RSS

რუბიკონი – მოგონებანი

21 Apr

 

მოგონებანი გარდასულ დღეთა მესიზმრებიან თვალებახელილს,
ვახ, როგორ ჰგავდა ლუის კორვალანს ჩემი უბნელი პარიკმახერი…
უცნობი ვარანცოველი პოეტი

სერიკა რო აბანოში მოვიდოდა, უბანში პრაზნიკი იყო. ბავშები მაგის ნაკოლკების სანახავად ეგრე დაგვყამდა, როგორც რომ ლუვრის ერმიტაჟები.

იმ დღეს თითონ კონკურსი მოაწყო – ვინ უკეთ მაგისი ნაკოლკები ახსოვს. თანაც არ დაგავიწყდეს, ყველა ნაკოლკას თავისი ისტორია აქვს, როგორც იაპონური იკებანა.

პრიზი სამი ბოთლი პშენიჩნი იყო.
აბა იქ ამბავი წავიდააა.
რაზმიკა ყველას აჯობა, რაკი სერიკას ინტიმური ადგილების ნაკოლკები უკეთ იცოდა.

მაგარი მოზგია ეგ ვირიშვილი, როგორც მამამისი სერგო, რომელიც რომ თუმნიანი ეგრე დახატამდა, ნაღდივით იყო. დაჟე ლენინი მაგის თუმნიანში უფრო ლამაზივით იყო.

მაგიტომაც, როცა შაუმიანის ტეატრში სპეკტაკლი “კამო” დგამდნენ, ლენინის პრიჩოსკაზე კანსულტანტად ეგ დაუძახეს.

ლენინის როლშიც კიდე ხო გახსოვთ, ჩვენი სტასიკა ითამაშა. მაგაში დაჟე ორდენი მისცეს და ცოტა თავშიც აუვარდა, იძახდა – მე თქვენი სტასიკა არა ვარ, ანასტას ჰიპოსტასოვიჩი დამიძახეთო.

ისე მაგარი არტისტი ვინმე კი იყო, ხო იცი. ომის დროს, ნემცების კონცლაგერში რო მოხვდა, უსიკები ეგრევე გიტლერსავით დააყენა, რო არა სცემონ.

სცემონ კი არა, მაგის დანახვაზე ნემცები სულ მანდრაჟი ჰქონდათ.
ბოლო-ბოლო თითონ პაბეგი უჩალიჩეს – წადი ძმაო, ნერვები აღარ არი, ეხლა შენები იტანჯვილონ თუ კარგია.

სტასიკაც გიჟი ხო არ იყო, ეგეთი სიფათით უკან მოვიდეს. მთელი წელი ტყეში იჯდა, რო ეხლა ბუდიონის ულვაში დააყენოს.

ერთხელაც ვკითხე – მაგას მთელი წელი რად უნდოდა, მიკოიანის ულვაში ხო ერთი კვირაში უჟე მზად იქნებოდა?

მაგან კიდე უპასუხა – სად მეჩქარებოდა, რო?

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: