვს დასწრებას. იმ დღეს წავიკითხე, ვიღაც პროფესორი ციმერმანი აცხადებდა – ანალიტიკური ტესტირების პროგრამა შევქმენი და დღეიდან ზუსტად შეგვეძლება განვსაზღვროთ, ვინ რა ნაციის წარმომადგენელიაოო.

რუბიკა (ლუღლუღით) – ვაიჰ…

გურამა – ჰოდა, შოუტანიათ მაგ კომპიუტერში მოცარტის შემოქმედება და იმას დოუწერია – ვაბშე წვეთი სისხლი არ ურევია სომხისო.

რუბიკა (კვნესით) – ვაააიჰ!

გურამა – ჰოდააა, მერე შოუტანიათ კიდო ჰეგელი და მაგაზეც იგივე გამოუწერია.

რუბიკა (ყმუილით) – ვააააააიიჰ!

გურამა – ჰოდაა, იმას ვამბობდი, რომეე, კნუტ ჰამსუნიო…

რუბიკა (ბღავილით) – ვააააააააააააიიიიიიჰ!

გურამა – მერმე კიდოო… ისე, ახლა პახმელიაზე გამოსასვლელი ფული რო მქონდეს, ამდენს ხო აღარ ვიქაქანებდი… და ფრანგ მხატვრებს ხო აღარ ჩამოვთვლიდი…

რუბიკა – იიი! მერე თავიდან ეგრე გეთქვა, შე ბეიმურაზო, შენა. რასა მკლამდი, ტო! აჰა, ხუთი ლარი ხო გეყოფა…

გურამა – მართლა, კინაღამ გამომრჩა – არც რენუარი ყოფილა სომეხი და დაჟე არც ტულუზ–ლოტრეკიო…

რუბიკა – ჰო, კარგი, კარგი, თუმანი იყოს!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: