RSS

რუბიკონი – ევგენი ანეგიან

25 Apr

ეე, დღე თუ თარსად გათენდა, კრავატიდან რომელიც ფეხი გინდა, პოლზე პირველი დადგი, მაინც მარცხენა.

ეგ დღეც ეგეთი თარსად დაიწყო, ნეტა ეგრევე არაყი დამელია, რო ჯადოსგან დეზინფეკცია.

უჟე დილითვე ჩემი ლოვიკა შკოლიდან მოვიდა – პაპიკ, თუმანი მომე, თორე მაზიანი წავაგე და ბიჭები მცემენ.

მეთქი – რაზე წაგე, შენ დურაკო?

– რაზე და შენ არ ასწავლე, რო სერვანტესი სომეხი. ეგენიც უთხრეს – აბა სადა წერია…

– ხარაშო, ხარაშო, აჰა თუმანი და მეტი აღარა ქნა.

– იი! მა ხო არ შევარჩენ, კიდე თუმანი მომე, რო უკან ეგ ფული მოვაგო.

– ეხლა რა უნა უთხრა?

– რო ფრანგული სიმღერა აზნავური გამოაგონა, შენ არ ამბობდი? …

– არა, არა! ჯანდაბას ეგ თუმანი. ჯობია ეგ უთხარი – დღეს უჩიტელი უროკზე გაგაძახა?

– ხო, და მერე შენ დაგაძახა.

– რატო, შე ყურუმსაღო, უროკი კიდე არ გაკეთე? შენხელა რო ვიყავი, მთელი კაკაო-ყაჩაღი ზეპირად ვიცოდი, თხრობით.

– არა, ეგ თითონ დაიწყო ვა, ჯერ უთხრა – აბა ლოვა, დაასახელე დიდი რუსის პოეტი და მწერალი…

მეთქი – მაშინ რუსული ვაბშეე სად იყო, როცა მესროპი წერვა ასწავლა.

ეგ კიდე – ეხლავე “ევგენი ონეგინი” მოყევი, თორე ხვალ შენი პაპიკა აქ მოვა.

მეც – მოვა, თორე ჩემზე მაგრა არ მოყვეს…

ვდრუგ გამახსენდა, რო ეგ ლექსი ძაძ გურამა სპეციალნა მასწავლებდა და ვამბობ – რუსის პოეტი არი ნეგრი პუშკინი, რომელსაც მოკლეს – რატომ შენ შავი.

მაგან კიდე, სინამ ჩკა, პოემი დაწერა და მაგის სახელი რქვია ევგენი ანეგიან:

მოი ძიაძია, სამიხ ჩესნიხ პრავილ,
ჩერვონი ზოლოტა ზუბი ვსტავილ,
ი ტაკ კრასივა ულიბალსა,
ჩტო უვაჟაც სებია ზასტავილ.

აი ეგრე, სულ სხაპსხუპით უთხარი, ეგ კიდე – ხვალე შენი პაპიკა აქ იყოს.

– ეეე! აბა ეხლა მაგის დრო მაქ, რო ეგ ბებერი დურაკთან რაპარაკში ვხარჯო?
მერე მოვალ, როგორც ვრაცები მბობენ, ხვალაც ამ თვის არი.

– რა ბებერი, ეხლა რუსული ირა ივანოვნა გვასწავლებს, ბლანდინკა…

– ვინაა? აი, მამა-ჯან! ელასტიკები რო ცვამს? ეხლავე მოვდივარ, საქმის გადადებინება რა წესია. როგორც ვრაცები მბობენ, გადადებულში ეშმაკის არი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: