RSS

რუბიკონი – რაჟდენის დღე

21 Apr

 
დღეს რუბიკა ორმოცდაათისა შესრულდა. ეზოში სუფრა გაიშალა.

რუბიკა – გურამ-ჯან, სადა ხარ ამდენ ხანს, ტოლმა გაცივდა.

გურამა – საცობში გავიჭედე.

რუბიკა – ე, ვინ აშაყირებ, პირიქით რო გეთქვა კიდე ხო. აბა მიირთვი ჩემი ლუსიკას ნახელავი.

– ვაჰ, რა გემრიელია, ოქროს ხელები აქვს შენს ლუსიკას, ოქროს ხელები…

რუბიკა (თავისთვის) – ეეჰ, მე ბარემ ცოტა გრძელი ფეხები მერჩივნა…

– რაო, რას ბურდღუნებ?

– არაფერი ისეთი. რაღაცა მოვიფიქრე და გაზეთში მინდა გავაგზავნო, რუბრიკით “სასარგებლო რჩევები”, ანუ “ბრძნული აზრების სამყაროში”.

– ვაა, ჩვენ არ გაგვიმხელ?

– რაზე არა, ნაპრიმერ ეგეთი – მამაკაცის წინდას იმთავითვე რომ ბუნებრივი სუნი ჰქონდეს, წინა ღამით ცხვრის ყველთან ერთად შეინახეთ.

ამ დროს ჯულიეტას ტორტი შემოაქვს წარწერით “ს დნიომ რაჟდენია!”.

ის-ისაა შემოსწრებული არტემა – ვა, ეს ტორტი ვისია?

გურამა – ჩემი. გურამი მოფერებით მქვია, თორემ პასპორტით რაჟდენი ვარ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: