RSS

თავკაცობაზე თქმული

19 Apr

***
უამრავი ხერხი არსებობს ბაღის გაშენებისა და მათ შორის საუკეთესოა მებაღის დაქირავება.

კარელ ჩაპეკი

***
სარგებლის უზომო წყურვილი საზრუნავებს წარმოშობს.
საზრუნავებს დაავადება მოსდევს.
დაავადება იწვევს სიბრძნის ქმედითობის დასუსტებას.
ეს კი ზომიერების გრძნობას გაკარგვინებს.
ეს კი უწესრიგო ქმედებას იწვევს.
ამას კი უბედურება მოაქვს.
ამის გამო დაავადება მთელს სხეულს ითრევს.
ამას კი ტანჯვა მოჰყვება.
გარე უბედურებას დარდი მოსდევს, ხოლო თუ მან სხეულს შიგნით მოიკალათა, მტანჯველ ტკივილს განგაცდევინებს.
ასეთ დროს ადამიანი თავბედს იწყევლის.
ამგვარად, საკუთარი თავის დადანაშაულება და წყევლა იშვის სარგებლის წყურვილით.
ამიტომ თქმულა: არრაა უფრო სახიფათო, ვიდრე სარგებლის წყურვილი.

ხან ფეი, ძველი ჩინელი ფილოსოფოსი

***
როცა დიდი საქმე კეთდება და ჩვენც ჩანთქმული ვართ ამით, ამაოა თხოვნა, რომ მოვწყდეთ ამ საქმეს და დავხურდავდეთ შემთხვევით და წვრილმან ალტრუიზმზე.

ხოსე ორტეგა ი გასეტი

***
ნორმალური და მყარი კავშირი ხალხთა შორის, რომელსაც ძალაუფლება ჰქვია, არასოდეს ემყარება ძალას. ნაპოლეონი, მიუხედავად იმისა, რომ ძალა ჰქონდა, ვერ მართავდა ესპანეთს, იმიტომ, რომ მხოლოდ ძალა ჰქონდა.

ხოსე ორტეგა ი გასეტი

***
კაცი, უნდა თუ არა მას ეს, თავისი ბუნებით მაღალი საწყისის ძიებისთვისაა შექმნილი. თუ იგი თვითონ აგნებს მას, რჩეულია, ხოლო თუ სხვისი ხელიდან იღებს – მასის ნაწილი.

ხოსე ორტეგა ი გასეტი

***
მოარული აზრის წინააღმდეგ მიმაჩნია, რომ მსახურება რჩეულთა ხვედრია და არა მასისა.

ხოსე ორტეგა ი გასეტი

***
ზოგი აღიქვამს საგნებს ისე, როგორებიც ისინი არიან და სვამს კითხვას – რატომ?
მე კი იმგვარად აღვიქვამ, როგორებიც არასდროს ყოფილან და ვკითხულობ – რატომაც არა?

ბერნარდ შოუ

***
გონივრული მოხმარებისას იუმორი ქარიზმას გმატებს, მაგრამ თუ ზომიერების გრძნობამ გიმტყუნა, შესაძლოა მასხარად, ან მეტიც, ბრიყვად იქცე.

რობერტ ჰოფი

***
საკუთარი შეცდომის აღიარებით მოწინააღმდეგეს განაიარაღებ.

ანტონ კალაბინი

***
ჩემი წარმატების საიდუმლო ისაა, რომ ყოველთვის ჩემზე უკეთეს ბიჭებს ვქირაობდი.

ფორდი

***
საუკეთესო მმართველია ის, ვისაც ყოფნის გონიერება შეკრიბოს საქმისთვის შესაფერისი ხალხი და ყოფნის მოთმინება, რათა ადროვოს მათ მუშაობა.

ფრანკლინ რუზველტი

***
თუ გამოუცნობი ხარ, დაუმარცხებელი ხარ.

კარლოს კასტანედა

***
კონკრეტული სიტუაცია განაპირობებს ლიდერის ტიპს. ლიდერთა ხასიათების სპექტრიც საკმაოდ ჭრელია.
მთავარი, რაც მათ საერთო აქვთ, არის თვალსაჩინო კომპეტენცია მოცემულ სფეროში.
ზოგადი ინტელექტი სულაც არ არის ლიდერობის აუცილებელი პირობა.

ჯენკინსი

***
ერთადერთი გზა იმის სასწავლად, თუ როგორ მართო, არის ის, რომ უნდა მართო.

ენტონი ჯეი

***
ლიდერობა არის ძალაუფლების ინტელიგენტური და თანამგრძნობლური გამოყენება.

გორდონ ბრენტონი

***
აქე ხმამაღლა და აძაგე ჩუმად.

ეკატერინა II

***
კაცი, რომელიც ერთი კვირით ადრე განსჭვრეტს, უფრო პოპულარულია, ვიდრე ის, ვინც რამდენიმე წლის იქით ხედავს, რადგან ეს უკანასკნელი ჰგავს ტელესკოპში მაცქერალს და ძალიან ძნელია ვინმეს დაუმტკიცო, რომ შენ ასეთი ტელესკოპი გაქვს.

ვილი როჯერსი

***
ზუსტად იმდენად ფასდები, რამდენიც ღირს შენს საქმეში ჩართული ხალხი.

რეი კროკი, მაკდონალდსის ქსელის დამაარსებელი

***
ქვეყანა გაყოფილია ორად: ერთ მხარესაა ხალხი, რომელიც საქმეს აკეთებს და მეორე მხარეს ისინი, ვინც შექებას ღებულობს.
ეცადე პირველ მხარეს მოხვდე. იქ კონკურენცია ნაკლებია.

დუაიტ მოროუ

***
ხალხს ურჩევნია როდესაც მიუძღვიან და არა მიერეკებიან.

ადრიან ბოულტი

***
ლიდერი ვერ გახდები, თუ მიმდევრობა არ გიცდია.

კეტს დე ვრიესი

***
ნებართვის თხოვას მოწყალების თხოვა მირჩევნია.

უცნობი ავტორი

***
ინტელექტის საუკეთესო გამოცდაა იმის შემოწმება, თუ რამდენად შეგიძლია საპირისპირო იდეებით ერთდროულად ოპერირება და, ამავდროულად, მოქმედების უნარის შენარჩუნება.
მაგალითად: უნარი – დაინახო სიტუაციის გამოუვალობა და ასეთ დროს შეინარჩუნო შემართება სიტუაციის უკეთესობისკენ შემოსაბრუნებლად.

ფ. სკოტ ფიცჯერალდი

***
არასდროსაა გვიან გახდე ის, ვინც შეგეძლო ყოფილიყავი.

ჯორჯ ელიოტ

***
სკოლები ზრდიან კარგ დასაქმებულებს და არა დამსაქმებლებს.

რობერტ კიიოსაკი

***
რეალურ სამყაროში წარმატებას მამაცი უფრო ხშირად აღწევს, ვიდრე გონიერი.

რობერტ კიიოსაკი

***
კაცი საკუთარ ამოცანათა სიდიდის შესაბამისად იზრდება.

კარლ გუსტავ იუნგი

***
როცა პიროვნება თავდაჯერებულობასა და ფხიანობას ჰკარგავს, იგი ეგოცენტრული ხდება და მისი ინტელექტუალური საწიერიც ვიწროვდება. შედეგად კი მისი ნამდვილი არსი სახიჩრდება და, არსებითად, ნეგატიურში გადადის.

კარლ გუსტავ იუნგი

***
კაცთა მოდგმის მართვის ხელოვნებაზე ფიქრი იმ დასკვნამდე მიგიყვანს, რომ იმპერიათა ბედი ყმაწვილთა აღზრდაზეა დამოკიდებული.

არისტოტელე

***
სიმდიდრის არსი მოხმარებაშია და არა მასზედ უფლების ფლობაში.

არისტოტელე

***
ადამიანთა მცირე პროცენტს თუ ძალუძს მოახდინოს საკუთარი დროის სტრუქტურირება. ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ის ხალხია, ვისაც სხვისი დროის სტრუქტურირება შეუძლია.

ერიკ ბერნი

***
გარეშემონი ლიდერისგან მოითხოვენ აბსოლიტურ თვისებებს და აქედან გამომდინარე, წარმატებული ლიდერი – ქარიზმატული ლიდერია.

ერიკ ბერნი

***
ინდივიდი მიდრეკილია საკუთარი ურთიერთობა ლიდერთან მოცემული ჯგუფის ცენტრალურ პრობლემად წარმოიდგინოს, მაშინაც კი, თუ თავად პერიფერიული შრის წარმომადგენელია.
თუ მას საერთოდ აინტერესებს აღნიშნული ჯგუფის პრობლემატკიდან რაიმე, ესაა სწორედ მისი ურთიერთობა ლიდერთან.

ერიკ ბერნი

***
წარმატებული ლიდერი ორ ძირითად როლში გვევლინება: ქარიზმატულსა და არქიტექტურულში.
პირველის მეშვეობით იგიხატავს უკეთეს მომავალს და აღანთებს გუნდს.
მეორე როლში კი იგი მიმართავს კომპანიის სტრუქტურასთან, კონტროლისა და წახალისების მექანიზმებთან დაკავშირებულ საკითხებს.

მანფრედ ფ.რ. კეტს დე ვრიესი

***
შეცდომის დაუშვებლად მართვის სწავლა შეუძლებელია და ეს შეცდომები უფრო იაფი ჯდება, თუკი მათ ახალგაზრდობაშივე მოილევთ.

მანფრედ ფ.რ. კეტს დე ვრიესი

***
ყველაზე გავლენიანი ის არის, ვისაც ძალაუფლებაზე უარის თქმის უნარი აქვს.

მანფრედ ფ.რ. კეტს დე ვრიესი

***
მუშაკთა ნდობის ხარისხი ლიდერის ეფექტიანობის უმთავრესი მახასიათებელია.

მანფრედ ფ.რ. კეტს დე ვრიესი

***
ემოციათა მართვა ლიდერის ერთი საჭირო უნართაგანია. რა საოცარიც არ უნდა იყოს, გრძნობათა მინიმალური გამოვლინება იმდენივე პრობლემას აღძრავს, რამდენსაც ქარიშხლიანი რეაქციები. არც მიმხრჩვალ თევზთან ურთიერთობა გახალისებს კაცს და არც განძვინებულ ვეფხვთან.

მანფრედ ფ.რ. კეტს დე ვრიესი

***
სამი ტიპის ლიდერი უნდა გამოიყოს: ლიდერი, ვინც აწესებს წესებს, ლიდერი, ვინც იცავს ამ წესებს და ლიდერი, რომელიც არ იცავს.
მეტწილად სწორედ ეს კატეგორია აღწევს ხოლმე შესანიშნავ შედეგებს.

მანფრედ ფ.რ. კეტს დე ვრიესი

***
ლიდერია ის, ვინც წინ მიდის და მიმდევართათვის ბილიკს ტოვებს.

მანფრედ ფ.რ. კეტს დე ვრიესი

***
ნარცისული ტიპები ყველაზე მეტად შეეფერებიან მასების წარმოდგენას დიდ ლიდერზე. ამას ორი მიზეზი აქვს: მათ შეუძლიათ მიმზიდველად დახატონ კომპანიის მომავალი და ასევე აქვთ მიმდევართა პოვნის უნარი.

მაიკლ მაკობი

***
ვინც სხვებს დასძლევს, ძალაუფლებას მოიპოვებს, ხოლო ვინც საკუთარ თავს დასძლევს, მოიპოვებს ძალას.

ლაო ძი

***
მითები აიოლებენ აბეზარი ყოველდღიურობის ატანას და ცვლილებათა ქარიშხალსაც ამსუბუქებენ. როცა კოლექტივში არსებობს მითი, რომელიც ემოციურ ინტელექტსა და შინაგან ჰარმონიას ეხმარება, ასეთ შემთხვევაში უფრო იოლი შესანარჩუნებელია პოზიტიური განწყობა ურთულეს პერიოდშიც კი.

დანიელ გოულმანი

***
ყველაფრის მიღწევას შეძლებ, თუ არ იფიქრებ იმაზე, ვის ერგება დაფნის გვირგვინი.

ჰარი თრუმენი

***
იდეალურია ლიდერი, რომლის არსებობასაც ვერ ამჩნევენ.
მას ბევრად ჩამორჩება ლიდერი, რომელსაც ხალხი ემორჩილება და ეთაყვანება.
მთლად უვარგისია, როცა ეზიზღებათ.
თუ შენ პატივს არა სცემ ხალხს, არც იგი გცემს პატივს.
კარგი ლიდერი ისაა, ვისი საქმეც კეთდება, ხოლო ხალხი იძახის – ჩვენ თვითონ გავაკეთეთ ეს.

ლაო ძი

***
როცა ლიდერი სიმართლეს იცავს, თანამშრომლები საკუთარ მოსაზრებებს აღარ ჩქმალავენ და ერთმანეთსაც ღირსეულად ეპყრობიან.

დანიელ გოულმანი

***
ცალი ფრთით გაფრენილი ჩიტი სად გინახიათ?
ლიდერს გულიც უნდა ჰქონდეს და გონებაც. ესაა მისი ფრთები.

დანიელ გოულმანი

***
ადამიანებს უნდათ გამარჯვებულ გუნდში ყოფნა, ძლიერი კულტურისადმი კუთვნილება.

ჯიმ კოლლინზი

***
მთავარი ის კი არაა, თუ ფასეულობათა რა სისტემა გაქვს, არამედ გაქვს თუ არა, მისდევ თუ არა, ეყრდნობი თუ არა და დროის რა მანძილზე გაგყვება იგი.

ჯიმ კოლლინზი

***
თუ ადამიანები სწორად არიან შერჩეულნი, მათ არ ესაჭიროებათ მოტივირება. საჭიროა მხოლოდ დე-მოტივირების გამომწვევ ფაქტორთა აღმოფხვრა.
რეალობის იგნორირება დე-მოტივაციის უმთავრესი ფაქტორია.

ჯიმ კოლლინზი

***
ლიდერმა მომავლის ხედვის გამომუშავებით კი არ უნდა დაიწყოს, არამედ აიძულოს ხალხი თვალი გაუსწოროს რეალობას და შეაფასოს მოსალოდნელი შედეგები.

ჯიმ კოლლინზი

***
ქარიზმას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე, რადგან ლიდერის პიროვნების ძალამ შესაძლოა ქვეშევრდომს ფაქტების მიჩქმალვისკენ უბიძგოს.

ჯიმ კოლლინზი

***
თანამდებობა მბრძანებლობის ნებას კი არ გაძლევს, არამედ გავალდებულებს მოიქცე ისე, რომ ირგვლივ მყოფთათვის თქვენი განკარგულებანი დამამცირებელი არ იყოს.

ჯონ ადაირი

***
ზოგი ლიდერის აზრით გადამწყვეტი ქმედითობა ეს არის გადაწყვეტილების სწრაფი და ერთპიროვნული მიღება.
სინამდვილეში კი ლიდერმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში კი საერთოდ დელეგირება მოახდინოს ამ უფლებისა.

ჯონ ადაირი

***
თუ ლიდერობა გსურს, ასახე შენს პიროვნებაში ის თვისებები, რასაც სხვათაგან ითხოვ.

ჯონ ადაირი

***
ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი, თუკი იგი საკუთარი თავის ბატონი არ არი.

ეპიკტეტი

***
სადაც წარმატებაზეა საუბარი, იქ ადამიანს დიუმებითა და ფუნტებით არ ზომავენ, არ აფასებენ კოლეჯში მიღებული ხარისხით ან კეთილშობილი წარმომავლობით.
ისინი იზომებიან აზროვნების მასშტაბით.

დევიდ შვარცი

***
შესაძლებელია იყიდო ადამიანის დრო, მისი ფიზიკური თანხლება, მაგრამ შეუძლებელია იყიდო ენთუზიაზმი, ერთგულება და თავდადება. ესენი უნდა დაიმსახურო.

ჩარლზ ფრენსისი

***
ეპოქის მამოძრავებელი პიროვნებაა და არა პრინციპი.
ოსკარ უაილდი

***
ლიდერი ნოვატორი უნდა იყოს. თუ შენ მასაზე წინ არ დგახარ თუნდაც ერთი ნაბიჯით, მალე ამ ერთი ნაბიჯით ყველაზე უკან აღმოჩნდები.

ტომ ლენდრი

***
ყველაფერი დიადი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ვიღაცა იმაზე მეტს იღწვის, ვიდრე ევალება.

ჰერმან გმაინერი

***
თუ ენაზე ის არ გაკერია, რაც გულში გიდევს, არავინ გენდობა.

სოკრატე

***
რეალობის გააზრება, როგორც შემოქმედებითი მასალისა – აი ეს არის ლიდერის ამოცანა.

პიტერ სენგე

***
ერთ ადგილზე რომ გაჩერდე, მთელი ძალით უნდა ირბინო.

ლუის კეროლი

***
იერარქიულ სტრუქტურათა უმეტესობა იმდენადაა გაჯერებული წესებითა და ტრადიციებით, რომ მათს წინამძღოლებს საქმეც არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იმოძრაონ ხალხის ნაკადის სიჩქარით.
ესენი ისეთივე ლიდერები არიან, როგორიც ხის სტატუა გემის ცხვირზე.

ლოურენს ჯ. პეტერი

***
ცხოვრება აბლაბუდასა ჰგავს: ისეთივე ძაფები განიტოტება ყველა შესაძლო მიმართულებით. წარმატება დამოკიდებულია არა იმ ხუთწლიან სტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც ბიზნეს-სკოლაში გასწავლეს, არამედ თქვენს რეაქციაზე მოულოდნელ შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

როს პერო

***
მე ადამიანის წარმატებას ვზომავ არა მისი აღმასვლით, არამედ იმით, თუ როგორ წამოდგა იგი დაცემის შემდეგ.

ჯორჯ ს. პატონი

***
თუ ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას სამუშაოთი დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებანი, მისი ქცევაც ადვილად განსასაზღვრია _ იგი დუნდება, გაურბის პასუხისმგებლობას, ხელს უშლის ცვლილებებს, ამჟღავნებს დემაგოგების ქადაგებისადმი ინტერესს და ითხოვს დაუსაბუთებელ ანაზღაურებას.

დ. მაკგრეგორი

***
ღირსეული ცხოვრების განცდისთვის ადამიანს სჭირდება შეგრძნება იმისა, რომ იგი ნაწილია რაღაც უფრო მეტისა, ვიდრე თავად არის.

ჯონ მაქსველი

***
შეკრული და შეთამაშებული გუნდის ნაღვაწი ბევრად ეფექტურია, ვიდრე ამავე რაოდენობის ინდივიდუმებისა. ამის მიუხედავად, ხშირად ხელმძღვანელობა ხელს უშლის ასეთი გუნდის შეკვრას იმის შიშით, ვაითუ ამ გუნდის მიზანი ასცდეს ორგანიზაციის მიზანს.

დ. მაკგრეგორი

***
დღევანდელ სამყაროში ერთადერთი აქტივი, რომელიც ნებისმიერ ორგანიზაციას ფასს სდებს, ეს არის მასში მოღვაწე ადამიანები.
სისტემები ძველდება, ცოდნა იცვლება, დანადგარი ცვდება… ადამიანებს კი შეუძლიათ ზრდა და განვითარება, თუკი მათ ჰყავთ ლიდერი, რომელსაც ესმის მათი პოტენციის მნიშვნელობა.

დ. მაკგრეგორი

***
ურთიერთობის უნარი ლიდერის ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა. ზოგის აზრით ეს უნარი თანდაყოლილია და მისი სწავლა შეუძლებელია, მაგრამ ეს არაა მართალი. ყველაზე მელანქოლიურ ადამიანსაც კი ძალუძს ამ უნარის გაღვივება.

ჯონ მაქსველი

***
ადამიანები ძალას იძენენ, როცა მათ უზრუნველყოფ სამი რამით: მარჯვე შესაძლებლობით, თავისუფლებითა და დაცულობით.
გჯეროდეთ ადამიანების და ისინიც ყველაფერს იღონებენ თქვენი ნდობის გასამართლებლად.

ჯონ მაქსველი

***
თუ ჯამაგირს ქოქოსის კაკლებით უხდი, მუშაკის მაგიერ მაიმუნს მიიღებ.

ჯონ მაქსველი

***
თუ ქცევას საზოგადოებრივ აზრს უფარდებ, ესე იგი საკუთარ ძალებში არა ხარ დარწმუნებული.

მარმონტელი, ფრანგი სწავლული

***
ძალაუფლების მოთხოვნილება შესაძლოა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ჯგუფურ პირობებში: ან ჯგუფის დანარჩენ წევრებზე გავლენიოს მოპოვებით, ანაც ჯგუფის ძალისმიერი პოტენციალის გამოყენებით ორგანიზაციის შეცვლის გზით, რაც ინდივიდუალური ქმედების შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა.

კაკაბაძე, ლუდლოუ, ვინიკომბი

***
ადამიანებს რომ წარუძღვე, ამისათვის კვალში უნდა მისდიო მათ.

ლაო ძი

***
ადამიანები არც თუ ხალისით მოქმედებენ მათ მიერვე დეკლარირებული თეორიებისა და მოდელების შესაბამისად.
სამაგიეროდ, ისინი მუდამ მოქმედებენ საკუთარი ქვეცნობიერის არქეტიპებისა და სტერეოტიპების მიხედვით.
ამდენად, მათი ქცევის შეცვლის ერთადერთი გზა მათივე ქვეცნობიერის შეცვლაა, რაც იმდენად რთულია, რომ სჯობს უბრალოდ გამოვცვალოთ ეს კაცი.

ანტონ კალაბინი

***
მოგვწონს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ნაყოფიერად შრომობს მხოლოდ ის, ვინ იცის რას და რატომ აკეთებს.
მხოლოდ ლიდერს შეუძლია განსაზღვროს პირობები, რომელშიაც განვითარებულ თანამედროვე ცივილიზაციის მოთხოვნების უზრუნველმყოფ საწარმოო სისტემას ძალუძს ფუნქციონირება.
ლიდერი კი არის ადამიანი, ვინც გრძნობს საზოგადოების მამოძრავებელი ძალების მოქმედების მექანიზმს და ვისაც საზოგადოებისთვის სამსახური დაუსახავს უზენაეს მიზნად.

ჰ. განტი

***
ხელმძღვანელს ძალუძს ქვეშევრდომის ინიციატივის გაღვივება, თუკი შეუქმნის მას საკუთარი შესაძლებლობებისა და მდგომარეობის რეალიზაციის პირობებს.
მან თანამშრომლის მაგივრად კი არ უნდა აკეთოს საქმე, არამედ კარნახის მეთოდით გაწაფოს იგი.
თუმცა, ამ პროცესში მას საკუთარი ქედმაღლობის მოთოკვაც მოუწევს.

ჰენრი ფეიოლი

***
მომავალში ხელმძღვანელებს მოუწევთ “მმართველ-მაკონტროლებელი” პოზიციის დათმობა, რადგან შეუძლებელი იქნება ყველა საკითხის შესახებ კომპეტენტური პოზიციიც ქონა.
ამის მაგივრად მათ დაუფასდებათ ისეთი ატმოსფეროს შექმნის უნარი, რომელიც ხელს შეუწყობს მუშაკთა შემოქმედებით და პიროვნულ ზრდას, კოლექტიური შრომის კულტურისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.

რიჩ ბენონი

***
თუ თქვენში ცეცხლი გიზგიზებს, მაშინ თქვენ შესძლებთ სხვის გულებშიც დაანთოთ იგი.

ნიკოლაუს ენკელმანი

***
ადამიანები სულის კაწკაწით ელიან ლიდერს, რომელსაც მათი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება

ნიკოლაუს ენკელმანი

***
უშთაგონებოდ არავის და არასდროს შეუქმნია რაიმე მნიშვნელოვანი.

რალფ ვალდო ემერსონი

***
ბოლო 50 წელმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ ფული არ არის შრომის ერთადერთი სტიმული.
ცნობილია, რომ მოხალისე უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობს გაწეული შრომის ნაყოფისგან, ვიდრე ანაზღაურებაზე მომუშავე მუშაკი და სწორედ უსასყიდლოდ მუშაობის გამო. მისთვის მთავარია ხედავდეს მიზანს, ორგანიზაციის მისიას და სჯეროდეს მისი.

პეტერ დრაკერი

***
თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, მის საფუძველში უნდა იდოს სამყაროს უკეთესისაკენ შეცვლის სურვილი.
მთავარი ამოცანა არ შეიძლება იყოს ნაკლები შრომით მეტი შემოსავლის მიღება. ამაზე მხოლოდ ის ადამიანი ოცნებობს, ვინც საინტერესო საქმეს ვერ მიაგნო.

ნიკოლაუს ენკელმანი

***
უნარიანი მართვა ნიშნავს აკეთებინო ხალხს ის საქმე, რაც საჭიროა, თან ისე, რომ მათ ეს საკუთარ იდეად მიიჩნიონ.

ნიკოლაუს ენკელმანი

***
ავიღოთ შრომის პროცესის ანალიზი უნარი, აგრეთვე მომხმარებლისა და მიმწოდებლის გაგების უნარი, დავამატოთ ცოტაოდენი შემოქმედება, შევქმნათ პირობები კოლექტიური შრომისთვის, გავმართოთ კომუნიკაცია.
ესეც წარმატების რეცეპტი.

რიჩ ბენონი

***
მმართველის ძალაუფლება ვრცელდება იქამდე, სანამ ქვეშევრდომები თანახმანი არიან შეასრულონ მისი ბრძანებები.

ქრისტიან ბარნარდი

***
გარემომცველნი აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნილებებს იმდენადვე, რამდენადაც ჩვენ ვცდილობთ მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

ჯიმ ქაირო – “სუპერმენეჯერი: მოტივაცია და თვითდისციპლინა”

***
ნდობის განუყრელი კომპონენტებია პატიოსნება, გახსნილობა, თანმიმდევრულობა და სხვისი აზრის პატივისცემა.

ჯიმ ქაირო – “სუპერმენეჯერი: მოტივაცია და თვითდისციპლინა”

***
დიდ კომპანიებში ჩნდება სულიერი მართვის საჭიროება, ანუ ადამიანთა შენარჩუნება საჭირო კალაპოტში, მიუხედავად მათი პოსტისა.
დღეს დიდ კომპანიათა უმეტესობას ქარიზმატული ლიდერები უდგანან სათავეში.
წარმატებულ კომპანიათა მმართველობითი ფილოსოფია იმდენად მკაფიოა, რომ თითოეულს ესმის იგი და შესაბამისად, საკუთარი წვლილიც შეაქვს მასში.

ჯესპერ კუნდე (წიგნიდან “კორპორატიული რელიგია”)

***
ყველა უმსხვილესი კომპანიის სათავესთან დგას ქარიზმატული დამფუძნებელი, ან ლიდერი შემდეგი თაობიდან, რომელმაც პიროვნული ძალის მეოხებით დაძრა კომპანია ადგილიდან.
ისეც ხდება, რომ ერთი კაცი კი არა, მთელი ხელმძღვანელი ბირთვია ასეთი, ოღონდ არსი იგივე რჩება – კარგი ხელმძღვანელობის პირობებში არ ჩნდება ეჭვი არჩეული კურსის მიმართ.

ჯესპერ კუნდე (წიგნიდან “კორპორატიული რელიგია”)

***
შეუპოვრობას ვერაფერი ჩაენაცვლება.
ქვეყნიერება სავსეა წარუმატებელი ტალანტებითა და ცხოვრებისგან გარიყული მწიგნობრებით.
დევიზი “არ შეაჩერო მცდელობა” ოდითგან წყვეტს კაცთა მოდგმის უმთავრეს პრობლემებს.

კელვინ კულიჯი

***
ლიდერი ტალღაა, რომელიც ხომალდს წინ მიაქანებს.

ლევ ტოლსტოი

***
ადამიანებს არ უყვართ, როცა მათ მართავენ. მათ ურჩევნიათ, როცა მიუძღვებიან.
თუ მაინცადამაინც ხელმძღვანელობა გირჩევნიათ, უხელმძღვანელეთ საკუთარ თავს და თუ ეს საქმე კარგად გამოგივათ, მზად იქნებით, რომ ხელმძღვანელიდან ლიდერად იქცეთ.

რიჩარდ კერი

***
5 თვისება, რომელიც გამოარჩევს ლიდერს ჩვეულებრივ მენეჯერთაგან:
ლიდერი კვარტალურ ანგარიშზე უფრო ღრმად ხედავს მომავალს;
ლიდერი არ კმაყოფილდება მხოლოდ საკუთარი სფეროთი, მას მთელი სტრუქტურის აღქმის მოთხოვნილება აქვს;
ლიდერი ორიენტირებულია მომავლის ანალიზზე, ფასეულობებსა და მოტივაციაზე;
ლიდერს აქვს უნარი გაუმკლავდეს პროცესის შემადგენელ ნაწილთა ურთიერთკონფლიქტურ ხასიათს;
ლიდერი არასდროს აღიქვამს არსებულ მდგომარეობას, როგორც სრულყოფილს რასმე.

ჯონ გარდნერი

***
ომი იარაღით წარმოებს, მაგრამ გამარჯვება იარაღს კი არა, მეომართა და მხედართმთავართა სულისკვეთებას მოაქვს.

ჯორჯ ს. პატონი

***
ნამდვილი ლიდერი ერთთავად უმცირესობაშია. როცა ხალხი იწყებს მისი მრწამსის გაზიარებას, იგი კვლავ წინ მიდის და, ამდენად, კვლავ უმცირესობაში რჩება.

ჰარი მაკკოუნი

***
ბოსი ხელმძღვანელობს, ლიდერი – ასწავლის.
ბოსი უფლებებს ეყრდნობა, ლიდერი – კეთილ ნებას.
ბოსი აშინებს, ლიდერი – აღანთებს.
ბოსი ამბობს – “`მე”, ლიდერი – “`ჩვენ”.
ბოსი ილანძღება უწესრიგობათა გამო, ლიდერი – ებრძვის მათ.
ბოსმა იცის როგორ უნდა იმუშაო, ლიდერი – მაგალითს იძლევა.
ბოსი ამბობს – მიდით, ლიდერი – წავედით.

ე. მაკკენზი

***
კარგი იდეა უდიდეს ძალას იძენს მაშინ, როცა ადამიანები მზად არიან მის მისაღებად. თუ ლიდერი ბევრად გაუსწრებს მიმდევრებს, იგი ჰკარგავს გავლენას.

ჯონ მაქსველი

***
თუ კაცს ძალუძს წაიყოლიოს ადამიანები, იგი ლიდერია, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობებისა.
ხოლო ის, ვისი გავლენითაც, მიმდევრებს შეუძლიათ წაიყოლიონ სხვა ადამიანები, არის შეუზღუდავი შესაძლებლობების ლიდერი.

ჯონ მაქსველი

***
მენეჯერმა, დაბალი შედეგების გამო, სასტიკად გალანძღა მთელი კოლექტივი და სამსახურიდან გაყრით დაებუქრა ყველას.
შემდეგ კი ერთ ახალბედას, ყოფილ ფეხბურთელს მიუბრუნდა და დაიმოწმა – როცა გუნდი ცუდად თამაშობს, ხომ ცვლიან ფეხბურთელებს?
ფეხბურთელმა კი, მცირე პაუზის შემდეგ, ამოღერღა – თუ მთელი გუნდი ცუდად თამაშობს, მწვრთნელს ცვლიან ხოლმე, სერ.

დაგ ლისენი

***
გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების კითხვისას დავასკვენი, რომ ყველა მათგანმა პირველი გამარჯვება საკუთარ თავზე მოიპოვა.

ჰარი თრუმენი

***
ლიდერი – იმედების გამსაღებელია.

ნაპოლეონ ბონაპარტი

***
ლიდერის ძლიერება იმ ძალით განისაზღვრება, რომელიც მან მიმდევრებს შთაბერა.

ჯონ მაქსველი

***
სიძნელესთან გამკლავება მრავალს ძალუძს. თუ კაცის ხასიათის გამოცდა გინდა, ძალაუფლება ანდე მას.

აბრაამ ლინკოლნი

***
მუშაკთა 99% პროცენტს სურს კარგად შრომა, მაგრამ მათი შრომის შედეგი, როგორც წესი, მხოლოდ მათი ხელმძღვანელის ნამუშევრის ანარეკლია.

დევიდ ჰარტლი ლეონარდი

***
არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, როცა ლიდერი ჰკარგავს პოზიციას იმის გამო, რომ ვერ განსჭვრიტა მოსალოდნელი.

რობერტ გრინლაიფი

***
რა არის ლიდერობა?
დროებით გვერდზე გადავდოთ ამ ცნების ყველა მორალური ასპექტი და დაგვრჩება მხოლოდ ერთი: ლიდერობა არის მიმდევართა შეძენის უნარი.
ლიდერები იყვნენ ჰიტლერიც, ქრისტეც, მარტინ ლუთერ კინგიც, ჩერჩილიცა და ჯონ კენედიც.
იმის და მიუხედავად, თუ რაოდენ განსხვავებული იყო მათი ფასეულობათა სისტემები და მართვის უნარი, მათ ერთი რამ აერთიანებთ – მიმდევრები.

ჯეიმს გეორგსი

***
ლიდერობა ნიჭია, რომლითაც ადამიანებს აკეთებინებთ იმასაც კი, რაც მათ მოვალეობაში არ შედის.

ფრედ სმიტი

***
ძალაუფლების სამკუთხედის შემადგენლებია კომუნიკაცია, მოწონება და გავლენა. ეცადე ააწყო ეფექტური საკომუნიკაციო სისტემა, რაც მიგიყვანს მოწონებამდე, რომელიც, თავის მხრივ, შობს გავლენას.

რობერტ დილენშნეიდერი

***
თუ ადამიანებს ისეთებად აღიქვამთ, როგორებიც მათ შეუძლიათ გახდნენ, ამით მიეხმარებით მათ თვითრეალიზაციაში.

ვიქტორ ფრანკლი

***
ყველა უდიდესი ორგანიზაცია გაწელილი ჩრდილია იმ ერთადერთი ადამიანისა, რომლის ბუნებაც განსაზღვრავს ამ ორგანიზაციის ხასიათს.

რალფ ვალდო ემერსონი

***
ლიდერად რომ იქცე, მიმდევრები უნდა გყავდეს.
მიმდევრები რომ გაიჩინო, ნდობას უნდა იმსახურებდე.
ამდენად, ლიდერის უმთავრესი თვისება პიროვნული მთლიანობაა.

დუაიტ ეიზენჰაუერი

***
ლიდერს, პირველ ყოვლის, ნდობის მოპოვება მოეთხოვება. ლიდერს რომ გაჰყვე, არაა აუცილებელი ყველაფერში ეთანხმებოდე მას. წარმატებული ლიდერობა ეფუძნება ხასიათის მთლიანობასა და ქმედებათა თანმიმდევრულობას.

პეტერ დრაკერი

***
თუ ადამიანს დროულად გაათავისუფლებ მისთვის შეუფერებელი თანამდებობიდან, ესე იგი ათავისუფლებ წარუმატებლობის განუწყვეტელი შეგრძნებისაგან და აძლევ შანსს სხვა ასპარეზზე მიაღწიოს წარმატებას.

ჯონ მაქსველი

გადმოაქართულა კობა ჭუმბურიძემ

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: