RSS

რუბიკონი – პროფესიის არჩევანი

26 Apr

 

გურამა – ეჰ, ჩემო რუბიკ, რა დღეშია ნასტავლი ხალხი. ლუკმა ენატრებათ.
იმ დღეს ნაცნობი მწერალი შემხვდა, ჯავრობდა – ოჯახი როგორ ვარჩინო, წიგნის გამოცემა ისე გაძვირდა, რო გასავალი მეტი მქონდა, ვიდრე შემოსავალიო. შიშით მეორე ბოვში ვერ გაგვიჩენიაო.
რუბიკა – ვა, ეგეთი უმნი ხალხი რატო პრასტოი არიტმეტიკა ვერ ესმით. ოჯახი რო არჩინო, ეგეთი საქმე უნდა კეთო, სადაც გასავალზე მეტი – შემოსავალი.
ბავშის გაჩენას კიდე გამოცემა კი არა, მაგის ნააბაროტ რამე უნდა.
ჩემი პრა–პაპიკა ვარდკესა რო მაგასავით წარამარ მარტო წიგნები ეცა, ეხლა ხო მე ვააბრაჟენიაშიც არ ვიქნებოდი.
გურამა – აბა რა მოხელე–ნაჩალნიკი გყავდა ეგ ვარდკესა?
რუბიკა – მაგას პერვი მირავოის დროს დიდი ავიაციონნი ბიზნესი ქონდა.
გურამა – ჰეე! ნუ გაუბერე. რა ავიაციონნი ბიზნესი, მესერშმიტი იყო თუ სიკორსკი.
რუბიკა – რატო სიკორსკი, ჩემსავით შაშლიკიანი იყო.
ერთხელ, ფრონტის ახლოს საპონი ყიდებდა და ვდრუგ მაგასთან სბიტი კუკურუზნიკი დავარდა. ქვემოდან სკვაზნოი პულევოი დირკა ქონდა და ლოჩიკიც მაგისგან ტრაკში დაჭრილი.
ვარდკესაც ეგრევე ხიტრი ბიზნეს–იდეა – სრაზუ მთელი პარტია ჩუგუნნი სკავარადკები იყიდა და მერე ძვირად ლოჩიკებზე ყიდებდა, რო ეგენი სიდენიის ტრაკის ქვეშიდან დადონ.
ომი რო მორჩა, ბლომად მაყუთიც ჩამაიტანა, მაგრამ რად გინდა, ბერია უთხრა – ეწი ძენგი ნამ ნუჟნეე, ეკსპოპრიაციაცია და რამე.
ეგეც მაგიტომ ბოინში სამუშაოდ წავიდა და იქაც ეგეთი მასტერი გახდა, რო ჯეკ მფატრაშიტელი ეძახდნენ.
ჩემი პაპიკაც კიდე ადრე ხო ლომბარდში ზიოდა. აკურატნი სამუშაო და ფულიც ნიჩევო.
ერთი დღესაც ვიტრინიდან ქუჩაში უცქერამს და იძახის:
– ვაა! უჟე სტო! ვაა, უჟე სტო სოროკ!
ხაზეინიც კითხებს – რაებს იძახი აშოტ?
პაპიკაც – რა და იქ რო სერიკა მაროჟნი ყიდებს, ორ სათში სტო სოროკ შტუკ მაროჟნი გაყიდა, თითოზე შაური ხო დარჩა. მე კიდე დილიდან აქა ვზივარ, ჯერ მაგის ნახევარიც არ მიშოვნია.
მაგის მერე ჩემი პაპიკაც მაროჟნი ყიდებდა და სამი ვაშკაცნები ეგრე გაგვზარდა.
ჩემი უფროსი ძმა ვართანი პრა–პაპიკას ხელობაშია, სრედნი ძმა ჰარუტა პაპიკივით მაროჟნი ყიდებს.
მეც რაღასა ვზამდი, რო მაგების კანკურენცია არა ვქნა, ავდექი და ტუფლი ვკერამ.
აი ეგ არი საქმე. განა თუ მუქთა ლექსები სწერო.
გურამა – ბრავო, რუბიკ! ეგ ლექცია უნივერსიტეტში უნდა წაგაკითხო.
ისე, სანამდი შენ ბჟუტურობდი, არც მე ვიყავი უსაქმოდ. ნახე შენზე რა მაგარი ლექსი დავწერე:
იმდენი აქვს ხელთა თმანი, არ სჭირდება ხელთათმანი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: