RSS

რუბიკონი – როგორც ბუშტი ბერდება

26 Apr

 

გურამა – რუბიკ, შტეპსელი დამიყენე რა.
რუბიკა – შენთითოს რასაც გინდა, ეგეთი შტეპსელი იყიდე, ვეჩერამ მოვალ და ჩაგმაზავ.
გურამა – ეე! ბიჭო, აზრზე მოდი, თორე იმისთანას ჩაგმაზავ…
რუბიკა – იი! თუ ჩამაზვა იცი, მე რაღაზე აწვალებ?
გურამა – კაი, ხო, ნუ იბუტები, წამო თითო ლუდი დავარტყათ.
რუბიკა – არ მინდა, რო ვსვამ, მალე ვბერდები.
გურამა – რა გაბერებს?
რუბიკა – ვაჰ! ქართული არ იცი? ან ბუშტი არ გაგიბერია? მუცელიც ეგრე ლუდისგან ბერდება.

 

რუკები თუ თარგები

 

გურამა – რუბიკა, იცოდი, რომ ვორკუტა სომხების და ქართველების პატივსაცემად ჰქვია?
რუბიკა – ნაღდად? საიდან იცი?
გურამა – რა საიდან, დააკვირდი – ვორ–კუტა, ანუ, პირველი ნაწილი სომხურია, მეორე – ქართული.
რუბიკა – ეე! აბა ეგეთები არ უნდა, თორე მეც რამე გითხრამ.
გურამა – მიდი აბა!
რუბიკა – ნაპრიმერ, არმავირი. ზნაჩიტ არამა – ვირი.
გურამა – მერე ეგ რაში გაწყობს?
რუბიკა – მაშინ იაკუტია…
გურამა – ოო, ახლა კი მგონი საშენო იპოვნე რაცხა.
რუბიკა – იიეე! რას გადმომეკიდე! არ ვიცი ეგ შენი გეოგრაფია. ჩვენი მასწაებელი მაგ უროკზე ვიკროიკების კეთვა გვასწავლებდა და სწორეც იყო. აბა უთხარი, შენ მაგენების ცოდნამ რა მოგცა. მე კიდე მაგ ვიკროიკებით ოჯახი პური ვაჭმემ.
ამ დროს მათ წინ ჩაიარა ფრიად სხეულგანვითარებულმა ლუდმილამ.
– ვაჰ–მე! ერთი ამას ნახე, რა დარდანელები აქვს! – ნერწყვი ძლივს გადაყლაპა რუბიკამ და გაიხარა, რომ გეოგრაფიის მწირი ცოდნა როგორც იქნა გამოიყენა მეტნაკლები სიზუსტით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: