RSS

რუბიკონი – სად წაიყვან სადაურსა

21 Apr

ჩვენი მუკუჩა ბავშობიდან პურიტანი იყო, მეზობლებისთვინ პური უტანებდა და მაგაში შაური იღებდა. ცოტა ფული რო იშოვნა, ვარანცოვზე, “ბოეცთან” გავიდა და ეგრევე წამალზე შეჯდა.

წამალზე მაგიტომ იჯდა, რო მილიცია არა ნახოს. რა წამალი გინდა, რო მაგის ქვეშიდან არ ედოს – პურგენი, მურგენი, რაც გინდა, გარდა გემაროის სვეჩკებისა, რომელიც პირველსავე კუილზე ეგრევე დნებოდა.

მაგ დროს ომიც დაიწყო. მუკუჩა, როგორც სპეციალისტი, მედსანჩასტის ყარაულად გაუშვეს, მაგრამ იქ მუშაობა ვაბშეე არ იყო, რადგან ეგ დურაკები წამალს ფასი არ დასდეს, მუქთად უნდა გეძლია.

მუკუჩაც ადგა და ისევ წამალზე დაჯდა, რო თავის ქვეშიდან გაყიდოს. მესტნი რუსები ეგრევე ჩაუშვეს და ჩვენი მუკუჩაც შტრაფნოიში გაუშვეს.
შტრაფნოი ნიშნავს, რო მარტო წინ უშვებენ, უკან არა. ეგეც რა ექნა, გარბის, რო სადმე იამა ნახოს, თორემ ისე ისვრიან, ლამის მოარტყეს.

მაგ დროს ბამბაოზებიც მოფრინდნენ, როგორც სარანჩები. ერთი ბომბა მუკუჩას იქვე დავარდა და ეგეთი ხმა ქნა, რო მუკუჩა არიენტაცია დაჰკარგა და სხვაგან გაიქცა. მარტო მეორე დღეს ნახა, რო თურმე ნემცების უკნიდან დარჩა.

ცოტა ხანს იყო ეგრე, მაგრამ ცხოვრება ხო გინდა, პურის ფული, კინოს ფული და რამე. კიდევ კარგი ფოხანში რო ტაინიკია, მაგაში პენიცილინი ედო. იქვე, რაზვალინებში ტაბურეტკა ნახა და ეგრევე წამალზე დაჯდა.

ეგ რო კარგ ფასში გაყიდა, თავისი როზასგანაც პასილკა მიიღო, ერთი პამადიანი წერილი და ოცი პაჩკა პაპიროსი, “კაზბეკი” და “კურორტნი”. ეგენიც გაყიდა, კალბასიც იყიდა-გაყიდა და ვობშემ, ერთ თვეში მაგითი ქალაქის რუბენ-შტურმან-ფიურერიც მაგისი ვალი ქონდა. მუკუჩაც უთხრა – როგორც ძმას, ფული არ მინდა, შნაპსის ცეხი იყოს.

ორივე ბაზარზე მაგის ვიპივკაზე დიდი სპროსი იყო, მარტო ნაკლეიკა ორნაირი. ნემცებისთვის ბოთლი ეწერა “ხაილ გიტლერ”, პარტიზანების – “გიტლერ კაპუტ”. მეორე ნაკლეიკა ცოტა ძვირი ჯდებოდა, რადგან ნემცები არ უბეჭდამდნენ და კიევიდან იღებდა.

ცხოვრება ააწყო, კარგი ასობნიაკიც იყიდა, თავისი როზას ხათრით იქაც როზმარი იშოვნა. ბიჭიც გაკეთა და ნეიტრალნი რამე დაარქვა – ოსეფა. რო ნემცები ეგონებათ მითომ გებელსის გამო, რუსები – მითომ სტალინი.
მაგრამ მაგისი ფიქრები მაინც ვარანცოვზე ფრენამდა.

მუკუჩაც მაგ დროს ცრემლი პლატუკით გაშრობდა და თქვამდა – საქართველოვ, შენ ვინ მოგცემს შვილის დასაკარგავი…

სინამ პირში სული მიდგას, ჩემი ფიქრი შენთან არი,
კავკასიის შვილს რად უნდა საქსონიის მთა და ბარი,
ვარანცოვი მენატრება, კიროჩნი და ჰავლაბარი,
ჩემი გული შენს კასაში დავდე, როგორც ანაბარი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: