RSS

რუბიკონი – ფოხთაქება

24 Apr

ეეეე! ქართველებოო! ყველაფერი სტრანნი რო თქვენ უნდა გამოაგონოთ, კანეშნა სერიოზნი საქმეზე დრო აღარა გრჩებათ.

არა, გართობაც კარგია, ელი, მაგრამ ჯერ ხო ცოტა რამე ჯიბეში უნდა დადო, და ცოტაც მუთაქში, ზოგიც ბანკებში.

ოღონდ განა იმ ბანკებში, ქართველები რო გასხნეს, რო მერე შენი ფული თავისი ჯიბეში დადონ, არამედ ნაღდი, კამპოტის კილოიან ბანკებში და მერე სადმე მიწაში, პაგლუბჟე.

შენ კიდე დამჯდარხარ და ჩვენი ისედაც სლოჟნი წუთისოფელი ათასი სისულელობა ამატებ.

თუნდაც აბა ეგ არ არი სისულელობა, რო სწერამთ – ანბანთქება, ხილთაქება და რამე. ეგენები ქება რად უნდა? ასოთი უნდა წერო, ხილით კიდე ვიტამინი იღო და რამე.

თუ ქება გიყვარს, შენც ადექი და ფულთა ქება დაწერე, ანუ, ჩვენებურად – ფოხთაქება. ნაპრიმერ :

***
თუ ჯიბეში ბევრი ფრანკი, რაღათ გინდა სხვისი ბანკი.

***
რაც რომ თვლას დიდხანს ვუნდები, მით უფრო მიყვარს ფუნტები.

***
ევრო, ჩემი ჯიბის წევრო, გამიხარე გული ბევრო.

***
რაც უფრო მეტი დინარი, ოჯახიც ტკბილად მძინარი.

***
იმდენი მინდა ტალერი, ვიხმარო, როგორც შპალერი.

***
მტრების გულზე დიდი შრამი გააკეთებს ჩვენი დრამი.

***
როგორც გალოდნი შაკალი, ეგრე მინდება შეკელი.

***
ჰამაც რუსული რუბლიკი, როგორც მშიერზე ბუბლიკი.

***
რომ იცოდეთ ჩემ ძმებო, როგორ მიყვარს დოლარი,
სულ მაგაზე ვფიქროვნებ, ამდგარი თუ მწოლარი.

***
როცა კურსი არის მყარი, მოგინდება დაჟე ლარი.

***
ლამაზებია ლირები, როგორც მლადენცის კლირები.

***
იმდენი მქონდეს რუპია, რამდენიც განგში ტრუპია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: