RSS

რუბიკონი – ვირო მადლი

24 Apr

 
მუზა ეგეთი მურტალი რამეა, ან მოვა, ან არა. შაიძლება მთელი ცხოვრება შენ ბუტკაში ზიოდე, ერთხელაც არ მოვა, იეთიმ გურჯთან კიდე სუ იქ იყო, პახმელიაზე ერთად გამოდიოდნენ.

ერთიც ვნახოთ ჩემთვის ვზივარ, ნაბოიკა ვკეთებ და მაგ დროს ეგ მუზაც მოვიდააა.

შეხედავ, მითომ პრასტოი ბალერინა. ჩანთიდან მაგენების სპეციალნი ტუფლები იღებს და ეუნება – რამე რო იყოს, ეგეთი კუანტები ვერ შეკერამ?

მუზაც ეგეთი უნდა. ჩემი თავიც უცბად ეგრე განათა, როგორც რომ ვსპიშკა – არა, რატო ადრე ვერ ვიფიქრე, რო ტანცოვშიკის ტუფლი მალე იხევა.

ზნაჩიტ, სადაც ბლომად ტანცოვშიკია, სულ ჩემი კლიენტურა.

მეც ავდექი და იქ წავედი, სადაც ყველაზე ბესპაშადნა ცეკვამენ. რივერ-დენსი ხო გაგიგია? ხოდა იქა. მიველი – მეთქი რუბიკა მოველი.
– იიი! ეხლა არა თქვა, რო საპოჟნიკი!
– ვაა! როგორ გამოაცანით?
– რა როგორ, ერთი რუბიკა უჟე გვყამს, ჩვენი ტრუპის საპოჟნიკი…

ვაჰ! მეთქი თუ მაგის ტუფლებში ტრუპი ტანცაობას იწყებს, ზნაჩიტ ეგ ეგეთი მასტერი, რო ჩემი ადგილი მანდ არ არი.

ისევ შინ დავბრუნდი და მესტნი ტანცოვშიკებთან წავედი. ეგენებიც კაი ბლომად არიან, ერთი ასი კაცი იქნება და ყველა ერთი გვარი – სუხიშვილები.

რო უთხარი ვინა ვარ, სრაზუ ხუთი პარა საპოგი მომცეს, საწყლები ეგრე იყო ნახმარი, ძირი პაჩწი აღარა ხქონდა.

მეც ავდექი და პატიოსნად ყველაზე ეგეთი სქელი პადმიოტკა-ნაბოიკა გავაკეთე, სიკვდილამდე ვერ გაცვითო, მაგრამ ვირო მადლი. რო ნახეს, მაგრა მეჩხუბეს, თან არ უთხრეს – რატო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: