RSS

რუბიკონი – სიბრძნე სუფსიდირებისა

27 Apr

 

გურამა – რუბიკა, ამდენს რო დაბორიალობთ, თუ იცით თქვენი ძირი სად არი.

რუბიკა – რუსთავში. მანდ ხო ვ ძევიტნაცატი ვეკ პაჩწი სულ ჩვენები ცხოვრობდნენ.


გურამა – ეე! ეე! ნუ გააჯაზე! მაგ დროს რუსთავი არ არსებობდა!

რუბიკა – იიი! თუ რუსთავი არა სერბობდა, მა რუსთაველი როგორღა სერბობდა?

გურამა – მაგას შენ ვერ გაიგებ და შენ საქმეს მიხედე, ჯობია.

რუბიკა – თქვენ რო კითხო, ვაბშეე სომეხები არა ვსერბობთ, მაგრამ ეგრე სად არი. მა ვინცა ვართ, ეგენი ვინა ვართ და თუ არა ვართ, მა რა ვართ, რადგანაც რომ ხომ ან ვართ, ან არ ვართ.

გურამა – არა, მე არ ვიძახი, რო არ ხართ, მარა ხალხი კი არა, მგონი ჩვენი გლახა სიზმარი ხართ.

რუბიკა – მაშ სიზმარშიც შავი ვარ არა? საღოლ შენა. ერთი თან ეგ უთხარი – როგორ შაგიძლიან, რო სობსტვენი ნაჩნოი კაშმართან თავისი ფეხებით მიხვიდე და უთხრა – ერთი ხუთი თუმანი მსესხე რა.

გურამა – აბა ყვავს კაკალი მაინც არ უნდა გააგდებიო?

რუბიკა – იი! ეგეთი განა რა დაგიშავე. ერთი შენნაირი შარშან ავარიაში რო დამარტყა, უჟე ერთი კაკალი გამაგდებინა, ეხლა შენ მეორე ართმემ.
მა მე რაღა ვჰქნა, ბალეტში წავიდე?

გურამა – ბალეტში ვინ მიგიშობს ბიჭო, ჯერ გობლინებზე ბალეტი არ დადგმულა და სხვაფრივ, შენი ფიგურის პატრონს იქ კასაშიც არ დააჯენენ.

რუბიკა – იცინე, იცინე, თითქოს შენი ვალი აქეთ მე მქონდეს. გობლინიც მე, ყვავიც მე. ერთი შენი პასლოვიციც ვიცი ყვავზე – ყვავს რა ჰქონდა, რო ბუს გაჰქონდაო.

გურამა – მე ბუ ვარ?!

რუბიკა – იიი! მა მე ყვავი?

გურამა – ნუ შემჭამე ამ ორი კაპიკის გულისთვის. ბევრს თუ გაახურებ, საერთოდ აღარ გესესხები, იცოდე.

რუბიკა – აი. ჩემი დარდიც ეგ იყოს, თუ აღარ ისესხამ, ოღონდ, რაც უკვე გსესხე, ის ვალი სად არი?

გურამა – ცოტა განათლდი და გეიხედ–გამეიხედე. სულ ვალს რო გაიძახი, დეინახსოვრე, რო ეგ არის სუფსიდია.

რუბიკა – განა არ ვიცი, რო სუ ფსიდია და სუ გკიდია, მაგრამ რა გიყო. შენი ამბავი რო ვიცი, რო იშოვნი, ვალიც უკან მომცემ და უფრო მეტიც.

გურამა – მასთე ვიზამ ნამდვილად. (ღიღინებს) დღეს აქანე ვიქეიფებ, ხვალეც იქინეეოო, ზეგეც ვინცხა დამპაიჟებს, მისი ჭირრრიმეეოო.

.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: