RSS

რუბიკონი – ბასტერადან ბლოკბასტერამდე

21 Apr

 
ჩვენს ძველ უბანში პროგრესის მაჯისცემა ოდნავ შენელებულია.
არც პროგრესი იკლავს თავს – გინდა თუ არა, პირველად მანდ უნდა დავინერგოო და მიდის ცხოვრება მშვიდად.

არა, განა ახალზე უარს ამბობს ვინმე, მაგრამ არც საუკუნოვანი ტრადიციები ეთმობათ იოლად.

ისე კი, გამიგონია, რომ სანამ ამ უბანში კინო გამოჩნდებოდა, ეს სახელი უკვე ყველამ იცოდა.

როცა ქვემოთ პირველი სინემა გაიხსნა, ჩვენი უბნელი სერიკა მისულა მამასთან ბილეთის ფულის სათხოვნელად:
– პაპა, დაი ნუ ძენგი, “ბაგდადსკი ვორ” ხაჩუ პასმატრეტ.

– იიი! ლუჩე ია სვოი ვორ (ტრაკი ანუ) დარამ პაკაჟუ – იყო პასუხი.

სერიკამ ბოთლები შეაგროვა, გარეცხა, ჩააბარა და მაინც იშოვნა ბილეთის ფული.

იმ ფულით კი ბასტერ კიტონის ფილმი ნახა და იმავე საღამოს უბანში პირველი წარმოდგენაც გამართა, თან თავი გაიტეხა, რადგან აივნიდან ბასტერასავით ყოჩაღად ვერ გადმოხტა.

თუმცა მადლიერმა უბნელებმა მაინც ბასტერა დაარქვეს.

ბასტერას მერე უბანში ამ ფუნქციას მისი ბიჭი მარტინა აგრძელებდა.

იმდროინდელი კინომოდის გათვალისწინებით მას ეროტიკა შეერქვა.

ერთი გენახათ, როგორ ახმოვანებდა მშობლიურ ენაზე სასიყვარულო სცენებს ფილმიდან “შერბურის ქოლგები.”

დღეს კი უკვე შვილიშვილი აგრძელებს ბასტერას დიდ საქმეს, ოღონდ ამას, დროის შესატყვისად, ბლოკბასტერა ჰქვია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: