RSS

რუბიკონი – ჩვენებური არიფანა

21 Apr

ეზოს უცვლელი თამადა არტემა – ადრე ჩვენ, ნამდვილი სომეხები, სულ ქერა თვალებიანები და ცისფერ თმები-ანები-ანი ვიყავით, მერე ქართველები შევერიეთ და ცოტა შავგრემანობა მოგვივიდა.

სერჟანტი (მარგალი კოჩი) – ხოხ! შენ რა პირიქით ლაპარაკობ. ბატარეიკა უკუღმა ხო არ ჩაგიდგეს?

არტემა – შენ ვაბშე გაჩერდი. კაგდა მაიორ გავარიტ, სერჟანტ მალჩიტ. ისე, ერთი არ იქნება გვითხრა – სერჟანტი რაღა სახელია?
სერჟანტი – რა და მამაჩემი ომში ერთმა სომეხმა სერჟანტმა გადაარჩინა, ვაღარშაკა ერქვა. ბაბაიამ – სიკეთე რით გადაგიხადოო და იმან – ბიჭი თუ გეყოლება, ჩემი სახელი დაარქვიო.

ბაბაიამაც ვაღარშაკას დარქმევას სერჟანტი ამჯობინა.

არტემა – ჰოოო. კიდე კაი ეგ ვაღარშაკა სერჟანტი იყო და არა როტნი სტარშინა, თორე ვაბშე გამარჯობა აღარ იკადრებდი.

ისე, შენზე ახია ეგ სახელი, რასაც თქვენ, მეგრელები ხალხი ამწარებთ…

სერჟანტი – რას ბოდიალობ თუ იცი, ჩვენ ვინ გაგვამწარებია?

არტემა – ვა! აბა აჯიკა მე მოვაგონე?

სერჟანტი – ი! თქვენი წიწაკიანი კალბასიც მე მოვიგონე?

არტემა – არა, სად აჯიკა, სად კალბასი? თუმცა, არც თქვენა ხართ დასაკარგვი ხალხი, ბოლო-ბოლო თითქმის სომხები ხართ, ოღომც ასოდაკარგული.

სერჟანტი – ვინ არის ასოდაკარგული, ახლავე გაჩვინებ იცოდე.

არტემა – სუსკაც, მე სხვა რამე ვიძახი. აი, მე ხო აბრამიანი ვარ, შენ აბრამია, ანუ ასოთი ნაკლები. სპორობას კიდევ ის გირჩევნია, ეგ ასო იპოვნო და ისევ უკან მიიკერო.

სერჟანტი – მაგას შენ შური გალაპარიკებს, ადრეც აგრე იყო, სტალინის და ბერიას ჯინაზე ყველა ტროცკისტები იყავით.

არტემა – ვინა ძმაო, ჯერ ერთი იქ მიკოიანები იყვნენ ყველაზე მაგრები, ერთი კრემლის მენეჯმენტში იჯდა, მეორე ისტრიბიტელები აკეთებდა.

ტროცკის გამარჯვება კიდევ თქვენ თითონ სპეციალნად გინდოდათ, რო მერე ჩვენზე გეცინათ.

სერჟანტი – რაზე უნდა გვეცინა?
არტემა – რაზე და მაშინ ხო ლენინაკანი ტრაწაკანი იქნებოდა.

 

 

One response to “რუბიკონი – ჩვენებური არიფანა

  1. გულნარა

    December 4, 2010 at 3:55 pm

    დიდებულიაააააააააა :)))

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: