RSS

რუბიკონი – გუტენ მორგენ

21 Apr

ტრიცატსედმოიში კოჟანკებიანები პირდაპირ ჩემი ფოტო-ატელიედან ჩეკაში წამაღეს.

შეველი. ვხედამ სტოლის ერთი მხრიდან სამი კაცი ეგრე ზიოდა, როგორც პიროსმანის ხატვილი.

ეუნებიან – ჩვენა ვართ სუდებნი ტროიკა – ავაქოვი, პოღოსოვი, ჩემისოვი.

ვაჰ! ნეუჟელი სამივე ჩემი ზემლიაკი. ალბათ უნდა კარგი რამე ზაკაზი მომცენ.
ტროიკა ავაქოვა _ შენ რატომ ატელიეზე ნემეცკაიაზიჩნი ვივესკა –
“გუტენ მორგენ – ფოტო-გურგენ”
რო გდომოდა, განა დედიშენის ენაზე ვერ დასწერამდი –
“ბარევ ძეს – ფოტო-გურგენ სდეს”
მაგრამ შენ მაგითი ნემეცკი შპიონერას ზნაკი აძლემ, მითომ მაგათი ბრატი ხარ, ობშაია არიისკაია კროვ და რამე არა?!

მეთქი – ვინავატი ვარ, ეგ როგორ ვერა ვჰაზრე. ეხლავე წავდივარ, რო ვივესკის ზამენა ვქნა…

ტროიკა ავაქოვა – მაიცააა! ჯერ არ გაგვითავებია. იქ კიდე გეწერა ნემცების “ფაუსტი” რო მბობს – ასტანავის მგნავენიე, ტი პრეკრასნა!

მეთქი – ფატოგრაფის საქმეც ეგ არი, რო წამი აჩეროს…

ტროიკა ავაქოვა – გინდა რო ჩვენი ხალხი მოაწამლო ეგეთი ვრედნი იდეოლოგია? ჩვენ დრო-ჟამანაკი გავაჩეროთ, რო მტერი უფრო მეტი ისტრებიტელი გაკეთოს, ვიდრე მიკოიანი? პრიზნაისა სუკა!

ვა! ვფიქრობ, ეგენები ჩემი კლიჩკაც იციან? სკოლაში სუკას მეძახებდნენ, რადგანაც რომ ჩემი გვარი სუკიასოვი.

მეთქი – საღოლ, ძმაო, მე თითონ აღარ ახსოვდა, რო ბავშობაში სუკა მეძახებდნენ.

ტროიკა ავაქოვა – მა რა გეგონა, უჟე ყველაფერი ვიცით შენზე.

მეთქი – ვიზე? მეზე? მეზე ყველაფერი ჩემი შუშიკაც არ იცის და თქვენ როგორ?

ტროიკა – იმ დღეს ვართანას ცოლი რო მითომ აკარტიჩკებდი, თან ხელიც კარგად უსვამდი – ეს ფეხი ესე მეორეზე დადე, ეს გრუდი წინ მოტანე, ყელიც ეგრე მოღერე, მითომ დიდი პიკასო და რამე.
მერე რო უთხარი – ვნიმანიე! ვიღებ!
და ეგ რო უთხრა – ვაიმე, აქ არ ამოაღო, ვინმე ნაცნობი არა გვნახოს და ვართანასთან ენა არ მიტანოს, თორე სამივეს დაგვხოცამს.
და მერე რო შენ უთხარი – ვინ სამივეს?
და ეგ რო უთხრა – მე, შენა და ჰამაც თავისი თავი…
ეხლა უთხარი – შუშიკა იცის ეგ ყველაფერი?

მეთქი – შუშიკა რო გაგოს, ჩვენ სამივეს დაგვხოცავს და კიდე თქვენ სამივეს.
ისე იქ ხო მაგ დროს მარტო მე და ვართანას ცოლი ვიყავით. ზნაჩიტ ან ეგ ჩაუშვა, ან ჩემთითონ.
ეგ კულტურნი ქალია, ეგეთი რამე როგორ იკადრამდა… ვაა! ნეუჟელი ჩემთითონ?!

ეგენები – გეტყობა ცოტა აზრზე მოხვედი. ეხლა დროზე შეკარი შენი ბარგი-ბარხანი და წადი, სადაც ბევრი ბარხანი, ანუ სრედნი აზია. შეგიძლიან შენი შუშიკაც თან წაიღო. დარდიც ნუ გაქვს, ვართანას მთელი ოჯახიც მანდ იქნება.

მეთქი – ა ბეზ შუშიკა ი ვართანა ნილზია?

ეგენები – ნეტ. ონ ხაროში სლესარ. ტამ სლესარი პაზარეზ ნუჟნი.

მეთქი – გინდა უთხრა, რო მეც მაგიტომ, რო იქ ნუჟნი ვარ?

ეგენები – ჰო, აბა მა რა. პოლნი ინფრასტრუქტურა გვინდა. იქ ფატოგრაფები ვაბშე არ არიან.

მე – სრაზუ ეგრე გეთქვა, თქვენ კაი კაცო, რატომ ჩემი გული ხეთქე. კაი ტუნელშიკებიც ხო არ გინდათ?

ეგენები – მა რა, ტო! ტაშკენტის მეტრო რო გაკეთოს. ოღონდ ჯერ დანოსი დაწერე, რო მაგან ტუნელი აკეთებდა ერევან-ლონდონ-ბომბეი, რო შპიონები სვაბოდნათ ეგულავათ.

როგორ გავხარდი. ეგეთი უდაჩნი ამბავი. წავალ, მთელი უბანი ჩავუშვებ, ვახ, სრედნი აზიაში რა ფული გავაკეთებთ. ჯერ ფული ჩემებზე გავაკეთებ, მეთქი – გინდა ჩაგიშვა? დადე ხუთი თუმანი.

ეგეთ კარგ ხასიათზე დავდექი, როგორც ვრაცი, ოღონდ მე პრიჩინაც მქონდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: