RSS

რუბიკონი – ბისმარკის დედა

26 Apr

 

ეგ გურამა ჩერეზჩურ ლუპუსტაკი ვინმეა, ელი. რაც ეგ იმ დღეს საქციელი ქნა, ეგეთი ხუმრობა სროკით უნდა საჯავდნენ.
ეზოში გიჟსავით მოვარდა, ხელში დიდი ვრაცული გაზეთი უჭირამს – “ასავალ–დასავალი”.
ისე, ჯერ ეგ გაზეთის სახელზე დააკვირდი – “ასავალ–დასავალი”!
ეგ ხო ჩისტა გრუზინსკი პადხოდია, ელი. ვეჩნად ვერტიკალნი სტრემლენიები – აღმაფრენა, უშბა, მეცხრე ცა და რამე.
არ გეშინიათ ტო? რა, ისაკა ნიუტონი გრავიტაცის ზაკონი მარტო ჩვენზე მოაგონა?
არ ჯობია რამე უფრო ბეზაპასნი, გარიზანტალნი ვარიანტი? ნაპრიმერ – შემოსავალ–გასავალი…
ხოდა მაგას ვამბობდი, მორბის და იძახის – ვაი ჩვენს თავს, ქართველებო! რა გაუძლებს აწი სომხების ტრაბახს! ვაი! ვუი! და რამე…
ჩვენც, მთელი ეზოს სომეხები, იასნია უჟე მანდა ვართ და ვკითხამთ – რაშია საქმი?
ეგეც, მითომ ცუდად არი – ჯერ სული მომათქმევიეთ, დამალევიეთ რამე…
ჟანა წყალი მოტანა, მაგრამ გურამა ეგრე კოსად შეხედა, რო ვართანა სრაზუ ჩეხური პივა გასხნა. გურამაც ჯერ ნახა რა მისცეს, მერე დალია, ერთი დიდი ბოყიც ქნა და მბობს: – რაშია საქმე და აგერ წერია ბისმარკის დედა სომეხი იყოვო. თან გერმანელი ამტკიცებს, თორე სომხისას რას დევიჯერებდი…
მაგის თქმაზე პირველი მე ავახტი და ეგ გაზეთი პრიჟოკში ავიღე, მაგრამ სინამ უკან დავახტი, აზრზე მოველი, რო ქართული ბუკვები ვერ ვიცი და ეგრევე ჟანას მივეცი.
ჟანაზე სრაზუ ეგეთი კრუგი გაკეთდა, როგორც ბედუინები კალოდეცთან.
ხოდა, სინამ ჩვენ პა ბუკვამ ეგ ადგილი ვძებნებდით, გურამასთვის ბაირამი დადგა, ელი. თითო რამე ყველასგან იხეირა.
ჯერ სადაც ლუდვიგა დამსკი პალტო კერამდა, მანდ მივიდა და ერთი რუკავა ნა ტრი სანტიმეტრა კაროჩე გაკეთა.
მერე ანჟიკას ბანანები და ნორვეგას ესკიმოები მაგდენი ცეცხლა, წინაღამ გასკდა.
მერე ჩემი ბუტკაში შევიდა და გეღამას საპოჟკებზე ბრონზით გაროშკები დაახატა.
ბოლოს კიდე ვარატაზე ცარცით წარწრა გაკეთა – “ბისმარკი არა, კლისმარკი!”
აბა უთხარი, მაგ ხნის კაცი ცოტა ჭკვაში არ უნდა ზიოდეს?
მაგიტომ მე ვამბობ, რო ყველა ქართველი მარტო ერთი გვარი უნდა ატაროს – გიჟიმყრელი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: