RSS

ბუნებაზე თქმული

20 Apr

 

***
ეწვიე მწვერვალებს და ყური მიუგდე მათ ჩურჩულს. ბუნების სიმშვიდე ჩაიღვრება შენში, ვითარცა სხივთა ნაკადი ხეში. ქარნი შთაგბერავენ საკუთარ სიხალასეს და ელჭექნი ძალას თვისას, ხოლო თანმოყოლილი დარდი და ჭმუნვა შემოგეძარცვება შემოდგომის ფოთოლთა დარად – ჯონ მიური

***
წყლის დარად იყავ ლბილიც და მძლავრიც. იყავი საკმაოდ ლბილი, რათა მისდიო ბუნების ბილიკებს, და საკმაოდ მძლავრი, რათა აღსდგე და შეცვალო სამყარო – ბრენდა პეტერსონი

***
ბუნებას არ სჩვევია ყოყმანი წინსვლასა და განვითარებაში და ყოველგვარ უძრაობას სასჯელს უწესებს – გოეთე

***
ყოველი ყვავილი სულია ბუნებაში მოყვავილე – ჟერარ დე ნერვალი

***
როცა ბუნებას რაიმე აქვს გასაკეთებლი, იგი შობს გენიას ამის გასაკეთებლად – რალფ ემერსონი

***
ზებუნებრივიც ბუნებრივია, ოღონდ ჯერ შეუცნობი – ელბერტ ჰაბარდი

***
სიცოცხლის საუკეთესო გამოვლინებანი აქვეა, შენს ირგვლივ: სუნთქვა შენს ნესტოებში, სინათლე შენს თვალებში, ყვავილნი შენს ფერხთით, მოვალეობა შენს ხელთ, უფლების ბილიკი შენს წინ. მაშ ნუ ეპოტინები ვარსკვლავებს, არამედ აკეთე შენი საკეთებელი იმ რწმენით, რომ ცხოვრებაში უტკბილესია ცისმარე საქმე და ცისმარე პური. – რობერტ ლუის სტივენსონი

***
იმედი ბუნების პირბადეა სინამდვილის სიშიშვლის დასაფარი – ალფრედ ნობელი

***
ყველა იზიარებს მეგობრის მარცხს, მაგრამ მხოლოდ დიდბუნებოვანს ძალუძს გაიზიაროს მეგობრის წარმატება – ოსკარ უაილდი

***
ბუნება მარტოობას არ ელტვის და მხარდაჭერისკენაა მიდრეკილი და ეს მხარდაჭერა ყველაზე უკეთ მეგობრობით გამოიხატება – მარკუს ტულიუს ციცერონი

***
რაც უფრო ვძარცვავთ ბუნებას, მით უფრო მცირდება ჩვენი არჩევანი, სანამ არ დაგვრჩება ერთადერთი – ბრძოლა გადარჩენისათვის – მორის იუდოლი

***
აღქმისა და წვდომის სიხარული ბუნების უმშვენიერესი საჩუქარია – ალბერტ აინშტაინი

***
რაც უფრო ვშორდებით ბუნებას, მით უფრო უბედურად შევიგრძნობთ თავს – უცნობი

***
კაცთა სამსჯავროს ძალუძს გულმოწყალების გამოჩენა, ბუნების კანონებზე კი თხოვნა–მუდარა არ სჭრის – არტურ კლარკი

***
როს მთა და კაცი ერთმანეთს ხვდება, იქ რაღაც დიდი ამბები ხდება – უილიამ ბლეიქი

***
აპრილი ყოველს სიჭაბუკის სულით აღავსებს – უილიამ შექსპირი

***
ვინც დედამიწის მშვენიერებას შეიცნობს, დაიმუხტება ძალით, რომელიც მთელ სიცოცხლეს გაჰყვება – რაშელ ქარსონი

***
გაზაფხულს ძალუძს აგამღეროს, თუნდაც წაღა ლაფით გქონდეს სავსე – დუგ ლარსონი

***
ივნისის ღამეს ენა რომ ჰქონდეს, რომანსის შექმნას დაიკვეხნიდა – ბერნ უილიამსი

***
შემოდგომა მეორე გაზაფხულია, როცა ყოველი ფოთოლი ყვავილად იქცევა – ალბერ კამიუ

***
თუ დედამიწას ხელს შევუშლით მშვენიერებისა და სიხარულის შექმნაში, საბოლოოდ იგი აღარც საკვებს შექმნის – ჯოზეფ ვუდკრუჩი

***
ბოლოს იმასღა შემოვინახავთ, რაც გვიყვარს, გვეყვარება ის, რაც გვესმის და გავიგებთ იმას, რაც გვასწავლეს – ბაბა დაიუმი

***
ბუნების ჭეშმარიტი დამცველი ის არის, ვინც ხვდება, რომ ეს ქვეყანა მამებმა კი არ გადმოგვცეს, არამედ შვილთაგან გვაქვს ნათხოვარი – ჯონ ოდობონი

***
ჩიტს კაცისგან ყველაზე მეტად განასხვავებს უნარი – აშენოს ისე, რომ არ დაასახიჩროს ხედი – რობერტ ლინდი

***
ჩვენი პლანეტის სიცოცხლის გრძელ გზაზე არა ბიზნესის მოანგარიშენი, არამედ ეკოლოგები შეასრულებენ საბოლოო გაანგარიშებას. – სტიუარტ იუდოლი

***
ჩვენ ვაჩანაგებთ დედამიწას, რადგან ჩვენს პირად საკუთრებად მივიჩნევთ, მაგრამ თუ მას საზოგადოების წევრის თვალით შევხედავთ, უფრო მეტი სიყვარულითა და პატივისცემით მოვეკიდებით, – ალდო ლეოპოლდი

***
როდესაც ბუნებაში რაიმეს შეეხები, იგრძნობ, რომ იგი მთელი დანარჩენი სამყაროს გაგრძელებაა – ჯონ მიური

***
აქამდე ადამიანი ბუნების წინააღმდეგ იღწვოდა, აწ კი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ აღიძვრება – დენის გაბორი

***
პეიზაჟს, მისი ყოველწამიერი ცვალებადობის გამო, მე არ აღვიქვამ როგორც თავისთავად დასრულებულს რასმე; მაგრამ გარემომცველი ატმოსფერო – მიწყივ ცვალებადი სინათლე და ჰაერი – სიცოცხლეს შთაბერავს მას და მიმაჩნია, რომ მხოლოდ იგი ანიჭებს საგნებს მათს ჭეშმარიტ ღირებულებას. – კლოდ მონე

***
ბუნებამ სასირცხო არა იცის რა, კაცი იგონებს ასეთებს – მარკ ტვენი

***
შემოქმედი ხოჭოების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას ავლენს – ჯონ ჰალდანი

***
ჩვენ ვართ დაუჯერებელი სამყაროს დაუჯერებელი გამოვლინება – რეი ბრედბერი

***
მწამს, რომ ბალახის პატარა ღერო ბადალი არის ვარსკვლავთა სვლისა – უოლტ უიტმენი

***
ბუნდოვანია, ცნობს თუ არა გონი ხანგრძლივარსებობის მაგვარ ფასეულობას – სტივენ ჰოკინგი

***
გჯეროდეთ, რომ ერთაზრად შემართულ მოქალაქეთა მცირე ჯგუფს ძალუძს შეცვალოს ქვეყნიერება. – მარგარეტ მიიდი

***
ვაშლის ღვეზელის გამოცხობას წინ სამყაროს შექმნა უნდა წაუმძღვარო – კარლ საგანი

***
ევოლუციის დასტური იმ შეგუებებში ძევს, რომლებიც დაუჯერებელ საწყისთა შედეგია – სტივენ გოულდი

***
წყალი ბუნების მამაძრავებელი ძალაა – ლეონარდი და ვინჩი

***
მზე, მის ირგვლივ მბრუნავი და დამოკიდებული ამდენი პლანეტით, თან ყურძნის მტევნის დამწიფებასაც ახერხებს, თითქოს ამოდენა სამყაროში მეტი საქმე ვერ ეპოვნოს. – გალილეო გალილეი

***
აქ მიწა ისეთი კეთილია, რომ თუ თოხით შეუხიცინებ, მოსავლით შემოგცინებს – დუგლას ჯეროლდი

***
სარეველა არის მცენარე, რომლის ღირსებებიც ჯერ არ შეგვიცნია – რალფ ემერსონი

***
ყველაზე ჯანსაღი აზარტული თამაშისთვის საჭიროა ბარი და ყვავილის თესლი – დენ ბენეტი

***
წვრთნა უმთავრესია. ატამი ოდესღაც მწარე ნუში იყო, ხოლო ყვავილოვანი კომბოსტო კი უბრალო კომბოსტო კოლეჯის განათლებით – მარკ ტვენი

***
თუ ბუნება მეორდება, ეს დამთხვევა კი არა, “ბისზე” გამოსვლა უფროა – გილბერტ ჩესტერტონი

***
ქათამი კვერცხის სამარჯვია მეორე კვერცხის შესაქმნელად – სამუელ ბატლერი

***
თოვლის ერთი სიკეთეც ახასიათებს – მისი მეოხებით შენი მოლი ისევე კარგად გამოიყურება, როგორც მეზობლისა – ძველებური ნათქვამი

***
ძაღლი იმიტომ ამოდის შენს საწოლზე, რომ უყვარხარ, კატა იმიტომ, რომ შენი საწოლი უყვარს – ალიშა ევერეტი

***
კოსმიური სივრცე არცთუ შორია. შენი მანქანა ვერტიკალურ სვლას თუ შეძლებს, ერთ საათში იქა ხარ – ფრედ ჰოილი

***
კატას ძალუძს საუკეთესო მეგობარი იყოს კაცისა, მაგრამ არასდროს დაიმცირებს თავს ამის აღიარებით – დუგ ლარსონი

***
მეგობარი ბუნების შედევრად უნდა ჩაითვალოს – რალფ ემერსონი

***
ბუნება ღრუბელივით ცვალებადია, ნიადაგ სხვანაირი – რალფ ემერსონი

***
ბუნების ქმნილება გამორჩეული შედევრია ხელოვნების ქმნილებათა შორის – რალფ ემერსონი

***
ღრმად ჩასწვდი საგანთა არსს, ისწავლე ბუნებისაგან – უილიამ უორდსუორთი

***
ყოველივე ნაწილია ერთი ყოვლისმომცველისა, რომლის სხეულიც ბუნებაა და სული – ღმერთი – ალექსანდრ პოპი

***
კანონები ბუნებისა ბნელით იყო მოცული: და რქუა ღმერთმან – “იქმნას ნიუტონი” და განათლდა ყოველი – ალექსანდრე პოპი

***
ბუნების ყოველი ნაწილი სრულად მოიცავს მის ძალას, ყოველივე ერთი იდუმალი მასალითაა შექმნილი – რალფ ემერსონი

***
ხელოვნება იწყება იქ, სადაც ბუნება თავდება – მარკ შაგალი

***
მშვენიერება ბუნებაშია და მრავალგვარად აისახება რეალობაში, ხოლო ერთხელაც აღმოჩნდება, რომ იგი ხელოვნების კუთვნილებაა, უფრო ზუსტად – ხელოვნისა, რომელმაც მიაგნო მას. – გუსტავ კურბე.

***
არა მხოლოდ ხილულია ბუნება, იგი სულის უხილავ სურათებსაც მოიცავს – ედუარდ მუნქი

***
ერთადერთი ოსტატი აირჩიე – ბუნება – რემბრანდტი

***
ფერწერა ბუნების შვილიშვილია. ეს ღმერთთანაა დაკავშირებული – რემბრანდტი

***
ბაღში, ხეთა შორის, ნიადაგ მუსიკა ჟღერს, ოღონდ მხოლოდ მშვიდ გულს ძალუძს მისი მოსმენა – მინი ომონირი

***
ბოლოს საზოგადოება არა ოდენ იმით შეფასდება, თუ რა შექმნა, არამედ იმით, თუ რის გაჩანაგებაზე თქვა უარი – ჯონ სოუჰილი

***
გამორთეთ უმიზნოდ ჩართული ნათურები და ჩაბნელებულ სახლში მოგესმებათ მდინარეთა მადლიერი ჩურჩული. – კლერ კრიკი

***
ბუნების თითოეულ გამოვლინებაში არის რაღაც გასაოცარი – არისტოტელე

***
ადამიანი ყალიბდება იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მის გარემოს აყალიბებენ – რენე დიუბო

***
ბუნება სამყოფია; ოღონდ კაცმა თუ ქალმა უნდა შეძლოს წვდომა და გაზიარება მისი რჩევებისა – ანტუანეტ ბლექველი

***
უმნიშვნელოვანესი ფაქტი კოსმიურ ხომალდ დედამიწის შესახებ ის არის, რომ მას მართვის ინსტრუქცია არ მოჰყოლია – ბ. ფულერი

***
შეისწავლე ბუნება, გიყვარდეს ბუნება, იყავ ბუნებასთან ნიადაგ ახლოს და იგი არასოდეს გაგიცრუებს იმედს – ფრენკ ლოიდ რაიტი

***
ბუნებაში ყოველივე თავისი იდეალური არსით ლირიკულია, თავისი ბედით ტრაგიკული და თავისი არსებობით კომიკური – გ. სანტაიანა

***
ჩემთვის წიწვებისა თუ ბალახის ფუმფულა ხალიჩა ყველაზე მდიდრულ სპარსულ ხალიჩაზე უფრო სასურველია – ჰელენ კელერი

***
აღარც საზოგადოება გვექნება, თუკი გარემოს გავანადგურებთ – მარგარეტ მიდი

***
სიცოცხლის ამოცანა ბუნებასთან თანხმობით არსებობაა – ძენონი

***
თუ კაცი ყოველი დღის ნახევარს ტყეში ყოფნასა და მის მოსიყვარულებაზე დახარჯავს, უსაქმურის სახელს დაიმკვიდრებს, ხოლო თუკი იგი, როგორც საქმოსანი, გაკაფავს ტყესა და გაატიტვლებს მიწას – შრომისმოყვარე და მეწარმე მოქალაქედ ჩაითვლება. – ჰენრი ტორეო

***
სარეველა შენიღბული ყვავილია – ჯეიმს ლოუელი

***
ბუნება უფრო გასწავლის, ვიდრე გმოძღვრავს. ქვებში ქადაგებას ნუ ეძიებ. მათგან უმალ ნაპერწკალს მიიღებ, ვიდრე მორალს – ჯონ ბეროსი

 

გადმოაქართულა კობა ჭუმბურიძემ

 
3 Comments

Posted by on April 20, 2009 in თარგმანები

 

3 responses to “ბუნებაზე თქმული

  1. მიხო მოსულიშვილი

    November 8, 2009 at 12:02 pm

    ვახ, კობა, ეს რა კარგი ავტორები გითარგმია და თანაც კარგად… :)))
    ”ფეისბუკზე” დავარეკლამებ ამას…

     
  2. ელდორადო

    July 6, 2010 at 11:20 am

    აქედან ბებრ რამეს ისწავლის კარგი მსმენელი მთავარია გონიერება.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: