RSS

რუბიკონი – გურამას და რუბიკას გაბაასება

21 Apr

 

გურამა – რუბიკ ჩემო, გინდა გითხრა ვით შეიცნო კაცის სახე?
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისთე გამონახე.

რუბიკა – ეგ კი კაი სავეტია, თუმც პატარა მაქს ვაპროსი,
მამა – ლოთი, დედა – ბოზი, ვინ გამოდის კირაკოზი?

გურამა – რუსთაველი შეგვახსენებს პლატონისგან სწავლად თქმულსა:
“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”.

რუბიკა – მე კი ვფიქრობ, ეგ მუდროსტი შეცდომაა, თანაც გრუბი,
თუ მართალი იქნებოდა, იყროლებდი, როგორც ტრუპი.

გურამა – ერთი რამის თქმაც მინდოდა, შენთვის კარგად გასაგების:
“სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების”.

რუბიკა – ჩემთითონაც კარგა ვიცი, განა ეგრე ვგავარ დებილს?
სინამ კერვა ვისწავლებდი, ტანჯვა მქონდა ამ თითების.

გურამა – დაუჯერე ილიას და შენც ეს წესი წესად დარგე,
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე – აბა მე დღეს ვის რა ვარგე?

რუბიკა – რაც მე შენზე ფული გსესხე, მითომ ამით ცოტა გარგე?
უფრო მეტი უნდა გსესხო? წადი ახპერ, დამეკარგე!

გურამა – წინაპართა დაკვირვებას, კიდევ გეტყვი ამასაო,
ურჩევნია მამულსაო, შვილი სჯობდეს მამასაო.

რუბიკა – ორ ბოთლს სვამდა მამამისი, სამ ბოთლსა სვამს კარაპეტა,
მითომ ამით შამშობლოსთვინ დიდი საქმე გააკეთა?

გურამა – ეს სიბრძნე კი აუხსენი შენს ბიძაშვილს, შავ რობასო,
კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დოუწყებს ჯავრობასო.

რუბიკა – რობას ცოლიც გკიდია და უფრო მეტად – შავი რობა,
პროსტა რითმა გჭირდებოდა, რო განაგრძო შაირობა.

გურამა – ერთ ამბავსაც მოგახსენებ, გასაგებად ცოტა რთულსა,
დიდი შოთა გვასწავლის, რომ “შიში შეიქმს სიყვარულსა”.

რუბიკა – არც ეგ მამწონს, ცავატანემ, რად მიმატებ გულის დარდებს,
თუ სიდედრის მეშინია, თანაც უნდა შამიყვარდეს?

გურამა – ეს ანდაზაც დაიხსომე რუბიკ, ჩემი წყალობითო,
შავი ცხვარი ბანვით მოკლეს, თეთრი – დაუბანლობითო.

რუბიკა – ჩემ და შენზე თუ იძახი, ეს ხო უფრო მოგვიხდება –
თეთრი ტრაკი, შავი ტრაკი აბანოში გამოჩნდება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: