RSS

რუბიკონი – კლეროზი

26 Apr

რუბიკა – საწყალი არტუშა, როგორ სიბერემ გააფუჭა. იმ დღეს მითხრა – კლიროზი რა მურტალი ყოფილა, ყველაფერი ერთანეთში ვურემ, როგორც აჯაფსანდალნი მურაბა.
არადა, ეგეთი ნაკითხი კაცი უბანში ორი არ იყო.
გურამა – რა ნაკითხი, მაგის ხელში წიგნი არ მინახია.
რუბიკა – წიგნი რა შვაშია, ეგეთ ადგილზე ბუტკა ედგა, რო ყველა მაგას ყველაფერი კითხავდა:
– ველიამინოვზე როგორ გავიდეეე?
– ზაგსი სად გადმოვიდაააა?
– სპეკულანტი ჟანა სად ცხოვროოობს?
– როზას ქმარი უჟე წავიდაააა? და კიდე რამდენი რამე.
ხოდა, რაც რომ ეგ სკლიროზი მოუვიდა, მთელი უბნის ტრაკის ტვინი წაღო.
ერთხელ უბანში დიდი შუხური ატყდა, რაზბორკები და რამე, რადგანაც რო არტუშა თქვა – ეს ჩვენი მარშალი ბაგრამიანი რამხელა ბეიმურაზი ვინმეა.
ვეტერან ვაინი არტემ ივანიჩი წინაღამ ინფარქტი დაურტყა,
ჩვენც როდის აზრზე მოვედით, რო თურმე ამბობს – ბუმბერაზი.
მერე კიდე გოგიას უთხრა – ფერენცვაროში გილოცამთ! გოგიაც გაგიჟდა – რა უნგრეთის ბალეშჩიკი მე მნახე?
ეგ კიდე თურმე უნდა თქვას – ფერისცვალება გილოცამთ.
ერთხელაც კიდე კრავატში თავისი რიფსიკა კითხამს – არტუშ, ცავატანემ, ამ ღამით როგორ ეგრე მაგრა შეგიყვარდი, უჟე ხუთჯერ იყო, რატო აღარ ჩერდები?
ეგეც – ვაი, ცავატანემ, მოი პრაკლიატი კლიროზ. უბრალოდ დუმებში წავედი, ზადუმალსია ელი.
ერთხელაც, რიფსიკა, როგორც ეს საწყალი კურდღელი, რო ძრიელ ავად გაუხდა, იძახდა – ანალიზები აჩვენა, რო მაგისი სისხში ეგენებია, აი, კროლიკი რო უყვარს – კაპუსტაკოკი, ელი.
იმ დღეს ბიჭები უბანში კინოები იხსენებენ.
არტუშაც იძახის – როგორ მაგრა ის კინო მიყვარს – “წითელი მძახალი”.
– ეგ რა, ბოლშევიკებზეა?
– არა, ტო, უგალოვნიკებზე, “კალინა კრასნაია” ელი.
ხოლო როცა ეგა თქვა, რო კამოს საყვარელი აჭარული ხაჭაპური – აჯმა–მაკარინა, არტემ ივანიჩი ვეღარ მოათმინა და ყვირა – შენ ჩათლახო, რატო სულ ჩვენებზე ეგეთი რამეები იძახი, როგორც ვრაცების შპიონი!
ეგ კიდე – შენ ვიზე ელაპარაკები, ჩემი ორივე ბიჭი მოსკოვში ინსტიტუტი გათავა. ერთი არქიპოლოგი, მეორეც ანთროტექტორი.
ბოლო–ბოლო ხალხიც ცოტა აზრზე მოვიდა და უჟე მაგისი ლაპარაკი გაგო.
როცა ეგ თქვა – ცოტა ასტაროჟნა იყავით, ქალაქში ეგეთი ბავშის ზარაზა დადის, როგორც რო ბარაშკის ცელქობა.
ჟანაც ეგრევე გაგო – ეგ რომელი, ქუნთრუშა?
არტუშა – ჰო. ბავშობაში მეცა მქონდა ჰავანაგილა, აი, მურტალი ხველება რო იცის.
თურმე მბობს – ყივანახველა.
ერთხელაც ბავშები ეძახის – გინდა გითხრამთ ქართული სკაზკა როა – ცალკვერცხა…
ბავშებიც – ეგ რომელი, ნახევარქათამა?
ეგაც – ხარაშო, მაშინ იმისი ამბავი, ჯუნგლებში რო პუჭურა ბიჭი გოგლი–მოგლი რქვოდა…
ბავშები – მაუგლი ელი?
არტუშა – ჰო, მანდაც დიდი ზანგი კატა ხო გახსოვთ, მაუგლის ძმაკაცი – კანატკა
ბავშები – რა კანატკა, ბაგირა ელი.
არტუშა – მაშინ ბურატინის ამბავი გითხრამთ. იქ რო დიდი ჩორნი ბარადა კაცია, კარაბახ–ბარაბახი, ეგ ჩვენი ეჯმიაწინიდან არის.
ბავშები – გაუშვი რა! შენი ბურატინი ვიღას უნდა, წადი ტოლი ვინმე ნახე…
არტუშა – თქვენ კიდე, რამდენიც უნდა გარი პოტერი, ვზროსლის პატივის ცემინება მაინც პირველია ბალიკ–ჯან.
ბავშები – ეგ რაღაა?
არტუშა – რა და, ყოველ დილას მამიკა–პაპიკა უნდა უთხრა – დილა მშვიდობაში, ღამე კიდე – ღრძილი ნებისა.

 

One response to “რუბიკონი – კლეროზი

  1. Natia Anastasiadu-Maisuradze

    November 27, 2013 at 5:16 pm

    ჰავანაგილა))))))))

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: