RSS

რუბიკონი – ზვუკი მუზიკი

21 Apr

 

ანუ ნამდვილი ამბავი ქართველი ემიგრანტის დღიურიდან

 ინფორმაცია განსჯისთვის: ემიგრანტი ჰერმან გრანტის ძე ნერსესიანი (მეტსახელი “ხარაშო”), დაიბადა და მოიწიფა კალინინგრადში (პრუსიაში ანუ).

უხეირობის გამო ძმამ მამისეული სახლიდან და დახლიდან ერთად გამოაპანღურა და უთხრა – წადი, შენი საქმე მოსკოვში ნახე.

ლიტვით გადასვლა გაუჭირდა და პოლონეთიდან სცადა, რის შედეგადაც სულაც გერმანიაში ამოჰყო თავი.

აქ ვიღაც თანალტოლვილმა ურჩია – ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებლად თავი ყარაბახიდან ლტოლვილ სომხად გაესაღებინა.

არც ხარაშომ იცოდა, თუ რა მოხდა ყარაბახში და საემიგრაციო სამსახურს ალალად მოახსენა – აზერბაიჯანმა რომ ყარაბახიდან სომხები გამორეკა, ერთი იმათგანი ვარო.

რატომღაც იმ სამსახურშიც ასევე ალალად დაიჯერეს, რომ ყარაბახი სომხებმა დატოვეს.

ასე გახდა ხარაშო წარმოსახვითი სამშობლოდან ლტოლვილი.
ფორმალობათა მოთავებისთანავე, როგორც მის მოდგმას ჩვევია, ხარაშომ სწრაფად გააანალიზა გარემო და ომის გამოუცხადებლად გადავიდა შეტევაზე.

ომის მიზანი: თვითგადარჩენა მტრულ გარემოში;
შეიარაღება: სხვათათვის მიუწვდომელი ეროვნული მსოფლაღქმა;
მტერი: ყველა, ვისაც ფულის მოცემა არ უნდა;
მოკავშირე: მტრის უტვინობა.

პირველი, რაც მისმა ანალიტიკურმა ყნოსვამ დააფიქსირა, იყო იქაურთა უცნაური ჩვევა – ნაგავში მოისროლონ მობეზრებული, ან მცირედ დაზიანებული ელექტროხელსაწყოები.

ხარაშო აგროვებდა ასეთ რამე-რუმეს, აპრიალებდა და სარფიანად ასაღებდა ისე, რომ მათი უმეტესობის დანიშნულებას ვერცა ხვდებოდა.

ამავდროულად თანაშემწეც გაიჩინა პარალელური ბიზნესის საწარმოებლად. ეს იყო მაცივარი, რომელშიც იგი დილაობით ორმოცცენტიან ლუდს ალაგებდა და საღამოთი ერთ ევროდ სთავაზობდა ეზოში თავმოყრილ ქართველებს.

ერთ დღესაც იგი სახეგაბრწყინებული დაბრუნდა და ჯიბიდან კლარნეტის მსგავსი სათამაშო ამოაცოცა, რომელსაც თავად “დუდოჩკას” ეძახდა.

დაკვრით ვერ დაუკრა, რადგან გამჩენს ერთობ ნაკლებად ეზრუნა მის მუსიკალურ სმენაზე, მაგრამ ეს თავადაც მშვენივრად უწყოდა და, როგორც გაირკვა, სწორად ეს იყო მისი მომავალი ბიზნეს-იდეის გულა.

ამის შემდეგ იგი, ყოველ დილით, შტუტჰარტის (ანუ, მისებურად, შკურგარდის) გარეუბნიდან ცენტრში მიემგზავრებოდა და ქუჩის მუსიკოსებს აეტუზებოდა. მათი პირველივე პაუზის დროს გულიანად ჩაჰბერავდა ამ თავის ჯადოსნურ ჯოხს და ისეთ ბგერით ქაოსს დაანთებდა, რომ მუსიკოსები ფულს უკრებდნენ, ოღონდ მოშორებით გაეხარებინა თავისი ჭია.

მუსიკოსთა სხვა ჯგუფიც მალე მიდიოდა ამ რაციონალურ დასკვნამდე…
დღის ბოლომდე ხარაშო ორმოცდაათ ევრომდე უყრიდა თავს, ანუ შოულობდა იმდენს, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცის პროფესიონალი მუსიკოსი ინატრებდა ყველაზე აულაგმავი ოცნების ჟამს.

წვიმიან ამინდში, როცა ქუჩის მუსიკოსები ისვენებდნენ, ხარაშო მაინც აკითხავდა იმ ადგილებს და გულიანად უკრავდა დუდოჩკაზე, რასაც მოსდევდა ვაგნერის მშობელი ნაციის ფრიად ხალისიანი რეაქცია და მცირეოდენი გასამრჯელოც.

მუსიკა მართლაც უნივერსალური საკომუნიკაციო საშუალებაა, ყოველ შემთხვევაში უკეთესი, ვიდრე სომხურისა და რუსულის ის უცნაური ნაზავი, რომლის ლაბირინთში თავად ხარაშოც ხშირად ჩაკარგულა.

პატივცემული ვრაცები კი დროა მიხვდნენ, რომ მუსიკის ნიჭზე მთავარი ცხოვრების ნიჭია. ღმერთმა ამისი ცოცხალი მაგალითი სულ ახლოს, გვერდით მოგისვა, მაგრამ თქვენი ტუპოი თვალი ვაბშეე ვერაფერი ამჩნევს, არათუ ერთი საწყალი დუდუკიანი მუსის ქუჩიკოსი… ქუჩის მუჩიკოსი… თუ როგორც არი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: