RSS

რუბიკონი – ხაბარდაა!

21 Apr

აბა, ხაბარდააა! გზა მიეცით, გლობალიზაცია გალისა, ელიი! თუმცა, ვინ დაპატიჟა, რო? სომეხების პასლოვიცი მბობს – დაუპატიჟო სტუმარი ვერ პოვნებს უვაჟენია. ეგ ნაგლი კიდე მაინც ეგრე გვაწვება, როგორც გალუსტა ანჯიკას უკნიდან გაჭედილ ტრალეიბუსში.

ეხლა “ფოტო-ხაჩიკის” ადგილზე “კოდაკი” სწერამენ, საპოჟნი ბუტკაზე -“სერვის-ცენტრი”.

სახინკლეზეც გვიწერია – “ბიგ-მაკი და პიცერია”.

ყველაზე მაგრა ვართანას გაუმართლა. მარტო ერთი ასოს ხარჯზე პროგრესული გახდა.
მაგის მაღაზიას ადრე “პარკეტი” რქვოდა, ეხლა -“მარკეტი”.

საქმე მანდამდის მივიდა, რო თბილისი წინაღამ დაივიწყა დედიმისის ენა და ინგლისურად ბაზარი დაიწყო. ჩვენი რაფიკაც დადის და იძახის – ჰელო! განა თუ მშობლიური – ბონ ჟურ! მაგაზე იმ დღეს გურამა გვაცინა – რაფო ბაზრობს ინგლისურად, პირი უყარს ნივრის სუნად…

პირზე ყველას ამერიკა აკერია, ზოგსაც კიდე მაიკაზე აწერია!

ქალაქში დაჟე ეგეთი ხმა იყო, მითომ რიფსიკამ, სინამ მაგისი ვარდკესა სროკზე ზიოდა, ნეგრისგან ბავში გაკეთა. ვარდკესა რო დაბრუნდა, კაკრაზ ეგ პუჭურა ნეგრიც გაჩდა. – რად გინდოდა ეგ მალაკასოსი ნეგრი! ჩვენი ცოტა გვყამს!? ნეუჟელი ჩემი ცოლის ხმარება არი მაგათი გუმანიტარნი დახმარება?! – იყვირა სასოწარკვეთილიანმა ვარდკესამ.

რიფსიკაც ხო ზა სლოვამ ვ ფოხან ნე პალეზეტ – რას ამბობ, ვერა ხედამ რა დროა? გაიზრდება და ჩვენი ბავშებსაც ინგლისური ასწავლებსო…

ვაბშეე, იძახიან რო პროგრესი სასარგებლო რამეა, მაგრამ ლიჩნა მე ჯერ ზარალის მეტი რა ვნახე. იმ დღეს ჯორბენალი სტრიქონში ინტიმის ტელეფონი გაიარა. მეც ავიღე და ვრეკე. აბა, რა ვიცოდი, რო მაგაზე ტაქსის სოჩიკი იდგა. თანაც, ორი სათის მერე, ვდრუგ ვიცანი, რო იქიდან მარიეტა სედრაკოვნა მებაზრება, რაფიკას სობსტვენი ტიოშჩა. ვაი, მამაჯაან! სიკვდილამდე რვოტნი პარაშოკის ეკანომია მექნება.

იმ დღესაც კიდე მესმის ორი ბიჭები ნააბაროტ ბაზრობს: – თუ რამე გაგო, ეგრევე მრეკე. – იი ! ყველას რო მე ვრეკო, ეგრე სად არის. თუ კაია თითონ აქეთ მრეკონ. ეგეთი ბაზარი მაშინ წავიდა, უბანში რო მობილური მოვიდა.

არა, ძმაო-ჯან, ძალიან სხვანაირული დრო მოდის. ჩვენს მერე რო პატომსტვა მოვა, აბა ეგ როგორ გაგებს, თუ რას ნიშნამს უბოქლომო კარი, დილაადრიან ვახოს დოლის უპრაჟნენიები, ანდაც წოწ სუსანას სარეცხის თოკზე შავი ლიფჩიკის ეშხი.

ვერავინ გაგებს, როგორ ეტეოდა შალიკოს პუჭურა ოთახში მთელი ეზო, როცა ტელევიზორში “ქეთო და კოტი” ანახებდნენ. ვერავინ გაგებს, რას ნიშნავს საერთო უბორნია შუა ეზოში და ჯეელი გოგოსგან, ეხლა რო თინეიჯორი ეძახიან, შეყვარებულის წინ ჩავლა მანდ შესასვლელად.

თინეიჯორი, მენეჯორი, პეიჯორი, იქაც ანგლისსკი პრემიერი მეიჯორი… აი, გაგიწყალდეთ გული თქვენა.

მააშ…! ეგრე მოშნად პრაგრესი მოდის, როგორც მანთაშოვსკი პარახოდივით. ოღონთ, ეგ არი, რო განა პოლნი ფრონტით მოდის, არამედ რაღაცეებს აბხოდი უკეთებს, როგორც მიშა მესხის ფინტი. ჰამაც თავისივე რამეებსაც ზედ თავზე ახტება.

ნაპრიმერ, აი ეგ მაბილნი ტელეფონი ჩვენი უბანში ეგრე შუსტრად შემოვიდა, რო ჯერ პეიჯორიც არ გვენახა. მარტო ოკოლო ვიცოდით, როგორია, რადგან რომ ეგ ფუნქცია უბანში ჩვენი ვარაზას ვნუკი სურიკა შვრებოდა.

იმ დღესაც ეზოში ბიჭები ნარდი ვთამაშობთ ინგლისურად: – ჰაუ დუი უ დუ, სე ბაი დუ! მაგ დროს ვდრუგ სურიკა მოვარდა: – ძიაძ რაფიკ, დედიშენის ტოლმა მზად არის! – ვაჰ, საღოლ პეიჯორ-ჯან, უთხარი ეს ხელი გავათავებ და მოვალ.
აი, ეგეთი პეიჯორი.

გურამა კიდე ნარდში ჟილკობს, თან ვეჩნად ქვები იპარავს. იცკასაც ნერვები მოეშალა და მბობს – თუ მაგარი ხარ, შახმატი ვითამაშოთ. შახმატში ქვის მოპარვა ძნელია. თანაც ეგ თამაში ქართველი კაცები ვერა თამაშობენ, მსოფლიოს ჩემპიონი ხან ყიურები, ხან ჩვენები, ხანაც პაპალამ.

მაგრამ, რატომღაც გურამა ეგრევე საგლასნი გახდა, თან უთხრა – ჩიპსებიც ჩემზე იყოს.

ეგ ჩიპსებიც მოდაშია, რო ეგრე ძახო, თორე ისე პრასტოი ჟარენი კარტოშკა.

პირველი ხელი რაფიკა და იცკა თამაშობენ, თანაც ჩიპსები თოხლამენ. ეგ ლუპუსტაკი გურამა კიდე თურმე ჩიპსებში კასტორკა ქნა.

უცბათ რაფიკა ტარზანივით კრიკი ქნა და ჩეჩმაში ეგრე შევარდა, როგორც ლუბოვნიკი შკაფში.

გურამაც ეტყვის – ორ წუთში არ გამოხვალ და წაგება ჩაგეთვლება.

რა ორი წუთი, კაპიტალნა მანდა ზის. ეხლა იცკა და გურამა იწყებენ. იცკას ხოდის ოჩერედია, ეგ კიდე ეგეთი თეთრი, როგორც თავისი ფინსკი ხალადილნიკი. ჩეჩმასთან სკრომნა მივა და ვეჟლივა კითხებს – რაფიკ, დროზე გამო რა, დაგენაცვლე, თოკს ხო არა შვრები შე კაი კაცო!

იქიდან კიდე რაზდრაჟონნი რაფიკა – სანამ არა ვქნამ, არ გამოვალ.
– გეყო რა, შე მუდრეგო, ეგ ჩეჩმა პრივატიზირებული ხო არა გაქ. – გოდვილობს იცკა.

რაფო კიდე უპორნად მანდ ზის და წინიდან და უკნიდან უგრაჟაიუშჩი ზვუკები უშვებს.

კიდე კარგი, რო ეგ ჩვენი იცკა თავშემონახული კაცია. ზედ თავისი თინეიჯორობის დროინდელი ბუტილკა შარვალი ცვოდა, ძაძ ტიგრანასთან შეკერილი.

ტიგრანა კიდე ეგეთი ბუტილკა კერამდა, რომელშიც რო ჩეგეჯვა, სახლამდინ მიიტანებდი. იცკასაც კაკრაზ გამაადგაა.

აი, გურამა კიდე მაგაზე ეგრე იცინა, რო ბეზ კასტორკიც კარგად ჩაჯვა…

როგორც ზემოთ უთხარი, ოჯახებში მაბილნი შემოვიდა, უბორნია კიდე ეზოში დარჩა.

ეგ კიდე არაფერი. აი, კაცი რო ვალუტა თვეში ერთხელ ახურდავებს და დღეში კიდე სამჯერა ფსამს, მაშ რატომ ვალუტნი აბმენის ორას ტოჩკაზე ერთი აბშესტვენი უბორნია მოდის?

არც ვინ იცის. ვრაცის ლოგიკა მე კი არა, შახ-აბასი ვერ გაგო და ეგეც პანოსით მოკდა. ასე რო, რაც ახალია, განა ყველაფრისთვის კარი უნდა გაღო. ჩვენი პასლოვიცა ხო იცი – წწრნაქ გალისა, უმენძ წრტი ტალისა, ანუ – მერცხალი მოფრინდა და ბევრი სკლინტიც მოიტანა.

პროგრესი მანდაც თავისი შვრება. ადრე რო ეგ მერცხალი მარტო სკლინტი მოქონდა, ეხლა ზედაც ქათმის გრიპი…

თუმცა, ერთიც არის. ჩვენ პერეკრიოსტოკის ხალხი ვართ. აქ ყველაფერი ეგრე გაივლის, როგორც გაუვლია, ჩვენ კიდე ვრჩებით. ჩვენი კუჭიც უჟე ყველაფერი ინელებს – კასტორკაც, პისტიციდიც და დაჟე კიტრიც, რომელშიც იმდენი ნიტრატი, რო უჟე კიტრი კი არა, კიტრატი.

აბა, მტრების ჯინაზე ერთი სიმღერაცა ვთქვათ. ლექსი ჩემი, სკრიპკა იცკასი, დოლიც ვახოსი. შენ დაუკააა!

უცბად გააქტიურდნენ ყველა ჯურის ბოზები,
აღარ აკმაყოფილებთ სექსი მამა-პაპური,
ახლა დროა ვისწავლოთ დასავლური პოზები,
გავარკვიოთ რა გვინდა, პიცა თუ ხაჭაპური.
ახლებურად ცხოვრება ნუღარ გვეჩოთირება,
აზიატი გოიმის რომ არ გვერქვას სახელი,
ხდება სავალდებულო ტაკოს ტატუირება,
ქვედა ბალანს სჭირდება ცალკე პარიკმახერი.
შეამჩნევდით, სიგლახე რა სწრაფად გვეუფლება,
თუმცა ერთი თვისება დაგვრჩა გაუხუნარი,
ძალზე ფინთი საკვების, ფინთი ხელისუფლების
და თვით ფინთი ეპოქის მონელების უნარი

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: