RSS

რუბიკონი – გრამატიკული ტამპექსი

26 Apr

 

გურამა – ბიჭო, რუბიკა, თუ თბილისში ოდითგან ცხოვრობდით, რატო ქართულად ვერ ლაპარიკობთ?
რუბიკა – იი! ვრაცები ნახე როგორი ნაგლი. ეგ ხო ნააბაროტ არი – თუ მე ოდითგან აქა ვარ, შენ კიდე გუშინ სამტრედისიდან აქ ჩამოხველი, ზნაჩიტ აქეთ თითონ სომხური ისწავლე, რაღა.
მაგრამ არა, ნა ზლო არა ისწავლებთ.
გურამა – გადაგყვები თან. სომხური კი არა, ფრანგული ვერ ვისწავლე.
რუბიკა – რატო, ეგეც ხო სომხურივით ლამაზი სიტყვებია.
გურამა – რა სიტყვები, ისეთი ქალი მასწავლიდა, რო ვუყურებდი ქართულიც მავიწყდებოდა.
რუბიკა – მა ჩემგან რაღა გინდა, ჩემსავით რო სუ ჩემი სიდედრი უყურო, ენა კი არა, ანგარიშიც დაგავიწყდება.
თანაც აბა ჩვენ როგორ თქვენი ენას ვისწავლებთ, რომელიც თითონაც წესივრულად არ იცი.
გურამა – ეგ რა, მიზეზია, რო ქართული არ ისწავლო?
რუბიკა – მარტო ეგ რატო. ზრდილობაც ხომ საჭიროა. ერთი თქვენი გრამატიკა ნახე, თუ ვასპიტანი კაცი ეგეთი სიტყვები თქვამს, როგორიც მაგაში წერია. მარტო გინება, ელი.
გურამა – სადა, შე აბდალა, ჩვენ გრამატიკაში?
რუბიკა – მა რაში. გინდაც იქედან დავიწყოთ, რო ბუკვას ასო ეძახით. მერე კიდე – წინდადების წევრები.
გურამა – კი მარა, მაგაში რას ხედავ უზდელურს?
რუბიკა – იი! როგორ? წევრის წინდადება როგორ იქნება? წევრი ხო იგივე ჩლენია. ხო და მაგ წევრის წინ დადება რო ვინმემ გიყოს, მითომ ეგ არი ზრდილობა? თანაც ყველა ჩლენი თავისი სახელი აქვს – ქვე–მდებარე, ზედ სართავი და რამე. იქაც, იტოგში – ქვე–წყობილი.
გურამა – ვა–ხა–ხა–ხა! უ–ხუ–ხუ–ხუ! უუჰ! შენ რა გითხარი. კიდო თუ იცი რამე?
რუბიკა – ეე, ეგენები კიდე რა უშავს, მთავარი ჯერ არ მითქვია, ნაპრიმერ – წინდებული. კიდე ისა, აი ტამპექსივით სახელი რო აქს – შორისდებული. ბარემ უთხარი – უკანდებული.
მერე კიდე ვნებითი გვარი და მიცემითი ბრუნვა, ელი! რა გაცინებს, ეგ რო დედიჩემის ენა იყოს, ჩემთითონაც არ ვიხმარდი, განა თუ სხვებიც დავაძალებდი.
გურამა – ვა–ხა–ხა–ხა! მთელი გრამატიკა არ გადაუბულბულებია?
რუბიკა – მა თქვენს ხელში მეტი რა გზა მაქს. ყური სუ კროლიკივით დაცქვეტებული უნდა მქონდეს. შვილი ხო თქვენი შკოლაში მივეცი.
რო იცოდე საწყალი ბავში რა დღეშია.
გურამა – რა დღეშია? სულმნათი შოთას ენა თუ გასწავლეთ, აქეთ მაღარიჩი არ გაქ კიდო საკისრებელი?
რუბიკა – ჰო, კანეშნა, იმ დღეს ბიჭი თურმე მაგის ლექსები უროკში მისცეს. ეგ რო მაგებს კითხვილობდა, წინაღამ მოვკალი.
გურამა – რა ჭირს რუსთაველს შენი დასაწუნი, შე ცალტვინა…
რუბიკა – იი! აბა თითონ უთხარი, როგორი მოსასმენია – “ეხვეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს გააქარვებდა”.
მეთქი ვინმე დარდიანად არი და წამალზე უნდათ, რო შესვან.
ანდა კიდე – “ამის მეტსა არას გკადრებ, არც მოკლეს და არცა გრძელსა”.
ეს როგორია – “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა”.
ან ეგ რატო ბავში უნდა ასწავლო, “მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდნენ მისა დარად”. გაიგე შენა, რას იძახის? მითომ ტრაკების სასტავში ჩაგსვეს და ეგრე გიყურებდნენ, მითომ შენც ეგეთი.
იმ დღესაც ჩემი ბიჭი კითხამს – პაპიკ, შემეცნება რა არი?
მეთქი – ბალიკ–ჯან, ვინ ეგეთი სიტყვები გასწავლებს? დედიშენის, მამიშენის, ბაბოშენის პირისგან ეგეთი რამე გაგიგია?
თურმე ლიტრატრის მასწაებელი უროკზე კითხებდა – რას ნიშნავს ნათქვამი “შეიცან თავი შენი”. ბავში ალალად კითხა – სადა?
და ეგეც მაგისი ყური ეგრე ზემოთ აუწია, რო ბავში სთხოვა – მეორეც ეგრე მიქენი, რო ბარემ ტოლად იყოს.
აი ეგეთ დღეშია საწყალი. იქით პიდაგოგები სცემენ, აქეთ მე.
არადა რა მაგისი ბრალი. რაც თქვენი გრამატიკში ეგეთები სწერია, ყველაფერზე რო ჩვენი ბავშები ვსცემოთ, სომეხებისგან ცოცხალი ვინღა დარჩება?
ეგ ხო სკრიტი გენაციდია, ელი.
მარტო ერთი რამე თქვენი გრამატიკში მიყვარს – ნარ–თანიანი მრავლობითი. თითქოს ამბობ – ვართანიანები გამრავლდით.
გურამა – კაი, ბატონო. ნამდვილად დამარწმუნე, რომ მე უნდა ვისწავლო სომხური.
აქვე, ამწუთას ვიწყებ სწავლას. აბა, მითხარი, როგორ ჟღერს თქვენებურად წვიმა.
რუბიკა – ანძრევ!
გურამა – ი! ვინა ბიჭო! შენ ალაოდ ხო არ ხარ?
რუბიკა – იი! პივას კარგად ცეცხლამ და ალაო არ გიყვარს?
გურამა – კაი, ახლა ეს მითხარი – თქვენებურად გოგოს სიყვარული როგორ უნდა აუხსნა. მაგალითად, შენს როგორ უთხარი ეს შენს სირანას.
რუბიკა – სირუნ სირან, სირუმემ.
გურამა – აუუუუუჰ!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: