RSS

რუბიკონი – დიდი ჯოხი

26 Apr

დიდი ჯოხი

ეგ დებილ–ნახევრიანი ნემცები მუზიკაზე ვაბშეე აზრზეც არ არიან.
მარტო რაზ–დვა–ტრი, რაზ–დვა–ტრი – ეგეთი პრიმიტივნი ტანცები და რამე.
მაგიტომაც ერთხელაც მაგების იმპერატური ბრძანა – წადით და ემსათში კარაიანი აქ მოიტანეთ, ბლომად მაყუთი მიეცით, კაი ასობნიაკი, დაჩა, მაჩა და რამე, ოღონდ ჩვენი დამკვრელებზე მუზიკა ასწავლოს.
თანაც მაგის გვარზე წინიდან ფონ დაუმატეთ, როგორც რო კნიაზი. თითონაც ყმაყოფილი იქნება და სხვებიც ეგონებათ, რო მითომ ნემეცია.
ეგ ხო იცი რომელი კარაიანი?
მაგის პაპიკა მიკოიანის ცეხში გერმეტიკაზე მუშაობდა და ბიჭიც მაგიტომ გერბერტიკა დაარქვა.
ჰოდა, კარაიანი რო მანდ მივიდა, მთელი მაგების მუზიკანტები ვენსკი კანსერვატორიაში დაუძახა, რო ატბორი ქნას.
უსმენს, გიჟდება, ელი – ვააჰ! ეს ინჩ მაზალო ნაცია, ტო! ყველა გლუხოი, როგორც ბეტხოვენივით.
ბოლო–ბოლო ერთი პოლსოტნია ბოლე–მენე პადხადიაში სასტავი აიყვანა, რო ასწავლოს, ოღონდ რეპეტიცია როცა ატარებდა, ხელში ვეჩნად დიდი ჯოხი, თორე ხო იცი ნემეცი რა ნაგლია. თუ გაუშვი, აქეთ შენზე გატრაკამს.
კარაიანიც ეგ ჯოხი ხან ერთი არტყამს, ხან მეორე – ჰა! მეთქი! გდნე დნემ… და ეგრე, სინამ მუზიკა არ ასწავლა.
არადა, ეგენი ხო წესიერი ინსტრუმენტიც არა ჰქონდათ, არც ქამანჩა, არც დაირა, არც კიდე დუდუკი და რამე. ვაბშეე სტრანნი რამეებზე უკრამდნენ.
ერთი იყო ნიკელიროვანი ზურნა, ფლეიტი, რომელიც დირკა სბოკუ ქონდა და მაგიტომ კრივად უკრამდა.
ერთიც როგორც დიდი ლატუნის უნიტაზი და ზვუკიც ეგეთი, მითომ ბოყინი.
ხოლო რომელიც ტრამბონი, ეგ ვაბშეე პირში ტრუბის შეთხრება–გამოთხრება.
ან ეგ რაღა მუზიკა, რომელიც ორი პოდნოსი ერთმანეთზე არტყამენ.
ჩვენებისგან მარტო ერთი კლარნეტი ქონდათ.
მერე, რო ნახა რო უჟე ნიჩევო უკრამენ, ეგეც უჟე დიდი ჯოხი პუჭურაზე გამოსცვალა, მაგრამ შიში ხო იცი რა მურტალია. მუზიკანტები ეგრე მაგისი დანახვა ეშინოდათ, რო იძახდნენ – აი მამა–ჯან! დიდი ჯოხი მოდის! ოღონდ მაგების კრივოი ენისგან ეგრე ისმოდა – ო, მაინ გოდ! დირი–ჟორი!

 

One response to “რუბიკონი – დიდი ჯოხი

  1. ის...

    June 30, 2009 at 8:43 pm

    აი ყოჩაააააღ!😀😀😀

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: