RSS

რუბიკონი – რუბიკა და ინტეგრაცია

21 Apr

რუბიკა – ისე რო ვთქვათ, ზოგ-ზოგი ჩვენიანი რო უყვარს გვარი ქართულად გადააკეთოს, ალალიც იყოს, რადგან ჩვენი სამშობლო ხომ საქართველოა ნიკოს ფსიადან დარდუბანდამდე, ოღონდ ჩვენი რაფიკასავით ხომ არ უნდა ვაბშე გააფრინო. თუ სიროპიანი ხარ, შენც ადექი და მესროპიანი გახდი. აბა სად სიროპიანი და სად ლაღიძე…

გურამა – უხ, შე აბდალო, მესროპიანი ისევ სომხური არ არი?

რუბიკა – ვახ, მე ბოდიში. ეგ ვეღარ ვიაზრე. მაშინ რაიმე ისეთი, ვაჟკაცური, აი, ვთქვათ – ომახიანი. იმ დღეს ჩვენი ვარაზა მითხრა – მაღარიჩი შენზეა, ჩემი გვარი ქართულზე გავასწორე, თან პაჩტი მუქთად, რამეთუ ბევრი ჩალიჩი არ დასჭირდა.
– მეთქი როგორ?
– როგორ და პასპარტისტკასთან მიველი, მეთქი – ჩემი სომეხი გვარი დავითიანი ქართულზე გამიცვალე. იმანაც უთხრა – პაჟალსტა, დღეიდან იტყვი, რო სვანი დავითიანი ხარ. მაგაში სულ ორასი დოლარი აიღო.

ზოგი ორჯერ იკეთებს, სპეციალნად, რათა ვინმემ რო კითხოს – ადრე რა გვარი იყავი?…

სერიკა კიდე თითონაც არ იცის, სადაურის ორბელიანია.

ზოგიც გვარი ვაბშე გასწორება არც უნდა. მაგალითად სარიანი ქართულად უფრო აზრიანი გამოდის.

ან კიდე ჩემი ძმაკაცი რო ტარიელ ავთანდილოვიჩ ფრიდონიანი არის, მაგაზე მეტი რაღა უნდა გახდეს, მთელი ვეფხის ტყავსანი ერთად არი.

ვაბშეე, ისიც შესაძლოვანია, რო წინიდან ასო მოაჭრა, რო აზრიანი გახდეს. ნაპრიმერ – გასოიანი ქართულად ვაბშე არაფერი ნიშნავს. ასოს მოაჭრი – გახდება ასოიანი, ხოლო თუ მაგ ასოსაც მოაჭრი – გახდება უსასოო.

ისე გვარის უკნიდანაც შეიძლება ასოს ჩამოფხეკვა.

ერთი ჩემი ძმაკაცს თავისი ძმა უთხრა – თუ გვარი გადააკეთებ, ვაბშე ადამიანი აღარ იქნები.

ისაც – კანეშნა აღარ ვიქნები. ბოლოში სულ ერთი ასო ჩამოვიფხიკამ და ადამია გავხდები.

ისე, ეგ გვარი – ადამიანი, ყველას აბნევს. ხომ გახსომს, თვითონ დიდი ილია რო კითხვილობს – კაცია ადამიანი?

აბა, ეგ რანაირი კითხვაა? კანეშნა ზოგი კაცია, ზოგიც ქალი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: