RSS

რუბიკონი – შპრიცი და კილიმანჯარო

21 Apr

 
მესამე სართულის აივნიდან თოკით ეშვება ბაჩო.
ჟანა – ვაი! ესეც ჩვენი მარფინისტი ბაჩო!
ბაჩო (ხვეწნით) – ხალხო, რით ვერ გაიგეთ, ალპინისტი ვაარ! თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ, შპრიცი და კილიმანჯარო ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევიათ.
რუბიკა – როგორ არა, დაჟე კინო არ მინახამს რო. ისე, ეგ ავა გარნირი რა მაგარი ქალია, არა?
გურამა – ეგ რომელი?
რუბიკა – აი კილიფანჩაროს თოვლებიან მთაში როა იმ ბიჭთან ერთად, სომეხს რო ჰგამს, გრეგორი პეკი, ელი.
გურამა – ვა, მხოლოდ ჰგავს და არ არის?
რუბიკა – იი! არ არის და ტყუილი რატო უნდა ვთქო? ვაბშეე ამბობენ, რო დედისმაგისის გვარი ნიჟარაძეა.

ნაომი, ნატაშა და ფიდელ კასტრო

გურამა ტელევიზორს უყურებს:
– რუბიკ, ერთი აქეთ მოდი, ნახე ნაომის რა ფეხები აქვს.
– ვის რათ უნდა მაგისი შავი ფეხები… ხვალ ერთი კვირით ნატაშა ჩამოდის.
– ეე, დროზე მოდი, ნახე რა მაგარი პორნოგრაფიაა!
რუბიკაც მიირბენს:
– ე, დაიხსომე რა ბოლო-ბოლო, რო პარნაგრაფია არის, როცა თეთრი ქალია ტიტველი. როცა შავი ქალია ტიტველი, ეგ არის ეთნოგრაფია.
ცოტა ხნის შემდეგ:
– ეე! ეხლაც არა თქვა, რო პორნოგრაფია არ არის!
რუბიკა ისევ მიირბენს:
– ეე, თვალში მაზოლი გაქ? რა პარნაგრაფია, ვერა ხედავ ფიდელ კასტრო ბანანი სჭამს.

ეს მომავალი თაობა სექსის ვაბშე არაფერი გაეგებნება. იმდენი ვეძახეთ, თითქოს ბავშვი წერო მოიტანებს, რო ეგენიც იმ საქმეს წერაობა დაარქვეს.
არადა, სუფთა ქართულად წერაობა უროკის დამზადებას ჰქვიან.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: