RSS

რუბიკონი – აზრზე მოდით

21 Apr

პიესა ერთ მოქმედებად
მოქმედი პირნი:
ნიკა – 28 წლის თბილისელი სოციო-ფსიქოლოგი
რუბიკა – 48 წლის თბილისელი ინდმეწარმე (საპოჟნიკი, ანუ)

ნიკა – ძია რუბიკ, როგორც ინდმეწარმე, რას ფიქრობ საბაზრო ეკონომიკის პერსპექტივებზე საქართველოში?

რუბიკა – ქართველების მთავარი მტერი თქვენი ირაციონალიზმია. სუ ცაში იყურებით, ფული კი მიწაზე კეთდება.

ამდენი საუკუნეა მეზობლობა გვაქ და ჩვენგან ვერაფერი სწავლობთ. უფრო მეტიც, სულ ჩვენებზე დაგვცინით, მაგრამ ფული რო დაგჭირდება, ისევ ჩვენთან მორბიხარ.

აი მაგ დროს ის სიცილი უნდა მოგასმენინო მაგნიტაფონზე, მაგრამ თქვენ ხო მაგაზეც სიცილი დაიწყებთ.

ამხელა აყვავებული ქვეყანა გაქ, თანაც საზღვაო კარიბჭოიანი და ხრიოკი სომხეთისა კიდე მილიონები გმართებს. მაგაზედაც დამდგარხარ და იცინი.
თქვენი ხელით ხო ვაბშეე არაფერი არ აკეთებთ. მთელი თქვენი ისტორიანებში სულ წერია ცხენოსნები, ფეხოსნები, თოროსნები (ტოროს ელი), აი, ჩვენ კი ძირითადად ხელოსნები ვართ,.. მამენტ შახმატიც მაგრა ვთამაშობთ.

თქვენი ბავშები კი ვაბშე რა უნდა გაიზარდონ, როცა ლუბოი თქვენი წიგნი აიღე, პირველ გვერდზე ეგრევე წერია შესავალი, განა თუ შემოსავალი.
არა ჯობია ცოტა შენსკენ აიღო? აი მაგალითად – შერლოკ ხოლმსის თავგადმოსავალი.

ეხლა თქვენი პოეზია აიღე, განა სადმე რამე საქმიანი იპოვნი? თქვენ კიდე საწყალი ბავშვები აზუბრინებთ, მითომ დიდი საჭირო რამეა.
გინდა, მითხარი შენი საყვარელი ლექსები, მე კიდე გაჩვენებ როგორ ჯობია გაასწორო, რო სასწავლად ვარგობდეს.

ნიკა – კი ბატონო, აი თუნდაც გურამიშვილი ავიღოთ:
ქართლის ჭირსა ვერვინ მოთვლის,
რუბიკა – ვეჩნად ფული არა გვყოფნის!
ჰა, ხო ტოჩკაში გავარტყი? მიდი კიდე უთხარი.

ნიკა – უკვდავ შოთას როგორღა გააუმჯობესებ:
რომელმან შეჰქმნა სამყარო…
რუბიკა – ოქრო ეგრე ღრმად რად ჩადო?!

ნიკა – ილია ვცადოთ: რად მინდა ხმალი, თუნდ იყოს მჭრელი,
რუბიკა – არა სჯობიან თამასუქები?

გრიგოლ ორბელიანი: კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით,
რუბიკა – რუბიკაც სამსე ჯიბითაა!

აკაკი: ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა,
რუბიკა – დათვლა ფულის გამიგია!

ვაჟა: ნისლი ფიქრია მთებისა,
რუბიკა – როგორც რომ ჩვენთვის მაყუთი!

ტერენტი: შემოდგომის საღამოა მშვიდი
რუბიკა – იმიტო რო ნავაჭრია დიდი!

გოგლა ლეონიძე: მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,
რუბიკა – და თანაც ბანკით ასი თუმანი!

გიორგი ჭალადიდელი: მახსოვს პირველად სასწავლებელში
რუბიკა – ძვირად გავყიდე სემიჩკა პერო!

სიმონ ჩიქოვანი: ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
რუბიკა – ბიზმესმენებით სავსეა ყველა!

გრიშაშვილი: საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო,
რუბიკა – ოღონდ ჯერაც თავის ფასი ვერ ხვდება!

ასათიანი: რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი
რუბიკა – ბორნის ბილეთი ძვირდება, როდესაც ხიდი შორს არი.

ტარიელ ჭანტურია: აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი,
რუბიკა – ჩემზე იაფად ვერსად იშოვნი!

მუხრანი: ვახტანგის ადგილს იჭერს ხეჩუა,
რუბიკა – ზნაჩიტ ბუჯეტიც სამსე იქნება!

ტატო: ახლა კი დროა სოლომან, რომა
რუბიკა – ვიგოდა ნახოს საქართველომა!

არჩილი: ცუდი რამ ზნე სჭირთ ქართველთა,
რუბიკა – ფულებს უაზროდ ფლანგამენ!

გიორგი ქუჩიშვილი: ვინც ეწვევა ჩემი ქვეყნის საოცნებო სერებს.
რუბიკა – ვალუტაში გადაიხდის სათანადო ფასი!

ოთარ ჭილაძე: როდესაც ასე ახლოა გრემი,
რუბიკა – თიბისი ბანკი მგონია ჩემი!

შალვა კარმელი: ვარდებს აქ სხვები კრეფენ, ჩვენ კი მტრები ვართ თავის,
რუბიკა – თუკი მაგდენსა ხვდები, რატომ უკუღმა შვრები?

მურმანი: მე გიყიდი ჭრელა-ჭრულა ჩითებს,
რუბიკა – ორმაგ ფასში შენ მიჰყიდე სხვას!

ტიციანი: ლექსები იყო მისი საგზალი
რუბიკა – ეგეც პატარა ეკონომია!

პაოლო: იქ, სადაც დგანან პირამიდები,
რუბიკა – ძვირად საღდება სუვენირები!

მირზა გელოვანი: თუ როდესმე, როგორც ძველად, ამ ცას ვინმე შემეცილოს,
რუბიკა – საჰაერო დერეფანი კარგი ფასი დაუჯდება.

ალ. აბაშელი: სად ყოფილა მყინვარწვერს მტრის მახვილი წვდებოდეს,
რუბიკა – ხოლო ენა ეგეთი ლექსის თქმისთვის ცვდებოდეს.

გალაქტიონი: დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია,
რუბიკა – პლაშები კარგად გაიყიდება!

იოსებ ნონეშვილი: რამ შეადუღა ზურმუხტთან ბროლი, ნეტა რა ხელმა მოხატა ასე,
რუბიკა – მე კიდე უფრო კარგებს დავწერამ, როდესაც ჯიბე მექნება სამსე.

შოთა ნიშნიანიძე: ვინ ჩალიჩობს ამ ბუჩქებში, ჭინკები თუ სულები,
რუბიკა – თუ ჩალიჩობ, რუბიკა ხარ, თუ არადა – ქართველი.

ანა კალანდაძე: ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
რუბიკა – მაგას რა სჯობს, თუ იქნება მუქთა!

კოტე ყუბანეიშვილი: სხვა რად მინდა მე წოდება, თუ პოეტი მეწოდება,
რუბიკა – მე კი თქვენგან გატანჯვილი საქართველო მეცოდება.

რაფ. ერისთავი: არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
რუბიკა – მე გავცვლი, შენ არ იდარდო, თან მაღარიჩიც იქნება! ავოეეეე!

ფარდა,
აპლოდისმენტები,
სველი პლატუკები

 

 

One response to “რუბიკონი – აზრზე მოდით

  1. ელდორადო

    July 11, 2010 at 8:52 am

    ერთმანეთის საპირისპირონი და მაინც ერთნი საინტერესოა.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: